x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
24 მარტს ცეცხლოვანი და მოულოდნელობებით აღსავსე ახალმთვარეობაა - რა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
image


ხვალ გვექნება ახალმთვარეობა ვერძის მეხუთე გრადუსში. მთვარის პირველი დღე დაიწყება 24 მარტს 13:28 საათზე და გასტანს 25 მარტის 8:16-მდე, საკმაოდ ხანგრძლივი პირველი დღეა, ასე ხშირად არ ხდება. როცა ახალმთვარეობა ხვდება ვერძის ზოდიაქოში, ის მიგვითითებს, რომ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა გამოვავლინოთ მამაცობა, შეუპოვრობა, დავიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება, ავირჩოთ ახალი გზები, ვიყოთ ლიდერები, გავჭრათ ახალი გზები. ახალმთვარეობამდე გვექნება მთვარის ოცდამეათე დღე. ის ყოველთვის არ დგება. ახალმთვარეობამდე რამდენიმე საათით (4-5 საათით) ადრე აპატიეთ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს და მადლობა გაუგზავნეთ იმ ადამიანების, ვისაც ამ მთვარის თვეში შეხვდით, იყავით მადლიერნი იმ მოვლენებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა, რადგან ისინი გჭირდებათ (კარგიც და ცუდიც) ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის, ზრდისა და განვითარებისთვის.


23 მარტს გვექნება მთვარის ოცდამეცხრე დღე. ეს საკმაოდ მძიმე დღეა. მიჩნეულია, რომ ამ დღეს გროვდება მთელი მთვარის თვის ნეგატივი, რათა "დაიწვას" და ადგილი გაუთავისუფლოს ახალს და კარგს. ამიტომ, ამ დღეს იყავით მაქსიმალურად მშვიდი, მოწესრიგებული.



ახალმთავრეობა უერთდება ლილიტს. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, არ ავყვეთ ცდუნებებს. დააკვირდით საკუთარ თავს, უარი თქვით ნეგატიურ ქმედებებზე და ენერგია პოზიტიური საქმეებისკენ მიმართეთ. უნდა დათრგუნოთ აგრესია, არ იმოქმედოთ უარყოფით ემოციებს აყოლილმა. ამასთანავე, ახალმთავრეობის წერტილს უერთდება ქირონიც, რომელიც გვაძლევს საშუალებს, ევოლუციის მაღალ საფეხურზე გადავინაცვლოთ, ვიყოთ ბრძენები. გარდა ამისა, 30 მარტამდე მარსი, ვერძის მთავარი მმართველი პლანეტა, ისევ თხის რქაშია. უნდა იყოთ მეტად გააზრებული, დაბრძენებული, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე. მიზანმიმართულები კონკრეტულ, მთავარ წერტილზე. დაგეგმეთ და დინჯად მიუახლოვდით მიზანს.


ვისზე იმოქმედებს ახალმთვარეობა: პირველ რიგში ცეცხლოვან ნიშნებზე: ვერძი (განსაკუთრებით 22-28 მარტის შუალედში დაბადებულებზე), ლომი (24-30 ივლისი), მშვილდოსანი (23-29 ნოემბერი). აგრეთვე, კირჩხიბზე (23-29 ივნისი), თხის რქასა (23-29 დეკემბერი) და სასწორზე (24-30 სექტემბერი), ამ უკანასკნელებს არ გირჩევთ, რომ გაექცეთ სირთულეებს, დიპლომატიურად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულში ისევ დაგიბრუნდებათ მათი მოგვარების შანსი, მაგრამ დაბნელებების გამო, უფრო გართულდება.



image


ახლა ვნახოთ, რა ელის თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს მთვარის ამ თვეში:


  • ვერძი

თქვენი მმართველი პლანეტა მარსი შეერთებაში იქნება იუპიტერთან (ეს არის დიდი შესაძლებლობები) და პლუტონთან (ძალა). ამიტომ, დაფიქრდით, სად გსურთ მიმართოთ თქვენი ენერგია. აქტიურად იმოქმედეთ თქვენთვის ახალ საქმიანობაში. აკონტროლეთ აგრესია, სიფიცხე. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, მაგრამ არა ცუდ საქმეებში. გამონახეთ დრო სტილისა და იმიჯის შესაცვლელად.


  • კურო

ჩამოყალიბდით, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რა განიჭებთ სულიერ სიმშვიდეს. უმჯობესია, ეს მთვარის თვე დასვენებას, შინაგანი ძალების აღდგენას დაუთმოთ. მეტად განმარტოვდით. შეგიძლიათ გამოიჩინოთ ქვემოქმედება. ზოგიერთი ახალ შემოქმედებით იდეებს განახორციელებს. თუ შორს ხართ ხელსაქმისგან, ვირტუალურად დატკბით მუზეუმების, სილამაზეების თვალიერებით.


  • ტყუპი

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები - როგორ ხედავთ თქვენს თავს მომავალში. გახშირდება ონლაინ კონტაქტები, ზოგიერთი ახალ თანამოაზრეებს გაიჩენს, ახალ ტექნოლოგიებს აითვისებს. შეიძლება დაინტერესდეთ ასტროლოგიითაც. კარგია ახალი ცოდნის მიღება თანამედროვე სტილით (ონლაინ). თუ გაქვთ იდეა, რომელსაც სოციალური ქსელებით განახორციელებთ, გააქტიურდით.


