x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ვახა ალიევი - სტალინის პირადი მტერი

image


ყველა ვერ დაიკვეხნის იმით, რომ 16 წლის ასაკში გამხდარიყო ამ უზარმაზარი იმპერიის მეთაურის პირადი მტერი. ვახა ალიევმა ეს შეძლო.

ფრონტზე ყოფნისას მან როდესაც გაიგო საკუთარი ხალხის დეპორტაციის შესახებ, მისწერა პირადი წერილი სტალინს.

ნაწყვეტი: ".....ჩვენ ვემსახურებოდით სამშობლოს რწმენით და სიმართლით, გამარჯვების სახელით საკუთარ სიცოცხლესაც არ ვიშურებდით, ათასობით ჩემი "ზემლიაკი" ბრძოლის ველზე დაეცა ბრესტიდან მოყოლებული სტალინგრადამდე, თქვენ კი გამყიდველები გვიწოდეთ.

ჩემი ერი ამას არასოდეს გაპატიებთ! იმ დროს, როდესაც ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით თქვენ სასტიკად გაუსწორდით ჩვენს დედებსა და დებს, მოხუცები და ბავშვებიც კი არ შეიბრალეთ..."


როგორ უცნურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, წერილი ადრესატამდე მივიდა. პასუხმაც არ დააყოვნა, ის მოკლე და სასტიკი იყო: "დახვრიტეთ".

ვახა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა - ყველა ბრმად არ ასრულებს ლაჩრების ბრძანებებს. საკუთარი სიცოცლხის რისკის ფასად, მისი სამხედრო ამხანაგები რამდენიმე თვის განმავლობაში ვახას სარდაფებში მალავდნენ და ჩუმად მკურნალობდნენ (მას ჭრილობები ჰქონდა).


ბოლოს ციმბირში ერთ ერთ ჯგუფთან ერთად ისიც გაგზავნეს. ვახამ სტალინის ბანაკებსაც გაუძლო და გადარჩა. გათავისუფლდა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1954 წელს. ბელადის პირადი მტერი გარდაიცვალა 1979 წელს გროზნოში.

ეს ეპიზოდი, როგორც ვაჟკაცობის მაგალითი მოყვანილია სტუდენტებისთვის განკუთვნილ ლიტერატურაში "საბჭოთა ისტორიის კურსი 1941-91 წწ" ა.კ. სოკოლოვისა და ვ.ს. ტიაჟელნიკოვის რედაქცია.

