x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"იმდენად არის ეს გოგო დაშინებული, ალბათ კონტაქტზეც არ გამოვა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
image


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მოითხოვს, რომ გამოძიებაში ჩაერთოს ფედერალური ბიურო:


"ხელოვნურად წელავენ ყველაფერს, მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა...არ მჯერა ჩემმა შვილმა თავი მოიკლა, მაგას რომ დამხვრიტონ მაინც არ ვაღიარებ, ამიტომ მოვითხოვ ამ საქმეში ჩაერთოს ფედერალური ბიურო, რადგან ჩვენი მთავრობა უძლურია ამ საქმეში"-განაცხადა ტელეჟურნალისტებთან საუბარში თეონა თამაზაშვილმა.


ბაჩალიაშვილის დედამ აგრეთვე კომენტარი გააკეთა "პოლიტმეტრში" გასულ სიუჟეტზე, სადაც სოფელ მაწევანის მკვიდრი გოგონა ვახო სანაიასთან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ მან სხვა ბავშვებთან ერთად დაკარგვიდან მეორე დღეს დაინახა თამარ ბაჩალიაშვილი მანქანით და ამის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა.(იხილე ვიდეო)


თუმცა მეორე დღეს გოგონამ დაკითხვის შემდეგ უარყო ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, მეორე დღეს კი არა, დაკარგვის დღეს შეამჩნიეს.'

"იმდენად ალალად და გულწრფელად ამბობს ეს გოგო, რომ ეჭვი არ შემპარვია. ან რაში აწყობდა, გამოსულიყო და ასეთი რამე ეთქვა, მაგრამ იმდენად არის დაშინებული, ალბათ კონტაქტზეც არ გამოვა, "-აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.



0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0