x
მეტი
  • 30.05.2020
  • სტატია:100941
  • ვიდეო:346111
  • სურათი:464438
მფლობელმა მაღაზია კარანტინის შემდეგ გახსნა, მაგრამ გასაყიდი საქონელი გაფუჭებული დახვდა, ნახეთ რატომ

თითქოს კარანტინი ბიზნესისთვის დარტყმა არ იყო, მალაიზიაში მაღაზიის მფლობელმა 2 თვის შემდეგ პირველად გახსნა მაღაზია, მთელი გასაყიდი საქონელი კი დაობებული დახვდა.

image

ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები მაღაზიიდან, სადაც ტყავის ფეხსაცმელებს, ჩანთებს, ტანსაცმელს და სხვას ობი ჰქონდა მოდებული.

მალაიზიამ კარანტინი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, 10 მაისს კი ქვეყნის ხელისუფლებამ შეზღუდვები შეამცირა, ამიტომ ბევრი სავაჭრო ობიექტი გაიხსნა.

image

ხალხის ვარაუდით მაღაზიაში ობი იმიტომ გაჩნდა, რომ ვენტილაციაც გათიშული იყო, ზოგო ხუმრობით იმასაც წერდა, რომ ობი კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, ნივთი ნამდვილად ტყავისაა თუ არა.

imageimageimageimageimageimage


ამის შემდეგ დაიდო ფოტოები კინოთეატრიდანაც, სადაც სავარძლებზეც ობია მოდებული.

imageimage

0
464
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
464
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0