x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
სხვაობა ბელადსა და ლიდერს შორის

ბელადობა არის სახელისუფლებო ურთიერთობის ისეთი ტიპი რომელიც ემყარება, პირად ბატონობას და უმაღლესი ხელისუფლის მიმართ ერთგულებას. იგი ტიპიურია ტრადიციული, კვაზიტრადიციული, იდეოლოგიზირებული, თეოკრატიული, მკაცრად ცენტრალიზირებული, ავტორიტარული და ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის. ასეთ საზოგადოებაში აკრძალულია ყველაფერი რაც ნებადართული არაა ბელადის მიერ. მისი ხელისუფლება უსაზღვრო და უკონტროლოა. ბელადი წარმოადგენს ქარიზმას და მას ხშირად მიაწერენ განსაკუთრებულ უნარებს. (მაგ. მომავლის ცოდნას) მისი სიკვდილის შემდეგ კი მისი მემკვიდრეები მოქმედებენ მისი სახელით. ბელადობის გარეგანი გამოვლინებაა კლიენტიზმი, ნეპოტიზმი და ტრაიბალიზმი. პოლიტიკური სისიტემა აქ მოქმედებს სახელისუფლებო კლანების სახით, ურთიერთობაში კლიენტი-პატრონი. ბელადობა ძირითადად ემყარება პატრიარქალურ გვაროვნული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. იგი ეფუძნება რელიგიური ან სამხედრო ბელადის პირად ბატონობას. მთავარი განსხვავება კი ლიდერსა და ბელადს შორის ისაა, რომ ბელადობა ემყარება მოქალაქეთა კომფორმიზმსა და აქ არ არის გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები. ლიდერი კი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს და ეს ურთიერთობა დამყარებულია მოქა-ლაქეთა გაცნობიერებულ ინტერესებზე. ლიდერი წარმოადგენს პიროვნებას, რომელასაც გააჩნია მრავალი სასარგებლო თვისებები, რომლის წყალობითაც იგი აკმაყოფილებს საზოგადოების ინტერესებს და ხდის მას პროდუქტიულს. მას აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ცხადია ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. ლიდერის ავტორიტეტი იმას ეფუძნება, რომ გააერთიანოს სხვები ზოგადი მიზნის მიღწევისათვის.

ლიდერობა და ბელადობა ფსიქოლოგიურადაც განსხვავებულია. ბელადის მომხრეები ყოველთვის ბელადს იღებენ ავტორიტეტად. ბელადი არ უშვებს მის მომხრეთა დამოუკიდებელ განაზრებებს. ლიდერი კი პირიქით, მისი არსებობა შეუძლებელი არის თუ არსებობს გაუცნობიერებელი მხარდაჭერა, მოქალაქეებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ ლიდერის მიზნები და პროგრამები.

0
158
7-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0