x
ის რაც ენდორფინებით გვავსებს - შოპინგი

მაღაზიები და მაღაზიებში სიარული ჩემთვის ბავშვობიდან სრულ ჰარმონიასთან ასოცირდებოდა, მომწონდა, როცა ვხედავდი მაღალქუსლიან, ლამაზ ფეხსაცმელში გამოწყობილ მანეკენებს, რომელთაც თავმომწონედ მოჰქონდათ თავი და მათკენ მიბიძგებდნენ.. მეც მოუთმენლად ველოდი მომენტს, როცა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოვირგებდი და მყარ, თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადავდგამდი წინ, წინ ახალი ვიტრინებისკენ.. დროდადრო ვხვდებოდი, რომ არავინ შეგიყვარებს ისე როგორც ახალი ჩანთა ან სარაფანი, რომელიც ყოველ წუთას გავსებს კომპლიმენტებით და თავბრუს გახვევს სასიამოვნო სურნელით, პლუს დაბრუნების პერსპექტივა გააჩნია.. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ის სულის წადილია, ლამაზი ფეხსაცმელი ტიტებით სავსე ლარნაკს ჰგავს.. ჩაიცვამ და ჰოპ ყველაფერი შეგიძლია.. გასაუბრებაზე მიმავალს ჟინი გემატება, გამოცდაზე მყოფს ჭკუა, კლუბში ყოფნისას ცეკვის უსაზღვრო სურვილი, სასეირნოდ გასულს კი შთაგონება და მუზა.. ალბათ ყველანი ასე ვართ, ჩვენ თავს აღვადგენთ მაშინ როცა პირისპირ ვრჩებით ჩვენი ტანსაცმლის კარადასთან, როცა ზამთარი გადის, აქამდე თავმომწონედ ყელმოღერებული ქურთუკები აღარ არიან ჩვენი მეგობრები, ისინი, რომლებიც სამუდამო მეგობრობას გვეფიცებოდნენ, ახლა გორგოლაჭებიან ნაცრისფერ კარადებში არიან გამოკეტილი.. image
თითქოს დამოკიდებულები ვართ ახალი ნივთების, ტანსაცმელების შეძენაზე და უბრალოდ არ წარმოგვიდგენია ცხოვრება ახალი ჟორსეს პერანგის ან ბარბერის ჩანთის გარეშე, თითქოს გამოსავალი არაფერში ჩანს, ან უბრალოდ არ გვინდა დანახვა?! ჭიქა ღვინოს სვამ, მერე კიდევ ორს ამატებ, ბოლოს გონებაში შენს ვალებთან ჭიდილი და შოპინგი ეჯახება ერთმანეთს, შენ თითქოს არცერთისკენ ხარ, გაქცევა გინდა, მაგრამ ისინი გიჭერენ და ჯოხიც შენზე ტყდება.. მერე ფიქრობ საჭირო იყო, კი ბოლო ფულის შოპინგში დახარჯვა?! იქნებ ჯობდა ბინის ქირა გადაგეხადა, ან მეგობრის დაბადების დღის საჩუქარი შეგეძინა?! არაა ! მანეკენის ხმა ჩაგესმის, რომელიც ისევ მისკენ გიხმობს და ამჯერად ახალ ტუჩსაცხს გთავაზობს, შენ კი როგორ გიყვარს ბრჭყვიალა ტუჩსაცხი.. ამ დროს გონებაში მილიონი წვრილმანი ეჯახება ერთმანეთს და შენც გამიზნულად კეტავ კარადას და იმარჯვებ, ვერ ხვდები ამას როგორ ახერხებ, მაგრამ იმარჯვებ.. image
ვიაროთ საყიდლებზე, ბევრიც ვიყიდოთ მაგრამ არ დაგვავიწყდეს განსაზღვრა გვჭირდება კი ეს ნივთი, იქნებ არც ისე, და ასე მარტივად გამოვრიცხოთ კონფლიქტი საკუთარ თავებთან..

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:მილიცა რუსია
მილიცა რუსია
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0