x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ალფავიტს იყენებენ ქართველები და რატომ იჩემებენ სომხები, რომ ქართული ალფავიტი სომხების შექმნილია

image რუსი, ტურისტად ჩამოსული მეცნიერი ქართულ დამწერლობაზე.
"ქართველები უძველესი პერიოდიდან იყენებენ საკუთარ დამწერლობას, რომელიც მსოფლიოში არცერთ დამწერლობას არ ჰგავს.
საქართველოში ჩასულ თითოეულ სტუმარს მოვუწოდებ და ვურჩევ შეისწავლონ ქართული ალფავიტი, რომელიც სულ 33 ასოსაგან შესდგება, ის არაა რთული, ყველაფერი იკითხება ისე, როგორც იწერება. ქართული ანბანი მკაფიოა და იკითხება იმავე ხმით, როგორსაც იმსახურებს ეს ენა.
ქართულად წერისას, პრაქტიკულად შეუძლებელია დაუშვა შეცდომა, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს, ამ ალფავიტზე სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ის უნიკალურია მსოფლიო ალფავიტებს შორის.

Мэ гадмовцурав згвас - я переплыву море (строка из популярной песни Иракли Чарквиани).

წარწერა მაისურზე-მე გადმოვცურავ ზღვას, ასეთი წარწერაა წითელ მაისურზე. ეს სტროფი ცნობილი ქართველი მომღერლის-ირაკლი ჩარკვიანის სიმღერიდანაა.
ქართული ალფავიტი ადვილი სასწავლია, ის არაა "ჩახლართული" სხვა ალფავიტებივით, ქართველები ამბობენ, რომ მათი დამწერლობა ვაზის მტევანივითაა.
მე ერთ თვეში ვისწავლე ქართული ალფავიტი საქართველოში ყოფნისას, იმდენად მარტივად გასაგები და აღსაქმელია ეს დიდებული დამწერლობა.
მართალია ქართველების მეზობლები, სომხები თვლიან, რომ ქართული ალფავიტი სომხების შექმნილია და მის შექმნას მესროპ მაშტოცს მიაკუთვნებენ. მართალია მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ალფავიტი, სომხური დამწერლობა, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მსოფლიოში, რომელიც დაადასტურებდა, ქართული ალფავიტის შექმნას მის მიერ.
ქართული ალფავიტის შექმნის თარიღის დადგენა ძნელია, იერუსალიმში ერთერთ ტაძარში ნაპოვნი ქართული ნაწერი, რომელიც ჩვენს ერაში მეხუთე საუკუნით თარიღდება და ის დაწერილია ასომთავრულით.
დღეს ქართველები არ იყენებენ ასომთავრულს, ისინი იყენებენ მხედრულ დამწერლობას (მხედარი ნიშნავს ცხენზე ამხედრებულ პირს, მებრძოლს), ასომთავრულის შემდეგ ქართველები იყენებდნენ ხუცურ ანბანს, რომელიც დღესაც გამოიყენება საეკლესიო ხატწერაში.
ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ სამყაროში ღვთისმშობელი მარიამის წილხვედრად მიიჩნევენ.
საქართველოში წმინდა მარიამის და წმინდა გიორგის ხატების სიმრავლეა, რომლებზეც ნუსხურ ალფავიტზე დაწერილი სიტყვებია.

ვინც ვერ გაიგო, მათთვის განვმარტავ, რომ ქართველებს აქვთ სამი განსხვავებული ალფავიტი, მსგავსი რამ მსოფლიოში არცერთ ერს არა აქვს.
მსოფლიოში უამრავი ერი და ხალხია, რომლებსაც საკუთარი ალფავიტი საერთოდ არა აქვთ და ამ დროს წარმოიდგინეთ, პატარა, მაგრამ უდიდესი წარსულის მქონე ქართველ ერს სამი ალფავიტი გააჩნია.
ლათინურზე, კილილიცაზე და არაბულ ალფავიტზე წერენ მთელი რიგი ერები.
თავად ქართველები ამბობენ, რომ მათი უნიკალური დამწერლობა ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ეკუთვნის, და თარიღდება ჩვენს წელთააღრიცხვამდე ორი საუკუნით ადრე, რასაც მათი მეზობელი სომხები არ ეთანხმებიან.
თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, არცერთი მტკიცებულება სომხურ მხარეს არ გააჩნია და საერთოდ, ბოლო პერიოდში სომეხმა ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა იმდენი რამე "მიისაკუთრეს" და "მიიწერეს", ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ მათ მტკიცებებს უკვე ღიმილით უყუებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერები.
მე როგორც ენათმეცნიერი ვთვლი, რომ ქართული ალფავიტი მთელ კავკასიაში შეიძლება, კავკასიელ ეთნოსებს შორის იდეალურად იქნას გამოყენებული".

0
653
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
653