  • კირჩხიბი

მეოჯახე კირჩხიბებს ვურჩევთ, ჩამოწერონ სამომავლო გეგმები, პროფესიულ სფეროში. შანსი მოგეცემათ, რომ დაწინაურდეთ ან თქვენი ბრენდი დააფუძნოთ, თუ უკვე გაქვთ ასეთი, მის პოპულარიზაციაზე იზრუნეთ. თქვენ ემოციურად კარგად გრძნობთ გარშემო არსებულ სიტუაციას. ეცადეთ, მეტად ენდოთ ინტუიციას, იყოთ ჰარმონიული და მიზანიმართული პროფესიულ წარმატებაზე. სასურველია, მხოლოდ ერთი კი არა, რამდენიმე კარგად ჩამოყალიბებული გეგმა გქონდეთ.


  • ლომი

მშვიდად შეხვდით აკრძალვებსა და ნებართვებს. ყველაფერი თქვენს სასიკეთოთ კეთდება და ნუ გაჯიუტდებით. კარგი თვეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, სულიერი ზრდისთვის. გამონახეთ საკუთარ თავში ახალი რესურსები და ძალები, რათა სიახლეებს მარტივად აუღოთ ალღო და გაფართოვდეთ, განვითარდეთ. იყავით აქტიური, თუ მოინდომებთ, მარტივად მოაგვარებთ უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებულ საკითხებს, იურიდიულ თემებს, საიმიგრაციო საკითხებს. თავადაც გაგიკვირდებათ, როცა დაინახავთ, რომ ონლაინაც შეიძლება ყველაფრის მოგვარება, ინფორმაციების მიღება, სწავლა და ა.შ.


  • ქალწული

დაკვირვებას ითხოვს ფინანსური საკითხები. განსაკუთრებით, თუ სხვის თანხებს განაგებთ. აგრეთვე, მემკვიდრეობა, დაზღვევა და კრედიტები. იყავით დაკვირვებული ფულის დაბანადების, ინვესტიციის დროს. ნუ შეუშინდებით კრიზისსა და შეფერხებას, თქვენ საკმარისი გონიერება და ძალა გაქვთ, რომ ლავირება მოახდინოთ რთულ სიტუაციაში და გამარჯვებული გამოხვიდეთ რთული სიტუაციიდანაც კი.


  • სასწორი

ჰარმონიული კავშირი უნდა დაამყაროთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ, მოგებაზე იყოთ ორიენტირებული. კარგ შედეგს მოგიტანთ საქმიანობა, რომელიც კონსულტირებასთანაა კავშირში. აგრეთვე, კარგია საკუთარი თავის განვითარება და ახალი კლიენტების მოძიება. ზოგიერთი ხანგრძლივ და სარფიან საქმიან ხელშეკრულებებს გააფორმებს.


  • მორიელი

თქვენ ხართ ნიშანი, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში კარგად მოქმედებს, ავლენს ლიდერის თვისებებს და ექსტრემალური სიტუაციიდან თავადაც უვნებელი გამოდის და ხალხსაც გადაარჩენს. თქვენ საკმარისი ძალა გაქვთ და სწორედ ახლა უნდა გამოიყენოთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან, არაფრისმომცემი ვალდებულებებისგან. ეცადეთ, მუშაობაში მეტად გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები.


  • მშვილდოსანი

შემოქმედებითი მთვარის თვე დაგიდგათ. უამრავი იდეის განხორციელებას შეძლებთ. მიაქციეთ ყურადღება თქვენს საყვარელ ადამიანებს. განსაკუთრებით, ბავშვებს. თავადაც უნდა იყოთ ბავშვი, იმხიარულეთ მათთან ერთად. შინ შეგიძლიათ საოჯახო თეატრიც კი მოაწყოთ. კარანტინის გათვალისწინებით, მოაწყვეთ ვირტუალური წვეულებები. ყურადღებას ითხოვს თქვენი რომანტიკული კავშირი. შეგიძლიათ მეორე რომანტიკული თვე მოიწყოთ. მარტოხელებს კი ვირტუალური რომანტიკული ნაცნობობა ელით.


  • თხის რქა

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახურ საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. გაერიდეთ სამსახურის საქმეებს და ცოტა მეტი იფიქრეთ ოჯახურ სიმყუდროვეზე. მეტი დრო გაატარეთ დედის გვერდით.


  • მერწყული

ვირტუალური ურთიერთობები გახშირდება. ეს შეიძლება იყოს საქმეების წარმოებაც და ახალი ინფორმაციების, ცოდნის მიღებაც. არ გაგიკვირდეთ, თუ დღეში უამრავ ადამიანთან მოგიწევთ კონტაქტი. ეცადეთ, გააქტიურდეთ საკუთარი საქმიანობის წინ წაწევისთვის. გაუკეთეთ თქვენს საქმიანობას რეკლამა, გააპიარეთ საკუთარი თავი, თქვენი ცოდნა. კარგი თვეა ახალი კლიენტების მოსაზიდად.


  • თევზები

ამ მთვარის თვეში თქვენი მთავარი მიზანი არის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიება. გამონახეთ ახალი გზები, დაიპყარით ახალი ჰორიზონტები. პირველ რიგში დაფიქრდით, რითი შეიძლება იყოთ სასარგებლო გარშემო მყოფებისთვის და რა სარგებელი შეგიძლიათ მიიღოთ ხალხისგან. თუ იცით, რომ ღირებული ადამიანი (კადრი, სპეციალისტი) ხართ, დააფასეთ საკუთარი თავი და ფასიც აიმაღლეთ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ საქმიანობა, რომელიც ერთჯერადად კი არა, უწყვეტადად მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს, სწორედ იმ სფეროში, რაც მერე ფასში მოიმატებს. შეიძლება ისეთი ნივთები შეიძინოთ, რაც მომავალში კომფორტსა და ჰარმონიას შეგიქმნით და, რაც მთავარია, შეიყვარეთ საკუთარი თავი, სულ სხვებზე ნუ ხართ გადაყოლილი.



ასევე ნახეთ:


ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი


2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
2433
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0