x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იმედია "რუსეთუმეობას" არ დამაბრალებენ, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას მოგახსენებთ მოსწავლეებზე

image მე, რომ მოსწავლეობამ მომიწია სსრკ, როგორც სახელმწიფო სულს ღაფავდა, არც დაგიმალავთ ნებისმიერი იმპერია უნდა დაინგრეს და საბჭოთა კავშირიც უნდა დანგრეულიყო, როგორც ბოროტების იმპერია, სადაც კომუნისტური პარტია და კომკავშირლები იყვნენ პრივილეგირებულები, სიმართლის მთქმელებს კი გიჟად რაცხავდნენ და ფსიქიატრიულ კლინიკებში აწესებდნენ.
ასე ხვდებოდნენ დისიდენტები ციხეებში, ცნობილი ქართველი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, როცა იქ წამებით მოკლეს ჟურნალისტი ნაზი შამანაური თუმცა ამაზე არ მექნება ახლა საუბარი, მეტიც საუბარი მექნება მოსწავლეების ჩაცმულობაზე, რომელიც პირადად არ მომწონს.
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დისტანცია უნდა იყოს, დღეს კი თუ ასაკოვანი არაა პედაგოგი ვერ გაარჩევ რომელია მასწავლებელი და რომელი მოსწავლე.
უცნაურად შეჭრილი თმები, ღრმა დეკოლტე, ისეთი მოკლე ქვედა ბოლოები, საიდანაც ტრუსია "ამომხტარი", დახეულ-დაფხრეწილი შარვლები, საყურეები და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო.
არა, "ბნელი" ნამდვილად არა ვარ და მოსწავლეების მიმართ "ინკვიზიციის" განხორციელებას არასდროს დავუჭერ მხარს, მაგრამ თუ ზოგიერთ სკოლაში ლამაზი ფორმებით დადიან მოსწავლეები, რა იქნება იგივე ფორმის ტარება სხვა სკოლებმაც გადაიღონ?
თავისუფლება ბოდიში და ლამის ტიტველი საჯდომით სიარულს არ ნიშნავს.
შეგნებულად არ დავდებ ქართველი, გნებავთ საქართველოს მოქალაქე სხვა ერის შვილების სურათებს, თან დიდად სასიამოვნო არ იქნებოდა.
ეს რუსეთის სკოლის მოსწავლეები არიან, არც იქაა უკვე მთლიანად ფორმაზე გადასული ყველა სკოლა, მაგრამ მაინც ლამაზად გამოიყურებიან ამ ფორმებში.
ვინმე იტყვის: ბარემ წითელი ყელსახვევიც შემოიღოსო! არა, წითელი ყელსახვევი და გეორგიევსკის ბაფთა ჩემთვის იგივეა, რაც კორიდაზე მყოფი ხარისათვის თვალწინ წითელი ნაჭერი აუფრიალო.
უბრალოდ მინდა ჩემი ქვეყნის ლამაზი შვილები ბევრად უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ სასკოლო ფორმებში. დიზაინერის გამონახვა არა მგონია გაჭირდეს, თან სავალდებულო არაა სსრკ-ს დროინდელი ფორმის დაბრუნება, ბევრად თანამედროვე დიზაინის ფორმების შექმნაა შესაძლებელი.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












0
2747
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2747