x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
ნაცისტების გეგმა: სსრკ–ს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფა
image


ნაცისტებს ჰქონდათ გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დანაწევრებას ომში გამარჯვების შემდეგ და რამდენიმე რაიხსკომისარიატად ჩამოყალიბებას.

1941 წელს ალფრედ როზენბერგმა წარმოადგინა პროექტი. ეს პროექტი მოიცავდა ოკუპირებული ტერიტორიების მართვის გზებს. მათგან მთავარი იყო 5 გუბერნიის ანუ რაიხსკომისარიატის იდეა:


1) ოსტლანდიის რაიხსკომისარიატი – აქ შედიოდა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთისა და ბელორუსიის ტერიტორიები. თავიქალაქი რიგა, საერთო ფართობი 550 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 20 მილიონამდე.



2) უკრაინის რაიხსკომისარიატი – აქ შედიოდა უკრაინის მთელი ტერიტორია და ეს იქნებოდა გერმანიის დასაყრდენი აღმოსავლეთ ევროპაში. თავიქალაქი როვნო (რივნე), ფართობი 1.1 მილიონი კვ.კმ, მოსახლეობა 55 მილიონამდე.


3) კავკასიის რაიხსკომისარიატი – ეს იქნებოდა საქართველოს (ბათუმის გამოკლებით), აზერბაიჯანის, სომხეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანება. თავიქალაქი თბილისი, ფართობი 500 ათასი კვ.კმ, მოსახლეობა 18 მილიონამდე. ეს ტერიტორიული ერთეული ვალდებული იქნებოდა გერმანია მოემარაგებინა ნავთობითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით, თანდათან კი მოხდებოდა ამ ტერიტორიის ნაწილობრივი გერმანიზაცია.


4) მოსკოვის რაიხსკომისარიატი – ეს იქნებოდა რუსეთის მცირე ტერიტორია, რომელიც გადაჭიმული იქნებოდა ურალამდე. ფართობი 2.9 მილიონი კვ.კმ, მოსახლეობა 50-60 მილიონი.


5) თურქესტანის რაიხსკომისარიატი – აქ შევიდოდა უზბეკეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.


1941 წლის 9 მაისს ეს გეგმა ჰიტლერთან შეიტანეს განსახილველად.

ჰიტლერმა მოიწონა ეს პროექტი.

1980 წელს კი ეს პროექტი აღმოჩენილი იქნა ერთ-ერთ არქივში.


image

0
689
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
689
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0