x
როდის ვართ ყველაზე გულწრფელები?!

როდის ვართ გულწრფელები სინამდვილეში? მაშინ, როცა ალკოჰოლით გაჟღენთილები ვართ თუ მაშინ, როცა უბრალოდ გვინდა, რომ დაგვიჯერონ?! .. რაშია სინამდვილეში ჭეშმარიტების მარცვალი? ან რატომ ვერ ვამხელთ სიმართლეს, მაშინაც კი თუ ძალიან გვწადია მისი გაჟღერება, გვეხმარება თუ პირიქით ხელს გვიშლის ამ დროს თუნდაც ერთი ჭიქა ნაზი და მაცდუნებელი კოსმოპოლიტენი? თითქოს პასუხი არსად ჩანს.. არა, პასუხი მარტივია, მაშინ როცა სხვებს ვუყურებთ ვმსჯელობთ ფხიზლად, როცა საქმე იმ ერთადერთს ეხება, მაშინ კი ვიბნევით.. სინამდვილეში, ალკოჰოლი აძლიერებს მსჯელობის უნარს, და ბევრს გვაფიქრებს, თუ ფიქრი გიყვართ, მაშინ კიდევ უფრო ბევრს.. ადამიანები კი მისი წყალობით კიდევ უფრო ხშირად ამბობენ სიმართლეს და აძლევენ საშუალებას თავიანთ თავს გველაპარაკოს მეორე მეს სახელით, გვთავაზობენ გულწრფელ გაუფილტრავ მოსაზრებებს, ალკოჰოლი ზოგს გამბედაობას მატებს, აკეთებიებს, იმას რასაც ფხიზელი არასდროს გააკეთებდა, თუნდაც ძალიან ნდომოდა.. ხალხი გრძნობს, გრძნობებს კი აფრქვევს სადღაც ღრმად.. ასე, რომ უჩვეულოს რასაც არც ისე ფხიზელი ამბობს, ასახავს იმას, რაც ხდება ''ღრმად''.. შეყვარებული ადამიანისთვის ალკოჰოლი სიყვარულის ელექსირის მსგავსად აკეთილშობილებს?! ფრთებს ჩუქნის და რთავს ნებას ინავარდოს კუპიდის ფრთებით სათემო მიწაზე?! ალბათ ყველა სხვანაირად შეშლილები ვართ, როცა ვთვრებით.. არის თუ არა ჩვენთვის, საკმარისი ერთი ჭიქა რომ უბრალოდ დავურეკოთ, მივწეროთ, ვიფიქროთ, ბევრი შოკოლადი ვჭამოთ და მივეცეთ განცხრომას?!.. imageimage


0
94
შეფასება არ არის
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0