8
385
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
385
  
16 სექტემბერი, 6:02
რაც არ უნდა იყვიროთ,რომ ტირანი იყო,ამით ისტორია არ შეიცვლება და არც იმის იმედი ქონდეთ,რომ ამის გამო ვიღაც არ გახდება ტირანი. როცა ადამიანს გაამწარებ,ის აუცილებლად ხურდას დაგიბრუნებს და უფრო მეტად გაგამწარებს. მერე გინდ სტალინისტი უწოდეთ და გინდ ბიძინისტი. თქვენაირი ადამიანები ფიქრობენ,რომ სტალინმა ერთ დღეს გაიღვიძა და ტირანი გახდა,მაგრამ რეალობა სხვანაირია. ადამიანების მოკვლა არ შეიძლება და არ არსებობს გამართლება ამის მკეთებლის,მაგრამ როცა ადამიანს გააგიჟებ,მერე აღარ უნდა გაგიკვირდეს თუ მოგკლავს. არ ვიცი თქვენი ასაკი,მაგრამ აშკარად იგრძნობა ტვინ გამორეცხილობა. ის გასწავლეს,რომ სტალინი ცუდი იყო,მაგრამ კითხვაც არ გაგჩენიათ თუ რატომ იყო ცუდი. ეხლა დაიწყება,რომ ბევრი ადამიანი დახოცა და ა.შ. დღეს ნაკლები ადამიანი კვდება? თუ საქართველოს მტრები ცოტაა? აგერ პრეზიდენტი მოღალატე,ჩლიფინა ზურაბიშვილი გახდება და მერე სტალინზე დაიწყებთ,რომ საქართველოსთვის რა გააკეთაო. თქვენ რა გაგიკეთებიათ საქართველოსათვის სხვას რომ თხოვთ და აფასებთ. ნეხვშია ქვეყანა და რამდენი კაცი გამოვიდა თქვა სიმართლე. დაივიწყეთ სტალინიზმი,ლიბერლიზმი და გახდით ქართველისტი. არცერთი იდეოლოგია არაა კარგი და არც იქნება. ისე კი მაგარი Yლეობა სტატია კი გამოგივიდათ:დ
16 სექტემბერი, 5:49
სტალინზე,რაც გინდათ ის დაწერეთ,ეს თქვენი საქმეა. ჰიტლერი და მუსოლინი დამარცხებული ყავს ძია სტალინს,ხოლო ჩერჩილმა თავისი პირით აღიარა,რომ თავისდაუნებურად ეშინოდა სტალინის. რაც შეეხება დუელს,არ ვიცი რამდენად სიმართლეა,მაგრამ ერთი რამე ვიცი,სტალინის მოკვლა ბევრს უნდოდა და ყველასთან დუელი რო გაემართა ვიღაც მოკლავდა. ამას თუ უთვლი ლაჩრობად არ ვიცი,მარა ეს ლაჩრობა არაა. სტალინი იყო ისტორიული პიროვნება,რომელმაც ჩახადა "აღშფოთებულ" ევროპას და ეს დასაფასებელია. როცა კონკრეტული მიზნის მიღწევა გინდა ადამიანს,გიწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება და ამან გამოიწვია მისი რეპრესიები. მთელი მსოფლიო აფასებს მას,როგორც ტირანს,რადგან თავისი იდეების სჯეროდა. შესაძლოა მართალიც არის,მაგრამ ერთი ვიცი,რომ ადამიანები ეგრევე არ ხდებიან ტირანები და არც სტალინი დაბადებულა ტირანად. როგორც დღევანდელ დღეს კამიკაძე ტერორისტებად,მათ ამგვარი საქმეების ჩადენაზე საზოგადოებამ უბიძგა. არავინ იბადება ბოროტმოქმედი,მას საზოგადოება ქმნის. როცა მთელი ცხოვრება უყურებ როგორ გიმონებენ და სულში გაფურთხებენ,შენს ნაწვალებ-ნაოფლარზე თავადები ცხოვრებას იწყობენ და განცხრომაში ცხოვრებენ,გებადება პროტესტის გრძნობა,რომელმაც გამოიწვია რეპრესიები და მრავალი ადამიანის სიკვდილი სტალინის შემთხვევაში და როცა თვალწინ ოჯახს გიფეთქებენ და სახლკარს გინგრევენ შენ ხდები ტერორისტი და შურისძიებაზე ფიქრობ. იმ დროინდელმა საზოგადოებამ შექმნა სტალინიც და ჰიტლერიც,მერე რაც მოხდა გამოძახილია მხოლოდ მათ წინაშე ჩადენილი დანაშაულის. როცა ამას გაიაზრებთ,მაშინ მიხვდები ვინ და რა იყო სტალინი. ლიბერალებს აწყობთ,რომ ასე იფიქროს მსოფლიომ სტალინზე და ამით თავიანთ ჩადენილი ცოდვებს მალავენ. არც ეგრეა საქმე,როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ეს კი სტალინიზმი არაა,უბრალოდ მსჯელობაა თუ რატომ იქცა სტალინი ტირანად. დღევანდელ საქართველოში ბევრი უსამართლობაა,ადამიანები იჩაგრებიან,შიმშილობენ და ვიღაც მათ ხარჯზე ცხოვრებას იწყობს,მერე გამოჩნდება ვიღაც,ვიაც ყელში ამოუვა ეს უსამართლობა და დაიწყებს მკვლელობებს და შურს იძიებს. მასაც მერე საზოგადოება ტირანად შერაცხავს,როგორც სტალინს. დღეს მასზე უფრო მეტად ტირანები არიან,რომლებიც უფრო მეტ საშინელებებს სჩადიან.ადამიანს ღმერთ
16 სექტემბერი, 5:24
