x
ემიგრანტი თენგიზ შაუთიძე ,,პერსონა 2020" -ის ტიტულს ემიგრაციაში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მიიღებს

image
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 წარმატებულ ადამიანს პერსონას ტიტულს ანიჭებს. სხვადასხვა წლებში პროექტის ფარგლებში ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულები არიან ნანი ბრეგვაძე, მარიკა კვალიაშვილი, მანანა თოდაძე, გიორგი უშიკიშვილი, ირმა სოხაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი და სხვები. პროექტი პერსონას ტიტულით ქართველ ემიგრანტებს ემიგრაციაში მიღწეული წარმატებებისთვის აჯილდოებს, სწირედ ერთ ერთი მათგანი კი შემოქმედი ადამიანი თენგიზ შაუთიძე გახლავთ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებბში მოღვაწეობს. მისი ბიოგრაფია კი, რომელიც დაჯილდოების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ასე გმოიყურება:
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ემიგრანტ თენგიზ შაუთიძეს ქართული კულტურის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის “პერსონა 2020" - ის ტიტულზე. იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
თენგიზ შაუთიძე 1999 წლის დასაწყისში, 20 წლიანი პედაგოგიური და ცოტაოდენი სამშენებლო გამოცდილებით, ამერიკაში გაემგზავრა. ნიუ-იორკში
ჩასვლისთანავე, ისე როგორც ყველა ემიგრანტს, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში დამკვიდრება სჭირდებოდა, სამსახური სამშენებლო ფირმაში მალევე იშოვა და შეუდგა საქმიანობას. დიდი მონდომებით სწავლობდა ყველა დეტალს, რაც მშენებლობას შეეხება და 1 წელში ოსტატი გახდა. ეს რეგულარული შემოსავლის გარანტი იყო და საშუალებას აძლევდა ძირითად და საყვარელ სპეციალობაზე დაეწყო ფიქრი.
იმჟამად, ნიუ-იორკში, უკვე არსებობდა, ქართული კულტურის სახლი, " DANჩING ჩღANE" (მოცეკვავე წერო), რომელსაც სათავეში ედგა და დღესაც უდგას ამერიკელი, ქართულ ფოლკლორზე უზომოდ შეყვარებული და ფრიად პატივცემული კაცი, ბატონი ვიქტორ სირელსონი, ქართველ მეუღლესთან, ქალბატონ ლიკა ბახტურიძესთან ერთად.
2000 წლის დასაწყისში, ქალბატონმა ლიკამ, თენგიზ შაუთიძეს პატარა ქართველებისთვის ქართული სიმღერების შესწავლა შესთავაზა. იგი დიდი სიამოვნებით დათანხმდა, რადგან ეძლეოდა საშუალება ძირითად პროფესიას დაბრუნებოდა. დასაწყისშივე ნათლად დაინახა, თუ რამხელა სირთულეები ელოდა წინ. ბავშვები, რომლებიც ამერიკაში იყვნენ დაბადებულნი, მთელი დღე ინგლისურად საუბრობდნენ და ცოტა ხნით ჰქონდათ კონტაქტი ქართულ ენაზე. ისინი ნაკლებად იჩენდნენ ინტერესს ქართული სიმღერებისადმი.
ერთი პერიოდი იფიქრა, ამ საქმისათვის თავი დაენებებინა, მაგრამ არ ასვენებდა ფიქრი იმაზე, რომ პატარა ქართველები დაკარგავდნენ რაღაც ძალიან ძვირფასს, იმას რასაც ფესვები ჰქვია. ამიტომ გადაწყვიტა მაქსიმალურად მოეთმინა და მოეძებნა ის გზა, რომელიც გაუადვილებდა კონტაქტს პატარებთან. .
