x
მეტი
  • 04.04.2020
  • სტატია:100937
  • ვიდეო:345646
  • სურათი:463667
ცხოვრებისეული გაკვეთილების პლანეტა ნიშანს იცვლის - მსოფლიოს და ზოდიაქოს ნიშნებს რადიკალური ცვლილებები ელით, რომელიც მინიმუმ 3 წელს გასტანს
image


სატურნს უმეტესობა ბოროტ პლანეტად მიიჩნევს, მაგრამ ნუ ვიქნებით მკაცრები შეფასებაში, სატურნი არის პასუხისმგებლობის მასწავლებელი პლანეტა, რომელიც თუ კარგად მოიქცევით, დაგაჯილდოებთ. სატურნი იუპიტერი არაა, რომ საჩუქრები გამოგიგზავნოთ, სატურნი მოითხოვს და ხანდახან გვაიძულებს კიდეც, რომ თავდაუზოგავად ვიმუშაოთ. სწორედ ამის გამო არ უყვართ იგი. სატურნი არის დისციპლინის, პასუხისმგებლობის, წესრიგისა და კანონის პლანეტა. მას აქვს თავისი პირობები, თუ წესრიგი არ გაქვთ ოჯახში, სატურნი დაანგრევს მას, თუ ჯანმრთელობას არ აქცევდით ყურადღებას, ან არაჯანსაღი ცხოვრების წესი გაქვთ, სატურნი გაიძულებთ, რომ მიმართოთ ექიმს, შეიცვალოთ ცხოვრების წესი. თუ კანონი დაარღვიეთ, სატურნი კანონის მხარეს იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის არის შეზღუდვაც, საზღვრებიც.


23 მარტს სატურნი მერწყულის ზოდიაქოში გადადის. მერწყული არის ჰაერის ნიშანი, იგი ჯერ არ გადასულა და უკვე შეზღუდვა დაწესდა ავიაფრენებზე. სატურნი მერწყულში რეტროგრადულ ფაზაში გადასვლამდე დარჩება - ანუ 2 ივლისამდე (შემდეგ დაბრუნდება თხის რქაში, რათა მოაგვაროს დაწყებული საქმეები და 18 დეკემბერს გააგრძელებს სწორ სვლას მერწყულში და კაი ხნით დარჩება იქ, უფრო კონკრეტულად, 2023 8 მარტამდე), ასე რომ სავარაუდოდ, საზღვრები და საჰაერო ფრენები ამ პერიოდამდე იქნება შეზღუდული.


რაც შეეხება ეკონომიკურ სიტუაციას, კრიზისული პერიოდი შეიძლება დეკემბერშიც განმეორდეს და 2023 წლამდე მოვუნდეთ სიტუაციის დალაგებას



მერწყულის ნიშნის ქვეშაა რუსეთი და ალბათ სხვებთან შედარებით უფრო მძაფრად იგრძნობს ფინანსურ კრიზის, რადგან შეზღუდვის პლანეტა იქნება რუსეთის მფარველ ნიშანში. ბოლოს სატურნი მერწყულში 1991 წლის 6 თებერვალს გადავიდა და სამი წელი დარჩა. როგორც გახსოვთ, ეს იყო ფინანსური სირთულეებით აღსავსე პერიოდი რუსეთისთვის. ახლა სირთულეები ნაკლები იქნება, რადგან წლის ბოლოს სატურნი იუპიტერს შეუერთდება. თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ გაჯიუტდეთ, სატურნს სიჯიუტე არ უყვარს, რაც უფრო შეძლებთ ლავირებას, ერთი სიტუაციიდან მეორეზე მარტივად გადასვლას, მით უფრო გაგიადვილდებათ. თქვენი გზის არჩევაში იუპიტერიც დაგეხმარებათ. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება ახალი ბიზნესი დაიწყოს ან ახალი მიზნებისკენ სწრაფვა გაუჩნდეს.


