x
ისწავლეთ დაინახოთ სხვების უნარები, შესაძლებლობლები და შეხედულებები
მოდით განვიხილოთ ერთი მასწავლებელი ქალის ისტორია, რომელიც საჭიროებდა გონებრივი მხედველობის კორექტირებას. ის იყო ერთდროულად ახლომხედველიც და შორსმხედველიც. მას არ შეეძლო დაენახა თავისი მოსწავლეების არც აშკარა უნარები და შესაძლებლობები, არც მათი პერსპექტივები, არ შეეძლო შეეფასებინა და მათი შეხედულებები. ნებისმიერმა დიდმა, ისევე როგორც არცთუ დიდმა პიროვნებამ რაღაცით უნდა დაიწყოს. არავინ არ იბადება თავიდანვე გენიალური და ყოვლისმძლე. რამდენი დიდი ადამიანი ვიცით, რომელთაც ცხოვრების გარკვეულ პერიოდში საკმაოდ სულელებად მიიჩნევდნენ. წარმატებისკენ წინსვლას ისინი ხშირად იწყებდნენ მხოლოდ მაშინ, როცა თავის თავს აზლევდნენ დადებით ფსიქოლოგიურ განწყობას და ეუფლებოდნენ თავისი უნარების შეფასებისა და მკაფიო მიზნების დასახვის უნარს და აი ერთხელ გამოჩნდა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მისი მასწავლებლის აზრით, იყო “საშუალო თავცარიელი რეგვენი“. ის იჯდა და ჩუმად ხაზავდა რაღაცას თავის გრიფელის დაფაზე, აქეთ–იქით იყურებოდა, ასმენდა, რას ამბობენ სხვები, სვამდა “უაზრო კითხვებს“ და სურვილი არ ჰქონდა ეპასუხა მასწავლებლის კითხვებზე დასჯის მუქარითაც კი. მას უწოდწს “სულელი“ ის იყო ყველაზე ცუდი მოსწავლე კლასში.

ამ ბიჭს ჰქვია ივანე. მისი ბიოგრაფია განსაკუთრებით საინტერესოა. დაწყებით სკოლაში სამი თვეც კი არ უსწავლია. მასწავლებლები და თანაკლასელები მას რეგვენად თვლიდნენ. მაგრამ მან ერთხელ დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა გამოიყენა და გახდა განათლებული და ნიჭიერი ადამიანი, დიდი გამომგონებელი, ათასზე მეტი გამოგონების ავტორი სხვადასხვა სფეროებში.

აი რა მოხდა. ის დედას მოუყვა თავისი მასწავლებლის სასკოლო ინსპექტორთან საუბრის შესახებ, რომელშიც მასწავლებელმა მას “გაფუჭებული“ უწოდა და თქვა, რომ არანაირი აზრი არ აქვს მის სკოლაში გაჩერებას. დედამ ხელი მოკიდა ბიჭს, მასთან ერთად წავიდა სკოლაში და იქ ხმამაღლა განაცხადა, რომ მისი შვილი ივანე უფრო ჭკვიანია ყველა ერთად არღებულ მასწავლებელზე და ინსპექტორზე.

პატარა ივანე ამბობდა, რომ არასოდეს უნახავს ისეთი თავდადებული და მებრძოლი, როგორიც დედამისია. ამ მომენტიდან თვითონ ის მკვეთრად შეიცვალა.


–დედამ იმ მომენტში ისეთი გავლლენა მოახდინა, –იგონებდა შემდგომ ივანე, რომლის განცდასაც ვაგრძელებ მთელი ჩემი ცხოვრება. ის ყოველთვის არის ალერსიანი, კეთილმოსურნე, ჩემი კარგად ესმის ყოველთვის და არასოდეს მკიცხავს.

დედისეულმა რწმენამ ვაჟიშვილი ივანე აიძულა სხვაგვარად შეეხედა თავისი თავისთვის. დედამ წააქეზა იგი იმაში, რომ თავისი განწყობა შემოებრუნებინა დადებითი ფსიქოლოგიური განწყობით შემდგომი სწავლისთვის. ამან ივანეს საშუალება მისცა ახლებურად შეეხედა ბევრი რამისთვის, შეემუშავებინა და ცხოვრებაში განეხორციელებინა ბევრი გამოგონება მთელი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. შესაძლოა მასწავლებელმა ვერ დაინახა გამომგონებლის მომავალი, ვინაიდან მას არჰქონია ბიჭის დახმარების სურვილი. ასეთი სურვილი ჰქონდა ივანეს დედას. ჩვეულებრივ ჩვენ ვხედავთ იმას, რისი დანახვაც გვინდა.

