x
ცხინვალიდან რომის პაპამდე, რა გზა განვლო დიზაინერმა ფატი კახნიაშვილმა და რატომ მიიღებს ის ,,პერსონა 2020" -ის ტიტულს

image
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2020 ის 21 კაციანმა ბორდმა იმ წარმატებული ადამიანების გამოვლენა დაიწყო, რომლებსაც ამ წლის ბოლოს“პერსონას" დაჯილდოების ცერემონიაზე სფეროს განვითარებისთვის დააჯილდოვებენ.

დაჯილდების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის ჩვენი ქვეყნის 50 ადამიანს ყოველწლიურად პერსონას ტიტულს ანიჭებს. პროექტს ამ წლების განმავლობაში დაჯილდოებული ყავს ისეთი ადამიანები, როგორებიც გახლავთ ლეილა აბაშიძე, მარიკა კვალიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, თამარ სხირტლაძე, გიული ჩოხელი, ნათია არველაძე, ლაშა არსენიძე, გივი ბერიკაშვილი, გიორგი უშიკიშვილი, ირმა სოხაძე, მანანა თოდაძე, კახი კავსაძე და სხვები.

პროექტი ტრადიციულად წელსაც გამოავლენს 50 საუკეთესო ადამიანს, რომელთა შორისაც გახლავთ დიზაინერი ფატი კახნიაშვილი, იგი “პერსონა 2020" ის ტიტულზე კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის გახლავთ წარდგენილი. იგი ცნობილი მისი მთავარი ინსპირაციით ყურძნის მტევნით გახლავთ და სწორედ მტევანს იყენებს თავისივე ხელნაკეთ აქსესუარებში. მისი სმკაულები იმდენად თვალშისაცემი და განსაკუთრებული გახლავთ, რომ მასზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დომენიკ ლეტიზიამ ვრცელი სტატია დაწერა.

მისი გამოფენები გაიმართა 2019 წლის 10-13 ოქტომბრის პერიოდში იტალიაში, ქალაქ რომში, რომელიც 12 ოქტომბერს რომის ხელოვნების უნივერსიტეტში, იმჟამინდელი ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიასა და VALERIO MASSARONI-ს ორგანიზებით მოეწყო სახელწოდებით - ხელოვნებით მოყოლილი „ამბავი საქართველოზე...“ ასევე აღსანიშნავია პროექტი „ ჩემი რომაული არდადეგები“-ს ყველაზე შთამბეჭდავი 3 დღიანი გამოფენა-კონკურსი, Incingue Open Art Monti-ს გალერეაში, რომელიც იყო ორგანიზებული Monica Cecchini-ს მიერ. ამ გამოფენაზე 30 საუკეთესო თემატურ ნამუშევარს შორის საკონკურსოსდ წარმოდგენილი ფატი კახნიაშვილის მიერ შესრულებული ყელსაბამი სახელწოდებით „ამბავი საქართველოზე...“. ფატი კანიაშვილმა თავის ბრენდს სახელიც სიმბოლურად “ზელფი" შეარქვა.

image

დიზაინერისთვის ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც იყო ის როცა 2019 წელს რომის პაპ ფრანცისკეს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა ბაგრატიონების სახელობის ღვინო შემკული ჩემი ხელნაკეთი მტევნით.

image

3
234
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამი მესხი
მარიამი მესხი
234
  
18 მაისი, 13:05
წარმატებები ქ-ნო ფატი,აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნამუშევრებით.
18 მაისი, 12:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

18 მაისი, 11:39
უაღრესად ნიჭიერი ქალბატონია, ორიგინალური შემოქმედებითი ხედვით და კარგი შვილების დედა.
0 1 3