  • 2020 წელს სატურნის გავლენას იგრძნობენ 20-23 იანვრის შუალედში დაბადებული მერწყულები. მოგეთხოვებათ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ მიზანს და აგურ-აგურ ააშენოთ თქვენი წარმატების პირამიდა.
  • 2021 წელს სატურნი-მზის შეერთება ექნებათ 21 იანვრიდან 3 თებერვლის შუალედში დაბადებულს. ცვლილებები მოსალოდნელია კარიერაში. ან აისახება თქვენს სამსახურზე.
  • 2022 წელს სატურნი გავლენას იქონიებს იმ მერწყულებზე, ვისი დაბადების დღეებიც ემთხვევა პერიოდს - პირველიდან 15 თებერვალმდე.
  • 2023 წელს კი სატურნის ზემოქმედებას იგრძნობენ 12-დან მერწყულის ბოლო რიცხვამდე (22 ან 21 თებერვლამდე) დაბადებულები.

სატურნი იმოქმედებს თქვენზე, თუ ასცენდენტით მერწყული ხართ. როგორც გამოცდილი ასტროლოგები ამბობენ, რომ როცა სატურნი ასცენდენტზე გადის, თქვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, ისეთი აღარ იქნებით, როგორიც ადრე. 2020 წელს ცვლილებები ელით მათ, ვისაც მერწყულის პირველ სამ გრადუსში აქვს ასცენდენტი. 2021 წელს, ვისი ასცენდენტიც პირველიდან მე-13 გრადუსში მდებარეობს. 2022 წელს - ცვლილებებს იგრძნობენ ისინი, ვისი ასცენდენტიც 11-დან 25 გრადუსამდე მდებარეობს და 2023 წელს - 22-დან 30 გრადუსის ჩათვლით.


აგრეთვე, გადახედეთ, თუ გყავთ მერწყულის ზოდიაქოში პლანეტები. მაგალითად, აქ განლაგებული მთვარე, როცა მას სატურნი შეუერთდება, შეიძლება მიანიშნებდეს შვილის გაჩენას, დაფეხმძიმებას ან ინფორმაციას თქვენს დედაზე. აგრეთვე, მთვარე სატურნის შეერთებამ შეიძლება საცხოვრებელი მისამართის შეცვლა გამოიწვიოს, ემიგრაციაც კი.


ახლა გადავხედოთ რას მოგვიტანს სატურნი, როცა თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გაივლის. სასურველია, ნახოთ მზის მიხედვითაც (ანუ თქვენი ზოდიაქის ნიშნის მიხედვით) რა გელით და ასცენდენტითაც (თუ იცით). გახსოვდეთ, რომ სატურნი მერწყულში და შესაბამისად თქვენს სახლში სამ წელს გასტანს:


ვერძი - თქვენთვის მერწყული არის მეთერთმეტე სახლი.

სატურნი შეამცირებს ან კორექტივებს შეიტანს თქვენს მეგობრულ კავშირებში. შეიძლება შემცირდეს, ან ხარისხიანი გახდეს. სხვათა შორის, მეთერთმეტე სახლი მესამე ქორწინებაცაა. თუ დაგეგმილი გაქვთ, რა თქმა უნდა. აგრეთვე, მეთერთმეტე სახლი მართავს სოციალურ ქსელებს. შეიძლება შეზღუდოთ ეს გასართობი ან პირიქით, მისი დახმარებით დაიწყოთ მუშაობა, თქვენი ბიზნესის განვითარება. შესაძლებელია, გამოგიჩნდეთ დამრიგებელი, მოტივატორი, იგივე იმ სოციალურ ქსელებიდან, ვინც განვითარების მიმართულებას მოგცემთ და ვისაც მეგობრად გაიხდით.


კურო - თქვენთვის მერწყული არის მეათე სახლი.

ეს არის კარიერა, სამსახური, მიღწევა და რეპუტაცია. ან თანამდებობას შემოთავაზებენ, ან ბიზნესის მართვას, ან მოგიწევთ თქვენი რეპუტაციის დაცვა. ერთი სიტყვით, მოსალოდნელია კარიერაში ცვლილებები, სტატუსშიც. ნუ გაუჯიუტდებით ცვლილებებს. უნდა გითხრათ, რომ მეათე სახლში სატურნის მოხვედრა დაქორწინებასაც გვაძლევს, მშობელი შეიძლება გახდეთ. ანუ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ მეუღლეზე ან შვილზე. ზოგიერთმა შეიძლება საცხოვრებელი მისამართი შეიცვალოს.


ტყუპი - თქვენთვის მერწყული არის მეცხრე სახლი.

