x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
2011 წელს იაპონიაში მომხდარი საოცარი ისტორია, იქნებ მაგალითად გამოგვადგეს..- თამაზ ყარაგვეზაშვილი

image


"..... ვინც არღვევს თვითიზოლაციას, უჭირს მასზე დაკისრებული რაიმე მოვალეობის შესრულება, რომელიც შეიცავს მისთვის ან საზოგადოებისთვის საშიშ ქმედებას დღევანდელ სიტუაციაში, გამოწვეული კორონა ვირუსის მიერ, ასეთი ადამიანებისთვის მინდა მოვყვე ძალიან მოკლედ ერთი ისტორია, რომელიც მოხდა საოცარ ქვეყანაში, იაპონიაში...




..გაიხსენეთ 2011 წლის დამანგრეველი, 9, 1 მაგნიტუდის მიწისძვრა და მას შემდეგ მომხდარი ცუნამი, რომელმაც მრავალი ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა..ამ ყველაფერთან ერთად დადგა საშიშროება მთელი მსოფლიოს წინაშე..მოსალოდნელი იყო ფუკოშიმას ატომური ელექტრო სადგურის აფეთქება..ეს იყო უდიდესი საფრთხე კაცობრიობის წინაშე..




..და რაც ართულებდა სიტუაციას ის იყო რომ ვინც მიიღებდა ატომური რეაქტორის გამორთვაში მონაწილეობას მისი დაღუპვა გარდაუვალი იყო უდიდესი რადიაციული გამოსხივების გამო..მხოლოდ 15 წუთი შეძლებდა მუშაობას...





..და წარმოიდგინეთ, მოხალისეთა რიგი დადგა..ძალიან ბევრი გამოდგა მსურველი გადაერჩინა თავისი ერიც და ბუნებაც..უნდოდათ დაემტკიცებინათ რომ იაპონელები გმირი ხალხია...




ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნაოტა კან-მა მიმართა შერჩეულ 50 მოხალისე მეცნიერ-მუშაკს:"თქვენ ხართ უკანასკნელი იმედი ჩვენი ქვეყნისა და მთლიანად მსოფლიოსი..მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის გაკეთება.."...და მართლაც მათ შეძლეს რეაქტორის გაჩერება თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ....მათი სახელები უკვდავია..



...დღეს ერთ მუჭა საქართველოს მოსახლეობას საფრთხე დაუდგა, უჩინარი მტრის სახით რომელსაც კორონავირუსი ქვია..



..მხარში დავუდგეთ გმირ ექიმებს, პოლიციელებს, ჯარს და უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს საზოგადოება გადაარჩინოს, გამოჯანმრთელოს..


..ვიბრძოლოთ ერთად ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხებისთვის..იაპონელებმა თუ სიცოცხლე გასწირეს ქვეყნისთვის, ნუთუ ჩვენ უბრალოდ სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ შევძლეებთ?..." - წერს დედოფლისწყაროელი სპორტსმენი და მწვრთნელი თამაზ ყარაგვეზაშვილი

0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0