x
მეტი
  • 13.08.2020
  • სტატია:102492
  • ვიდეო:347285
  • სურათი:466410
გამოვლინდა ყველაზე პრობლემური მეორადი ავტომობილები
image


პორტალ "ავტოკდის"ანალიტიკოსებმა გამოავლინეს ყველაზე პრობლემური მეორადი ავტომობილები, სიაში მოხვდნენ როგორც ბიუჯეტური, ასევე პრემიუმ-სეგმენტი.


ავტოპროფილაქტიკის ყველაზე ხშირი "სტუმარი" გამოდგა Mazda RX-8, რომლითაც ძირითადად სისწრაფის მოყვარული ახალგაზრდები ყიდულობენ.ამ ავტომობილის ძრავას ყველაზე ხშირად ექმნება პრობლემები 100 000 კილომეტრის გარბენის შემდეგ.


შემდეგი ყველაზე პრობლემური ავტომობილი აღმოჩნდა ჩინური Chery Amulet, როგორც ანალიტიკოსები წერენ, ავტომობილი ძალზე თხელი მეტალით არის დამზადებული და ამასთანავე ორიოდე წლის შემდეგ ავტომობილს უკვე ჟანგი უჩნდება. სალონის მატერიალიც საკმაოდ დაბალი ხარისხისაა.



შემდეგი სიაში ზედიზედ სამი ფრანგული ავტომობილი მოხვდა:Renault Megane, Peugeot 308 და Citroen С5, როგორც ავტოსერვისებში აცხადებენ, ფრანგულ ავტომობილებს ყველაზე ხშირად ელექტრონიკაში ექმნებათ პრობლემები, ამასთანავე სათადარიგო ნაწილებიც ძნელად იშოვება.



ანტირეიტინგში მოხვდა Nissan Primera და Mazda CX-7, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 100-150 000 კილომეტრის გარბენის შემდეგ ეს ავტომობილები საკმაოდ პრეტენზიულები ხდებიან და იმდენივე ხარჯი სჭირდება, რაც რომელიმე პრესტიჟულ სპორტულ ავტომობილს.



რაც შეეხება ლუქსი კლასის ავტომობილებს, ყველაზე პრობლემურები გამოდგა ორი ბრიტანული და ერთიც გერმანული ავტომობილი:Range Rover Sport, Jaguar XF და Mercedes S-class W222.



როგორც აღმოჩნდა ბრიტანული ავტომობილების ელექტრონიკა "თავის ნებაზე" იქცევა, ითიშება წვიმის დროს, ხელახლა იტვირთება საგზაო ბარიერთან მიახლოებისას, ხოლო შუქნიშანზე საერთოდ აქრობს ძრავას, რის შემდეგაც აღარ იქოქება.



რაც შეეხება გერმანულ W222-ს, გარანტიის გასვლის შემდეგ (5-7 წელი) მისი ავტოსერვისი საკმაოდ ძვირი ჯდება, ისევ როგორც სხვა S კლასის "მერსედესები", ამიტომ ასეთი ავტომობილების მფლობელები ცდილობენ რაც შეიძლება მალე მოიშორონ ისინი.






0
232
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0