x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
''თქვენ გექნებათ არჩევანის საშუალება" - ბილ გეიტსი ვაქცინის შესახებ საუბრობს
image

მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისას სირთულეები შეიძლება წარმოიშვას არა მხოლოდ ვაქცინის შემუშავების ეტაპზე და შემდგომ განაწილებაზე, არამედ დაბრკოლება იქნება ვაქცინის გაკეთების მხრივაც.ამერიკელების სოლიდური ნაწილი ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს, არა და კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო მოსახლეობის 70% 80% გაივლის პროცედურას ვაქცინაციაზე, აღნიშნა ბილ გეიტსმა CNN-ის ეთერში.


"არჩევანის გაკეთების საშუალება გექნებათ: გაიკეთებთ ვაქცინას თუ არა. ეს არის ბოლო დაბრკოლება, ”- განაცხადა Microsoft- ის დამფუძნებელმა.



Reuters-მა და სამეცნიერო კომპანია Ipsos- მა მაისში ამერიკელი მოსახლეობის გამოკითხვა მოაწყო-მომავალში ვაქცინის გაკეთების შესახებ, ამერიკელთა სამმა მეოთხედმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, თუ ისინი დარწმუნებული იქნებიან საკუთარ უსაფრთხოებაში. გამოკითხულთა 40% -მა აღნიშნა, რომ ისინი გაივლიან პროცედურას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია(Food and Drug Administration) დაამტკიცებს მის ვარგისიანობას.



დაახლოებით 38% -მა განაცხადა, რომ ისინი პირველ რიგში დაელოდებიან, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინას არ გაიკეთებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.


მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელს მსოფლიოში 140-მდე პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობენ, მაინც რჩება პრობლემები, რომელიც პირველ რიგში ასოცირდება მონაცემების შეგროვებასთან, რათა დამტკიცდეს ვაქცინის არა მარტო ეფექტურობა, არამედ უსაფრთოებაც.


2021 წლის იანვრისთვის აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტი გეგმავს 300 მილიონი დოზა ვაქცინის შექმნას. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მეცნიერებს საკმარისი დრო არ რჩებათ სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფების გამოსაცდელად. გეიტსის თქმით, იმის გამო, რომ ვაქცინა სასწრაფოდ შესაქმნელია, რთული იქნება მეცნიერებისთვის, შეაგროვონ ვაქცინის ზემოქმედება სხვადასხვა პოპულაციებზე, მაგალითად, ორსულებსა და ხანდაზმულებზე, რომ საბოლოოდ დაადასტურონ ვაქცინის უსაფრთხოება და მოიპოვონ ნდობა. ბილ გეიტსი თვლის, რომ ბევრი ადამიანი გადაწყვეტს ვაქცინის გაკეთებას, თუმცა მასობრივი იმუნიტეტი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსოფლიო მოსახლეობის 70% 80% აიცრება.


ივნისის დასაწყისში, ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა განაცხადა, რომ გლობალურ ალიანსს ვაქცინებისა და იმუნიზაციისთვის (GAVI) 5 წლის განმავლობაში 1.6 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს.


თანხები გამოიყოფა მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვაქცინების მისაღებად. ფონდი აგრეთვე დამატებით გამოყოფს 100 მილიონ აშშ დოლარს კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის განაწილებისთვის, როდესაც იგი შემუშავდება.

0
474
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0