x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წყალბადის ზეჟანგის გამოყენების იდეები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
პრაქტიკულად, ყველას გვაქვს სახლში წყალბადის ზეჟანგი და თუ არა, მაშინ ნებისმიერ აფთიაქში შეგვიძლია მისი შეძენა, თან ის ძალზედ იაფი ღირს, თუმცა არის საოცრად სასარგებლო საშუალება, რომლის გამოყენება მრავალპროფილიანია - სამედიცინო დანიშნულებით, ჰიგიენური მიზნებისა და როგორც გამწმენდი საშუალება.



image


წყალბადის ზეჟანგი არის უფერო სითხე, რომელსაც ახასიათებს ძლიერი დამჟანგველი თვისება და სწორედ ეს აძლევს საშუალებას, მოახდინოს სრული წმენდა, დეზინფიცირება. ის კარგად რეაგირებს სოკოს, ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ.


დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ წყალბადის ზეჟანგის რამდენიმე უჩვეულო თვისებას, რომელთა შესახებ შესაძლოა არც იცოდით. (ან იცოდით)




1. ის ასუფთავებს და ადეზინფიცირებს ჭრილობებს.


თუ თქვენს სახლში 3 პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი პირდაპირ ჭრილობებზე მკვდარი ქსოვილების მოსაშორებლად, სისხლდენის შესაჩერებლად და ინფექციის თავიდან ასაცილებლად. რეკომენდებულია წყალბადის ზეჟანგის ჭრილობაზე გამოყენება მხოლოდ ერთხელ, რადგან განმეორებით რამდენიმე გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს სასარგებლო ბაქტერიების ზრდა, რაც ხელს შეუშლის შეხორცების პროცესს.




2. გამოიყენება აკნესა და ფურუნკულების დროს.

image


აქაც, როგორც ჭრილობების შემთხვევაში, აკნესა და ფურინკულების დროს, მკურნალობის პროცესის დასაჩქარებლად ერთჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი. იგივე შენიშვნა: მრავალჯერ ნუ გამოიყენებთ!




3. სტომატიტის მკურნალობა.


თუ პირის ღრუში სტომატიტებმა იჩინა თავი და ძალიან გაწუხებენ, შეგიძლიათ დააჩაქროთ მათი შეხორცების პროცესი წყალბადის ზეჟანგის გამოვლებით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მისი დაჟანგვის მაღალი კონცენტრაციის გამო, გაღიზიანება რომ აიცილოთ თავიდან, აუცილებლად გააზავეთ წყალთან 1:1-ზე კომბინაციით, ჩაიგუბეთ პირის ღრუში და 30 წამის განმავლობაში ივლეთ. შემდეგ გადანერწყვეთ და გამოივლეთ ჩვეულებრივი წყალი.




4. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან...


თუ კბილების გახეხვის შემდეგაც გაქვთ პრისი ღრუდან უსიამოვნო სუნი, შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, როგორც სავლები. კვირაში ერთხელ მისი გამოვლება სუნის პროფილაქტიკისთვის სრულიად საკმარისია, ნუ გადააჭარბებთ, რომ პირის ღრუსთვის საჭირო ბაქტერიები არ დაიხოცოს.




5. სინუსიტის დროს წყალბადის ზეჟანგი უებარია.


თუ გაქვთ სინუსიტი და სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია, დაგეხმარებათ წყალბადის ზეჟანგის 3%-ნი ხსნარი, რომელსაც აუცილებლად გააზავებთ 1:3-მთან კომბინაციით, აუცილებლად აიღეთ 1 ნაწილი ზეჟანგი და 3 ნაწილი წყალი. სპეციალური სპერით ან პიპეტით გამოირეცხეთ ცხვირი.




6. ფეხის სოკოს დროს გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი.

image


თუ იტანჯებით ფეხის სოკოთი, ამ შემთხვევაშიც უებარია წყალბადის ზეჟანგი. წყალთან გაზავებული კომბინაციით 1:1-თან შეისხურეთ სპრეის სახით ფეხებზე და აცადეთ სრულ შეშრობამდე. შემდეგ კი დაიბანეთ ფეხები. ზოგადად, ეს მეთოდი მისი პროფილაქტიკისთვისაც უებარია.




7. წყალბადის ზეჟანგი როგორ კბილის მათეთრებელი და ასევე, მისი ტკივილის დროსაც.

image


პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგის 30 წამით გამოვლება, ხელს უწყობს კბილის მინანქრის გათეთრებას. ასევე, თუ კბილის პასტა გაგითავდათ და არ იცით როგორ გაიხეხოთ იმ მოცემულ მომენტში, შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის 3%-ნი ხსნარი და საკვები სოდა შეურიოთ ერთმანეთს და მიღებული მასით გაიხეხოთ კბილები.

კბილის ტკივილის დროს, წყალბადის ზეჟანგის და წყლის კომბინირებული ნარევი ჩაიგუბეთ პირში მტკივანი კბილის მხარეს რამდენიმე წუთით.




8. წყალბადის ზეჟანგი როგორც თმის გამაღიავებელი.


თმის ნელ-ნელა გაუფერულება შეუძლია წყალბადის ზეჟანგს. აურიეთ ზეჟანგს წყალი და სპერის სახით დაისხურეთ თმაზე. დააცადეთ სრულ გაშრობამდე. თუ ხშირად გამოიყენებთ ამ მეთოდს, ნახავთ როგორ გაღიავდება თქვენი თმა.




9. წყალბადის ზეჟანგი, როგორც დეოდორანტი.


თუ დეოდორანტი დაგავიწყდათ, ან გაწუხებთ ოფლის სუნი, შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალბადის ზეჟანგი, მისი წყალთან კომბინაცია 1:2-თან შეისხურეთ იღლიებში და გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.




10. წყალბადის ზეჟანგი საყოფაცხოვრებო ნივთების დეზინფექციისა და დასუფთავების დროს.

image


ფართოა მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სახლის დასუფთავების სფეროში. მისი საშუალებით შეგიძლიათ დეზინფექცია გაუკეთოთ თქვენს კონტაქტურ ლინზებს, კბილის ჯაგრისს; ასევე გააპრიალოთ სარკე; მოაშოროთ ნესტი და ობი; გაწმინდოთ ხილი და ბოსტნეული, ხალიჩა, სათამაშოები, მაცივარი და ა, შ.





0
1153
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0