x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ექიმი ფაუჩი, რომელსაც ამერიკელები ყველაზე მეტად ენდობიან - გაიცანით "აშშ-ს ამირან გამყრელიძე"
image


აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ექიმ ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ხმა აშშ-ში დღეს ყვე­ლა­ზე სან­დო ხმად მი­იჩ­ნე­ვა. მის რჩე­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის დროს, მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნებს ფაქ­ტე­ბი­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მი­ჯვნა­ში ეხ­მა­რე­ბა.


თუ ექი­მი ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი იტყვის, ეს ნიშ­ნავს, რომ სან­დოა, ნიშ­ნავს, რომ მას უნდა და­უ­ჯე­რო, მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო.


სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი შიში და დაბ­ნე­უ­ლო­ბა ფა­უ­ჩის­თვის ახა­ლი არ არის - 30 წელ­ზე მე­ტია იბ­რძვის HIV ინ­ფექ­ცი­ის, სარ­სის, მერ­სის, ებო­ლა­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.



ფა­უ­ჩი აშშ-ში და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე უწყე­ბას ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რა­საც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში - და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრს. თუმ­ცა, მისი პერ­სო­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუს­თან მებ­რძოლ კი­დევ ერთ მე­დი­კოსს - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­საც მო­გა­გო­ნებთ.


image


ფა­უ­ჩი მო­ქა­ლა­ქე­ებს ესა­უბ­რე­ბა მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი ენით, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სა­მე­დი­ცი­ნო ლექ­სი­კით აც­ნობს.


აშშ-ის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მთა­ვა­რი ექ­სპერ­ტი და ქვეყ­ნის მთა­ვა­რი ექი­მი 79 წლი­საა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის რისკ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ასა­კი­სა, ამ რთულ პე­რი­ოდ­ში დღე და ღამე მუ­შა­ობს და მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სძი­ნავს.


სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებს, აქვს ჩარ­თვე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბას COVID-19-ზე და­უ­ღა­ლა­ვად აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას. ამას­თან ერ­თად, ახერ­ხებს იცხოვ­რობს ჯან­სა­ღად, ყო­ველ­თვის ვარ­ჯი­შობს და დროს სირ­ბი­ლის­თვი­საც გა­მო­ნა­ხავს ხოლ­მე.


ფა­უ­ჩი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის დროს ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე პრე­ზი­დენ­ტი ბრი­ფინ­გებს კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით იშ­ვი­ა­თად მარ­თავს. ასე იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ექი­მი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და რო­გორც "ალ ჯა­ზი­რა“ წერს, ამას ბოლო კვლე­ვე­ბიც ადას­ტუ­რებს.


image


ფა­უ­ჩი ბრუკ­ლინ­ში, ნიუ-იორკში შო­ბის ღა­მეს, 1940 წელს, იტა­ლი­ურ-ამე­რი­კულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და.


ის აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 1984 წლი­დან მუ­შა­ობს. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნია ახლა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის ჯგუფ­ში.


ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია რო­გორც ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი. რო­ნალდ რე­ი­გა­ნის შემ­დეგ, ის აშშ-ის ყვე­ლა პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი იყო. მას დიდი წვლი­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი HIV ინ­ფექ­ცი­ის კვლე­ვა­ში.


ექიმ ფა­უ­ჩის ად­რე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა


ფა­უ­ჩის მა­მას კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი და ფარ­მა­ცევ­ტი იყო. ბავ­შვე­ბა­ში მუდ­მი­ვად რე­ცეპ­ტებ­სა და წამ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას ეც­ნო­ბო­და. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის ბე­ბია და ბა­ბუა ან­ტო­ნი­ნო ფა­უ­ჩი და კა­ლო­გე­რა გუ­არ­დი­ნო იტა­ლი­ი­დან, სი­ცი­ლი­ის რე­გი­ო­ნი­დან იყ­ვნენ. მისი წი­ნაპ­რე­ბი მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს იტა­ლი­ი­დან ამე­რი­კა­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი კა­თო­ლი­კეა.


მან მა­ნ­ჰე­ტენ­ზე „რე­ჯის ჰაი სქუ­ლი“ და­ამ­თავ­რა და სკო­ლა­ში კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დის კა­პი­ტა­ნიც კი იყო. სკო­ლის შემ­დეგ სწავ­ლა Holly Cross-ის კო­ლე­ჯში გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც 1962 წელს და­ამ­თავ­რა და ხე­ლოვ­ნე­ბის ბა­კა­ლავ­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. ამის შემ­დეგ ფა­უ­ჩი კორ­ნე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო კო­ლე­ჯში იწყებს სწავ­ლას, სა­დაც 1966 წელს მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა, მუ­შა­ობ­და კორ­ნე­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში.


1968 წელს ფა­უ­ჩი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუტს შე­უ­ერ­თდა და 1974 წელს კლი­ნი­კუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და, 1980 წელს იმუ­ნო­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბას ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში, ხოლო 1984 წელს ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.


ექიმ ფა­უჩს ამი­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს 30 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა აქვს.


ექი­მის ოჯა­ხი


ექი­მი ფა­უ­ჩი ბი­ო­ე­თი­კოს­სა და მედ­და­ზე, კრის­ტინ გრე­დი­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა <<<



0
264
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0