x
მეტი
  • 24.09.2020
  • სტატია:103502
  • ვიდეო:347770
  • სურათი:467816
შეძლებ, გაუძლო ცდუნებას? - ჟურნალ "გზასთან" ერთად, ნათია ჯაგოდნიშვილის რომანი "ცდუნება" გამოვა
image


„წიგ­ნი კონ­კურ­სის და­წყე­ბამ­დე შე­იქ­მნა და მის დას­რუ­ლე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რით ადრე დავ­წე­რე ფი­ნა­ლუ­რი თავი. უბ­რა­ლოდ, ერთ დღეს, სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რივ მო­მენ­ტში ჩემს გო­ნე­ბა­ში გა­ი­ელ­ვა წიგ­ნის ერ­თმა კონ­კრე­ტულ­მა ეპი­ზოდ­მა და ვიგ­რძე­ნი, ეს ის ის­ტო­რია იყო, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა“ - ასე შე­იქ­მნა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი „ცდუ­ნე­ბა“, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და.


რომანს მკითხველი დიდი ინტერესით ელოდა და წიგნი გამოცემიდან მალევე გახდა ბესტსელერი. 6 აგვისტოდან კი, ჟურნალ "გზასთან" ერთად, მისი შეძენა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი.


წიგნის სპეციალური ფასია 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.50.



"ჩემს რო­მან­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბავ­ზე ბევ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა; მისი მცდე­ლო­ბა გა­ერ­კვეს სა­კუ­თარ თავ­ში და სურ­ვი­ლებ­ში; გა­ი­გოს, რა სურს თვი­თონ და მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა; მო­იქ­ცეს სწო­რად, ამ სი­ტყვის სა­ზო­გა­დოდ მი­ღე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, თუ გა­ა­კე­თოს ის, რაც თა­ვად სურს, მი­უ­ხე­და­ვად შე­დე­გე­ბი­სა. ვფიქ­რობ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც სა­კუ­თარ თავ­ში იკარ­გე­ბა და არ იცის, რა გა­ა­კე­თოს. „ცდუ­ნე­ბა­ში“ კი ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის მკი­თხვე­ლი შეძ­ლებს, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟ­ში მა­ინც ამო­იც­ნოს სა­კუ­თა­რი თავი და სწო­რედ ამ მკი­თხვე­ლე­ბის­თვის მინ­დო­და მეთ­ქვა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ისი­ნი ამ პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე მარ­ტო­ნი არ არი­ან", - ნათია ჯაგოდნიშვილი.


image


ავტორის მიერ ოსტატურად მოთხრობილი სიყვარულის ისტორია არცერთი ასაკის მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. ესაა ემოციებით სავსე რომანი, რომლის კითხვისას, პერსონაჟებთან ერთად განიცდი, გტკივა და გიხარია.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა პრო­ექტ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. მათ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს "ცდუნება", ჟურნალ "გზასთან" ერთად, მის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებს.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0