საზღვარგარეთ მიმოსვლები შეგეზღუდებათ. შეიძლება ერთ ქვეყანაში დარჩეთ 3 წლის განმავლობაში სწავლის ან სამსახურის გამო. თუმცა, თუ საქმე სწავლას ეხება, დიპლომის ასაღებად სერიოზული გარჯა მოგიწევთ. სატურნი ზარმაცობას არ გაპატიებთ. ზოგიერთმა შეიძლება სულაც აკადემიური აიღოს. შეიძლება პედაგოგობა დაიწყოთ. სასურველია, კონკრეტული გეგმა გქონდეთ. ზოგიერთს შეიძლება უცხოელი საბედო გამოუჩნდეს. სატურნის გავლენით ეს იქნება სერიოზული ქორწინება, ყველა წესის დაცვით, თუმცა, ვიზას შეიძლება 3 წელი ელოდოთ. თუ სასამართლო საქმეების დაწყებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ისიც 3 წლით გაიწელება.


კირჩხიბი - თქვენთვის მერწყული არის მერვე სახლი.

შეიძლება შეგიმცირდეთ ფინანსები (ალიმენტი, სტიპენდია ინვესტიცია ან ფულადი დახმარება) სატურნი მიგითითებთ, რომ სხვისი კი არა, საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. შეიძლება პარტნიორს (ამ შემთხვევაში მეუღლეს) შეუმცირდეს შემოსავალი. შეიძლება შეფერხდეს მემკვიდრეობის მიღება. კარგია ის, რომ სატურნის დახმარებით შეიზღუდება კრიზისული სიტუაციები (მაგალითად, ავარიები). უნდა იმუშაოთ საკუთარი თავის ტრანსფორმაციაზე. ზოგიერთი დაინტერესდება ეზოტერიკით. კარგია გეგმიური ოპერაციების გაკეთება და ჩასახვა ხელოვნური მეთოდით.


ლომი - თქვენთვის მერწყული არის მეშვიდე სახლი.

სატურნმა შეიძლება რადიკალური როლი შეასრულოს თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში. ერთი მხრივ შეიძლება გაცივდეთ პარტნიორის მიმართ, განქორწინდეთ კიდეც, თუ აღარ გსურთ ამ ადამიანთან ოჯახის შენება. ან პირიქით, დაქორწინდეთ (იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს მეშვიდე სახლში გადავა მერე იუპიტერიც). პარტნიორი შეიძლება იყოს გამოცდილი ან ასაკით უფროსი. მიწაზე მყარად მდგომ პარტნიორს მოუნდება სერიოზული, დაკანონებული კავშირი. ზოგიერთს შეიძლება მტრებთან მოუხდეს დაპირისპირება. ან გამოგიჩნდეთ ახალი ბიზნესპარტნიორი, რომელთანაც 3 წელი იმუშავებთ.


ქალწული - თქვენთვის მერწყული არის მეექვსე სახლი.

ეს არის რეჟიმის, სამსახურის, ყოველდღიური ვალდებულებების სახლი. დაქვემდებარებულებიც არის მეექვსე სახლი და შეიძლება შეამციროთ თანამშრომლები. მეექვსე სახლი არის შინაური ცხოველებიც და შეიძლება ისინი წავიდნენ თქვენგან ან თავად გააჩუქოთ. ზოგმა შეიძლება მიატოვოს თავისი სამსახური დატვირთვის ან ჯანმრთელობის გამო. სატურნმა შეიძლება დაგიწესოთ ახალი წესები და პასუხისმგებლობები სამსახურში. ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. სატურნი გაიძულებთ დაიცვათ რეჟიმი. სხვათა შორის, ამ ასპექტით კარგია დიეტის დაცვა წონაში კლების მიზნით. სატურნი გაიძულებთ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან (მოწევა, დალევა). მიხედეთ ძვლოვან სისიტემას, კბილებს.


სასწორი - თქვენთვის მერწყული არის მეხუთე სახლი.