ისმენდე სულაც არ ნიშნავს გამოავლინო ყურადღება ან ინტერესი. ამისთვის საჭიროა უსმენდე.

მოვიყვან ერთ მაგალითს და დავინახავთ, ამ მაგალითიდან რა დასკვნების გაკეთება შეიძლება საკუთარი თავისთვის.

დოქტორმა როი პლანკეტმა დიუპონის კონცერნის ქიმიურ ლაბორატორიაში ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც არ გაამართლა. სინჯარა, რომელშიც ნივთიერებები შეერია ერთმანეთს, ცარიელი აღმოჩნდა. ქიმიკოსს ეს უცნაურად მოეჩვენა და თავის თავს შეეკითხა. “რაშია საქმე?“ მან არ გადადო სინჯარა, როგორც მოიქცეოდნენ სხვები ასეტ შემთხვევაში, არამედ აიღო და აწონა. გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ სინჯარა უფრო მძიმე გახდა და დოქტორმა პლანკეტმა ისევ დაუსვა თავის თავს კითხვა. “რაშია აქ საქმე?“

ეძებდა რა პასუხს ამ კიტხვაზე, მან აღმოაჩინა საოცარი გამჭირვალე ნივთიერება ტეტრაფტოლეთინელი, ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, ტეფლონი. კორეის ომის დროს აშშ–ს მთავრობამ დიუპონთან გააფორმა კონტრაქტი მის მიერ წარმოებულ მთელ ტეფლონზე.

როდესაც თქვენ ეჩეხებით რაღაც გაურკვეველს, შეეკითხეთ საკუთარ თავს . “რაშია საქმე?“ დააკვირდიტ გაუგებარ მოვლენას. მან შეიძლება დიდ აღმოჩენამდე მიგიყვანოთ.

შეეკითხებით რა საკუთარ თავს და სხვებს იმის შესახებ, თუ რა გაგვირვებთ, თქვენ შეგიძლიათ დიდი მოგება ნახოთ სწორედ ასეთო გზით მოხდა უდიდესი აღმოჩენა.

ახალგაზრდა ინგლისელი მამაკაცი არდადეგების დროს ისვენებდა თავისი ბებიის ფერმაში. იწვა რა ზურგზე ვაშლის ხის ძირში, ფიქრებში გაერთო. ხიდან ვაშლი ჩამოვარდა. ამან ახალგაზრდა ადამიანი დააინტერესა. იგი ხომ უმაღლეს მატემატიკას სწავლობდა.

–რატომ ვარდება ვაშლი დაბლა? –შეეკითხა თავის თავს სტუდენტი. –ეს მიწა ვაშლს თავისკენ იზიდავს? თუ ვაშლი იზიდავს თავისკენ მიწას? რა ძალები მოქმედებენ აქ?

ისააკ ნიუტინმა გონება დაძაბა და აღმოჩენა გააკეთა. ხედავდე შინაგანი მხედველობით –ნიშნავს იფიქროთ. ასეთი გზით მან იპოვა პასუხები თავის კითხვებზე. დედამიწა და ვაშლი ურთიერთ იზიდავენ ერთმანეთისაკენ. ერთი მასის მეორისკენ მიზიდულობის კანონი მთელ სამყაროში მოქმედებს. ნიუტონმა აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი თავისი დაკვირვებულობისა და მისწრაფების წყალობით ახსნა მოძებნა იმისთვის, რასაც აკვირდებოდა.

აი კიდევ ერთი შემთხვევა, თუ როგორ იძლევა დაკვირვება და მისგან გამომდინარე დასკვნები ბედნიერებას და სიმდიდრეს. ნიუტონი კითხვებს აძლევდა თავის თავს. სხვა ადამიანი რჩევას იღებდა სხვებისგან.

დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა, შრომის სიხარული,

სიყვარული და ადამიანების მსახურება ყველაზე დიდი ფასეულობაა წინ წარმატებისკენ წარმატებები ყველას ყველა მიმართულებით



0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია ჯიჯიეშვილი
თათია ჯიჯიეშვილი
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0