x
აღდგომა და ჭონაზე სიარული
ძველ ქართულ ტრადიციაში, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სააღდგომო განწყობის შესაქმნელი მილოცვა, რომწლსაც ჭონაზე სიარული ერქვა. ეს არის “შემოვლითი შემოლოცვის“ ერთგვარი რიტუალი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის ახალგაზრდები და ბავშვები ასრულებდნენ, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს ან აღდგომა დღეს. ამის დასტურია სარიტუალო სიმღერის შემდეგი სტრიქონები.

“ქვემოთ ქართლიდან წამოველ, შემოვიარე დვირიო, აწყვრამდის უზმო ვიარე, იქ დავიბანე პირიო, ნინომ რომ კვერცხი შეღება, ის არის შობის პირიო“.

ჭონაზე მოსიარულენი სოფელ–სოფელ კალათებით დადიოდნენ. მათ სხვადასხვა სურსათ–სანოვაგით ასაჩუქრებდნენ. არსებობს ამ წეს–ჩვეულების ამსახველი ძალიან ცნობილი სტროფი, რომელსაც სხვა შემოვლითი რიტუალების დროსაც ასრულებდნენ.

“ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავკარ კალათასა, დედი, კვერცხი გამოიტა, ღმერთი მოგცემს ბარაქასა“.


“ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე, ვერხვი ვერხვსა ეხვეოდა, ყველა წმინდა ღვთისმშობელი სულ ამ ოჯახს ეხვეოდა“.

“სიცოცხლე და დღეგრძელობა სულ თქვენს ოჯახს ეხვეოდა“.

“ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ! მადლი მახარობლისაო!“

“ჩიტი ღობეზე შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა, ღმერთმა მრავალსა დაგასწროთ აღდგომა ქრისტეს–შობასა!“ ნიკო ფიროსმანი “სააღდგომო სუფრა“ნიკო ფიროსმანი “სააღდგომო სუფრა“


დავაბრუნოთ მივიწყებული ტრადიციები!

მრავალ აღდგომას დაგასწროთ ღმერთმა ჩემო საყვარელო ადამიანებო



0
163
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ჯიჯიეშვილი
თათია ჯიჯიეშვილი
163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0