ამის შემდეგ აგერ უკვე 21 წელია ამ საქმეს ემსახურება, ის პირველი მოსწავლეები დღეს უკვე დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული ახალგაზრდები არიან. თენგიზ შაუთიძე ახლა უკვე ზოგიერთის შვილებს ასწავლის. ქართული კულტურის სახლმა, 2012 წელს ზუსტად ამ თაობას შესთავაზა ქართული მუსიკალური თეატრის შექმნა და ხელმძღვანელობა თენგიზ შაუთიძეს ჩააბარა. 30 მდე ახალგაზრდამ გამოთქვა სურვილი. ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო.დაიწყეს მუშაობა და ყოველ წელს პრემიერაჰქონდათ. ამჟამად მერვე დადგმაზე მუშაობდნენ, მაგრამ პანდემიამ შეუშალათ ხელი, უნდა აღინიშნოს რომ, შვიდივე წარმოდგენა გაიტანეს ევროპაში. მონაწილეობა აქვთ მიღებული შემოთავაზებულ ფესტივალებზე და ყველგან გრანპრი აქვთ აღებული. .
დღესდღეობით სხვა და სხვა ასაკის, 200 მდე სტუდენტი ჰყავთ.თენგიზ შაუთიძე მუსიკალურ სკოლას ხელმძღვანელობს. აი, რა მოგვიყვა მან: „ჩვენთან ვერ გაიგებთ ინგლისურ ენას. ძალიან მკაცრად მყავს გაფრთხილებული ბავშვებიც და მშობლებიც, რომ ქართულ სახლში, მხოლოდ ქართულად ილაპარაკონ. ყველა მშობელს ვთხოვ, რომ გააკეთონ მაქსიმუმი და ყოველ ზაფხულს ბავშვები გაუშვან დასასვენებლად საქართველოში.
მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი კაცი ვარ. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ასობით გამოზრდილი გოგო-ბიჭი მყვს. ყველა ფლობს ქართულ ენას უაქცენტოდ და ყველა წერს და კითხულობს ქართულად. ყველას ერთი სული აქვს ზაფხულში ჩავიდეს თავის სამშობლოში. მე მივაღწიე ამას და ამიტომ ვთვლი ჩემს თავს ბედნიერად. ვფიქრობ, პირნათლად მოვიხადე ვალი ჩემი სამშობლოს წინაშე. დამრჩა მხოლოდ ბოლო აკორდი და ამის შესახებ ქვევით მოგახსენებთ.
დაახლოებითი 4 წლის წინ, როდესაც რეპეტიცია მქონდა ბიჭებთან, ჩამოვარდა საუბარი მტკივნეული თემაზე, საუბარი იყო საქართველოს მომავალზე და აწყმოზე. ზუსტად მაშინ დამებადა იდეა მომეკიდა ხელი რამე ბიზნესისთვის და როგორმე ჩამედო ინვესტიცია საქართველოში.ამით მივცემდი მაგალითს ჩემს გამოზრდილ "შვილებს" და დავარწმუნებდი იმაში, რომ თურმე საქართველოშიც შეიძლება სერიოზული ბიზნესის წარმოება.დღეს უკვე ძალიან ბევრი გადაწყვიტა
წარმატებული ახალგაზრდა გვყავს ემიგრაციაში და წარმომიდგენია მათგან 30 % მა რომ იფიქროს იმაზე, თუ როგორ დააბანდოს ფული საქართველოში, რამდენად წასწევს წინ ჩვენს ქვეყანას.ზუსტად
ამ დროს შემომთავაზა ბატონმა თემურ ლომიძემ(კომპანია“ვირლანდიას“ დამფუძნებელმა) ბიზნესი, რომელმაც სერიოზულად დამაინტერესა, საქმე ეხება ისეთ პროდუქტს, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე ძალიან ძვირად ღირებულია და წარმოადგენს უნიკალურ კოსმეტიკურ საშუალებას. ეს არის სახედრის რძე. ძირეულად შევისწავლე ეს პროდუქტი, დავაფუძნე საკუთარი საწარმო „ვირუკელა“, და გადავწყვიტეთ დაგვეწყო კოსმეტიკური საპნის წარმოება. დავამზადეთ რამდენიმე ათეული ცალი და ამერიკაში საჩუქრის სახით დავარიგე. პროდუქტმა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ამის შემდეგ გადავწვიტეთ აგვეღო 40 ჰექტარი მიწა საქართველოში, სადაც სახედრის მომრავლებასთან ერთად განვავითარებთ სასოფლო სამეურნეო ბიზნესს და მზა პროდუქტს შევიტან ამერიკაში. ამჟამად პროექტი გამზადებულია და ელოდება მთავრობის გადაწყვეტილებას. ეს იქნება ქართულ-ამერიკული ბიზნესი და ვფიქრობ ბევრ ჩემს აღზრდილ ახალგაზრდას დავაინტერესებ ამით, რაც ჩემს ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას წარმოადგენს.

დიდი იმედი მაქვს მთავრობის და ღრმად მწამს იმისა, რომ მხარში ამომიდგება და დამეხმარება, რათა ბოლომდე მოვიყვანო წამოწყებული საქმე.

image

0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0