x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
ვინ იყვნენ ყივჩაყები
image


"მიდი იმასთან ვინც გეძახის" - ყივჩაყური გამონათქვამი.


უზარმაზარი ტერიტორია დნეპრიდან აღმოსავლეთ სემირეჩამდე დასახლებული იყო თურქული მოდგმის ყივჩაყთა მრავალრიცხოვანი მომთაბარე ხალხით. ეს შავი ზღვისპირა ტრამალები ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია "ველურ ან უდაბურ ველად" (Дикое поле), ამ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ყივჩაყი ხანები თავისი აუარება ჯოგითა და ნახირით.


image



ყივჩაყები თურქული მოდგმის დიდი ტომია. ძველ რუსულ წყაროებში ყივჩაყები "პოლოცკებად" არიან მოხსენიებულნი, ევროპელი მოგზაურები "კუმანებს" ეძახდნენ მათ. აღმოსავლეთის მწერლები ყივჩაყთა ქვეყანას უწოდებდნენ "დეშთე ყიფჩაყ", ხოლო ევროპელები - "კუმანიას" თავიქალაქით - შარუკანი (ზოგი მეცნიერის აზრით ყივჩაყთა თავიქალაქი შარუკანი (შარუკ_ახანა) იყო ახლანდელი ხარკოვის ადგილას, ამ უკანასკნელის სახელწოდებაც აქედან წარმოდგებოდა).


დასავლეთისკენ ყივჩაყთა მიგრაცია დააჩქარა მონღოლთა შემოსევებმა. მათი არსებობა განსაკუთრებით ჩანს უნგრეთსა და ბულგარეთში. უნგრეთში არსებობს ოლქებიც - დიდი კუმანია და პატარა კუმანია, იქ მცხოვრებთა უმეტესობა კი პოლოცკების შთამომავალია, რომელნიც მონღოლთა შემოსევების დროს გაქცეულან იქ მე_XIII საუკუნეში.


ყივჩაყთა ყველა გვარს ჰქონდა თავისი განსაკუთრებული საბრძოლო მოწოდება ანუ "ურანი", ბრძოლასა თუ ჩხუბში გვარის წევრები ამ მოწოდებით უხმობდნენ ერთმანეთს. ისტორილ წყაროებმა შემოინახა ყივჩაყური რამდენიმე გვარი - თოხთაბაელები, დურუთაელები, ჯერსაელები.


ყივჩაყურ ენაზე დღესაც ლაპარაკობს სხვადასხვა ხალხები:


- ყივჩაყ_ბულგარები (ურალური, ურალო-კასპიური) - ბაშკირები, თათრები;

- ყივჩაყ_კუმანები (პონტო-კასპიური) - ყარაჩაი, ბალყარები, კუმიკები, ყარაიტები, ყირიმელი თათრები, ურუმები;

- ყივჩაყ_ნოღაელები (არალო-კასპიური) - ნოღაელები, კარაკალპაკები, ყაზახები, ყირგიზები.


თავის დროზე ეგვიპტის მამლუქთა სალაპარაკო ენას წარმოადგენდა ყივჩაყ-კუმანური.


ყივჩაყებს ომში არაერთგზის იყენებდნენ სხვადასხვა სამეფო თუ სახანოები. კიევის დარბევებშიც ჩანს მათი განსაკუთრებული როლი.

კიევის დარბევები მოხდა 1162, 1169, 1202, 1204, 1207 და 1210 წლებში. განსაკუთრებით მწარე ყოფილა 1204 წლის დარბევა, როცა მთავარმა როსტისლავიჩმა ხელისუფლებისთვის ბრძოლის დროს დასახმარებლად ველურ ყივჩაყებს უხმო. მათ გადაწვეს ქალაქი, დახოცეს მშვიდობიანი მოსახლეობა, გაიტაცეს ქონება და ბევრი კიეველი ბავშვებიანად ტყვედ წარეკეს ველურ ველზე.


ბრძოლის ველზე ყივჩაყი მებრძოლი ნიღბით იბრძოდა, მათი წარმოდგენით ყველა მის მიერ მოკლულს რომ არ ეცნო საიქიოს როდესაც წარდგებოდა და ამიტომ იყენებდნენ ნიღბებს.


image


1
1145
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
1145
  
13 თებერვალი, 2:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1