x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134634
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
თერაპიული და ორთოპედიული ვინირები, მათი განსხვავება, ჩვენებები ვინირებისთვის.

image
ვინირი
არის მასალის თხელი ფენა, რომელიც ფარავს კბილის ვესტიბულურ ნაწილს. იგი გამოიყენება კბილების ფერის, ფორმის და მდებარეობის გასწორების მიზნით.

ესთეტიკურ სტომატოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ვინირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი და მცირე ინვაზიური მეთოდი, რომელიც მიმართულია კბილის ესთეტიკის და ფუნქციის აღსადგენად.

ისტორია: პირველად ვინირების დამზადება კალიფორნიაში დაიწყო. ექიმმა Charles Pincus-მა დაამზადა კერამიკული ფირფიტები, რომლებიც დროებით მაგრდებოდა კბილებზე ჰოლივუდის მსახიობებისთვის. ყველაზე ხშირად ვინირებს იყენებდნენ გადაღებების დროს, სადაც საჭირო იყო ახლოდან გადაღებული კადრები. ფირფიტები იყო დროებითი და გადაღებების შემდგომ მათ იხსნიდნენ.

ვინირები განსხვავდება:
1)მასალის მიხედვით (აკრილური, ფაიფურის, კომპოზიციური)
2)შექმნის მეთოდით (პირდაპირი, არაპირდაპირი, კომბინირებული)
3)კბილების მომზადების ხასიათის მიხედვით (პრეპარირების გარეშე, მაგარი ქსოვილების პრეპარირებით)
4)სარგებლობის დროის მიხედვით (დროებითი, მუდმივი)

როდის უნდა მივმართოთ ვინირებას?
ყველაზე ხშირად პაციენტები მიმართავენ ვინირებას იმ შემთხვევაში, როდესაც არ მოსწონთ ბუნებრივი კბილების ფერი ან ფორმა. მაგრამ ესთეტიკური მიზეზის გარდა, ვინირება მიზანშეწონილია პირის ღრუში მიმდინარე მრავალი პათოლოგიური პროცესის დროსაც, მაგალითად: კბილის ქსოვილის ფართო კარიოზული დაზიანების; ძველი რესტავრაციების არადამაკმაყოფილებელი ესთეტიკურობის; კბილის ემალის დაზიანების, კბილების ცვეთის და სხვა შემთხვევაში.

ჩვენება ვინირებისათვის:
ძირითადად ვინირები გამოიყენება კბილის ფერისა და ფორმის კორექციისათვის.

1) ე.წ. ტეტრაციკლინის კბილები
2) კბილთა განვითარების მანკი (ე.წ. ჰიპოპლაზია)
3) არასრულყოფილი ამელოგენეზი
4) ფლუოროზი
5) ემალის ეროზია, საშუალო და მძიმე ფორმებში.
6) სოლისებრი დეფექტები, კბილის მაგარი ქსოვილების ფართო დაზიანებით, როგორც სიღრმეში ასევე სიგანეზე.
7) მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა.
8) III კლასის კარიესული დაზიანება, როდესაც დეფექტები ლოკალიზებულია, როგორც მედიალურ ასევე ლატერალურ ზედაპირებზე და მოიცავენ დიდ ზედაპირს.
9) ზედა ცენტრალურების ფორმისა და დგომის ანომალიები.
10) დიასთემის და ტრემების კორექცია.

არსებობს ვინირების კიდევ ერთი სახე – ლუმინირები. ისინი მზადდება კერამიკისგან და ვინირებისგან განსხვავდება სისქით და დაყენების ტექნოლოგიით. მათი სისქე არ აღემატება 0, 3 მმ და ამიტომ დაყენებისას საჭირო არ არის კბილების მოქლიბვა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მათ ღირებულებას და მათზე მოთხივნილებას. ლუმინირების მოხსნა ყოველთვის შესაძლებელია, იმიტომ რომ მათ ქვეშ არის ჯანმრთელი კბილები.

ვინირები იყოფა 2 ჯგუფად: თერაპიული ვინირები (კომპოზიტით ვინირება) და ორთოპედიული ვინირები (კერამიკის ვინირები).

ორივეს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები.

ორთოპედიული ვინირების უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ არ იცვლის ფერს დროთა განმავლობაში, ასევე არ იკავშირებს ბაქტერიებს, თუმცა მისი უარყოფითი მხარე არის ის, რომ მისი დამზადება და პაციენტზე მორგება არ ხდება ერთი ვიზიტის ფარგლებშ, რაც იმ პაციენტებისთის, რომლებისთისაც დრო გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს, მოუხერხებალია.


რაც შეეხება თერაპილ ვინირებს, მათ დადებით მხარეში ზუსტად ის შედის, რომ რესტავრაცია ხდება ერთი ვიზიტის ფარგლებში, რაც უფრო კომფორტული და მოსახერხებელია. ასევე მისი დამზადებისას ჯანმრთელი კბილის უფრო მცირე ნაწილი ზიანება, ვიდრე ორთოპედიული ვინირების გაკეთებისას. თუმცა იგი ადვილად იცვლის ფერს და მარტივად იკაშირებს ბაქტერიებს.

ვინირებს ისევე უნდა მოვუაროთ, როგორც ჩვენს კბილებს, უნდა დავიცვათ ჰიგიენა და 6 თვეში ერთხელ მივიდეთ სტმატოლოგთან კონულტაციაზე.

0
408
შეფასება არ არის
ავტორი:ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
ჟუჟუნა ჯაბნიაშვილი
408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0