ჩემთან დუელში გამოწვევაზე ძია სტალინს უარი არ გამოუცხადებია.. ჰიტლერი, ჩერჩილი და მუსოლინი ომებში თუ იარაღით ხელში იბრძოდნენ რატო უნდა გავუთანაბრო ტურუხაიდან სტალინის გამოქცევა მათ ვაჟკაცობას? სტალინის გარდა სხვებიც გამოიქცნენ იქიდან... პრეტენზია რის მიმართაა ჩამოყალიბდი - სტალინის პიროვნების მიმართ არასწორი რეპლიკის თუ სტატიის მიმართ?! შენიშვნა არ მიიღება, შესაბამისად ვერც გამიხარდება სამწუხაროდ. :დ ქვეყანა მართლა ცუდ დღეშია და საბედნიეროდ მე არ ვარ ქვეყანა. :დ
15 სექტემბერი, 20:56
სად გამოჩნდა,რომ არ მკიდია ბელადი? ლაჩარი არ იყოთქო გეუბნები და მაგას ეძახი სტალინიზმს? არადეკვატურობის ზეიმია რა. როცა ადამიანი საფუძვლიანად გაძევს შენიშვნას,ამან უნდა გაგახაროს და არ უნდა გაგხადოს არაადეკვატური. სტატია უნდა იყოს ობიექტური,იმის მიუხედავად,რას ფიქრობ კონკრეტული პიროვნებაზე. როცა სტატიას სუბიექტურ მოსაზრებებს ურევ ეს ჟურნალისტის სტილი არაა. გავიგე,რომ არ მოგწონთ,ვის მოსწონს რო სტალინი,მარა ლაჩარი არ იყო. ფაქტი მოგიყვანე რატომ არ იყო და იმის ნაცვლად რო ჩემი ნათქვამი გაგებათილებინა,დამიწყე უაზრო ბრალდებები. არ ვიცი ჟურნალისტი ხარ თუ მოყვარული,მარა აშკარად სხვა სამყაროში ცხოვრობთ. დამისახელე ერთი ფაქტი,რომელიც ამტკიცებს,რომ სტალინი ლაჩარი იყო. ინფორმაცია ხომ მოიძიე და იქ ეგრე ეწერა,რომ ლაჩარი იყოოვო? თუ ფანტაზია ჩართეთ. თუ რამე გიჭირთ,არაა პრობლემა დაგეხმარები. ბიჭო რა დღეშია ქვეყანა:დ
15 სექტემბერი, 14:04
:დ მეეჭვება გეკიდოს ბელადი.
კაი სტატია იყოს ჯანდაბას ცუდი და უხეირო ბელადს არაფერი ჩრდილი მიადგეს ოღონდ. :დ მომავალში ვეცდები ამ რეაქციულ თემაზე აღარ დავწერო და სტალინის გმირობებზე ვწერო. იგეგმება სტალინის კანონიზება - წმინდანად შერაცხვა, რუსეთში ეს პროცესი დაწყებულია და აქ არ ვიცი როგორ იქნება. აწი ჩვენს სახლებში წმინდა იოსებ ნაცისტმმუსვრელის ხატი დაიდებს ბინას.
15 სექტემბერი, 13:59
ღადაობ? რაის სტალინისტი მე ვარ,უბრალოდ ვერ გავიგე,ვერც ამ ალიევის გმირობა და ვერც სტატიის აზრი. რაც შეეხება ისტორიას,ეს არის ის,რაც უკვე მოხდა და ვერაფერს ვერ შეცვლით,ვერც ძეგლების დანგრევით და ვერც სტალინის ცენზურის დადებით. ასეთი აზრები,საიდან გებადებათ ვერ ვხდები. მე ისტორიის დაუმახინჯებლად შესწავლას ვუსვავ ხაზს და თქვენ სტალინისტს მეძახით. ეგ ისეთივე სიტუაციაა,რაც ქოც ნაცების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ერთზე იტყვი ცუდს ქოცი ხარ და მერეზე კი ნაციო,არადა მაგრა მკიდია ორივე პარტია,სტალინიც და ის ალიევიც.
15 სექტემბერი, 13:03
:დ გულდასაწყვეტია ლატენტური სტალინისტების ფიზიკური არსებობა კვლავ.
15 სექტემბერი, 8:32
სტალინი ლაჩარი იყო? 17 თუ 18 გადასახება და პატიმრობა ქონდა თავის აქტივში იოსებ ბესარიონის ძეს და უმეტესობიდან გამოიქცა და თან ისეთი ციხეებიდან,რომ იქიდან ადამიანი ცოცხალი თუ აღწევდა სამშვიდობოს და თქვენ ამბობთ,რომ ლაჩარი იყო სტალინი? გასაგებია,რომ არ მოგწონთ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ტყუილებით გააჯერო სტატია. არც მე მომწონს და ტირანი იყო,მაგრამ სიმართლე სინათლეაო. ახლანდელ ბავშვებს არ ასწავლიან კომუნისტური წყობის შესახებ და მათ შორის არც სტალინის. მის ძეგლებს ანგრევენ და კვალს შლიან ყველანაირად. წარმოიდგინეთ,რომ სიცოცხლეში რა საშიში პიროვნება იქნებოდა,მაშინ ნახევარი საუკუნის მერეც მუხლებში კანკალს აწყებინებს ადამიანებს. ისტორიას ვერ წაშლი და ეს ჩვენი ისტორიაა,არ შეიძლება მისი დამალვა. ყველას აქვს იცოდეს ამ 70 წლიანი ტირანიის შესახებ. სტატიას,რომ ვნახე,ვიფიქრე,რომ ვიღაც გამოჩენილი კაცზე იყო და პრობლემები შეუქმნა სტალინსთქო,მაგრამ სრული სისულელე დამხვდა. წერილი მიწერა და ეს არის მტრობა? დათვალეთ,რამდენი ადამიანი გაისტუმრა იმ ქვეყანაში და სუყველა მისი მტერი იყო. გმირების სახელები გამოგველია,რომ ვიღაც ალიევზე არ ვწეროთ და თან ასე უაზრო სტატია?
0 1 8