სიხარულის, სიამოვნების, ჰობის სახლია და იდეალურია, თუ სამსახური იქნება დაკავშირებული გართობის სფეროებთან, ბავშვებთან. შეიძლება შეგიმცირდეთ გართობა. სხვათა შორის, ეს ასპექტი შვილიერებასაც გვაძლევს. ანუ გართობა და მხიარულება იკლებს და მზრუნველობა მოიმატებს შვილის გამო. ხშირად, როცა სატურნი გადის მეხუთე სახლს, ადამიანს მიყოლებით შეიძლება ორი შვილიც კი გაუჩნდეს. ან ზრდასრული შვილების გამო მოგემატებათ პასუხისმგებლობა, ან ისინი დაიწყებენ მუშაობას, საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ. სიყვარული და საყვარელებიც (და არა ქორწინება) მეხუთე სახლია და შეიძლება სატურნის გავლენით ახალი რომანი დაიწყოთ, რომელიც 3 წელს გასტანს. დაქორწინება შეიძლება შეფერხდეს იმის გამო, რომ პარტნიორი ჯერ კიდევ დაქორწინებულია. ზოგიერთი ჰობის, შემოქმედებას პრაქტიკულ საქმიანობად აქცევს. ან თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა დაკავშირებული, შეიძლება შემცირდეს დატვირთვა.


მორიელი - თქვენთვის მერწყული არის მეოთხე სახლი.

ეს არის ჩვენი სახლი, ერთ-ერთი მშობელი, ფესვები. შეიძლება გადაწყვიტოთ სახლის მშენებლობა ან - სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა. ზოგიერთი გაყიდის ბინას იმაზე ნაკლებ თანხად ვიდრე სურდა ან პატარა ფართის ბინაში გადავა. არ გაგიკვირდეთ, თუ გაგიცივდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან (მშობლებიდან ერთ-ერთთან), შემცირდება თქვენი ოჯახის რაოდენობა (ბავშვები ცალკე გადავლენ საცხოვრებლად). ზოგიერთი სახლიდან დაიწყებს მუშაობას (თუნდაც ფსიქოლოგია) ან ბიზნესის დაწყებას მშენებლობასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ უძრავ ქონებაში დააბანდოთ ფული. შეიძლება მოინახულოთ თქვენი ფესვების (ბებია-ბაბუის) საცხოვრებელი ადგილი.


მშვილდოსანი - თქვენთვის მერწყული არის მესამე სახლი.

შეგიმცირდებათ მიმოსვლები. თუ რამდენიმე ავტომობილი გყავთ, შეიძლება ერთი გაყიდოთ. ზოგიერთი ახალ სპეციალობას დაეუფლება, ნელა (3 წელი), მაგრამ საფუძვლიანად ისწავლით, დაოსტატდებით. ეს შეიძლება იყოს უცხო ენების სწავლაც. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ გადავიდეს საცხოვრებლად ან დაიწყოს საბუთების შეგროვება, რასაც დრო დასჭირდება. მაგრამ ყველაფერი იქნება სტაბილური. ზოგიერთმა შეიძლება წიგნის წერა დაიწყოს, რაც 3 წელი გაიწელება, მაგრამ მერე წარმატებას მოგიტანთ. მესამე სახლი არის და-ძმებიც, მეზობლებიც და შეიძლება მათზე მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღებამ. სატურნის გავლენით შეიძლება შეგეცვალოთ მეზობლები, დამოკიდებულება და-ძმებთან.


თხის რქა - თქვენთვის მერწყული არის მეორე სახლი.

ეს არის ფინანსური სახლი. ახლებურად შეძლებთ ფულის გამომუშავებას. წლის ბოლოს თქვენს მეორე სახლში გადავა პლანეტა იუპიტერიც და ორივე ერთად დაგეხმარებათ დაიწყოთ ახალი საქმე, რაც 20 წელს გასტანს. საქმიანობის ახალი სფერო და შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერს მარტივად მიაღწევთ, დაბრკოლებები, პასუხისმგებლობა, შეზღუდვები და თავდაუზოგავი შრომა იქნება, მაგრამ გიღირთ! მეტად უნდა აიღოთ ვალდებულება საკუთარ თავზე. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს სამსახური, თანამდებობა, ბიზნესი, რომელსაც შემოსავალი აღარ მოჰქონდა. მოხდება ღირებულებების გადაფასება. იყავით დისციპლინირებული, პირნათელი საკუთარ ნამუსთან.


მერწყული - თქვენთვის მერწყული არის პირველი სახლი.

სატურნი გვცვლის, მოხდება ღირებულებების გადაფასებები სხვადასხვა სფეროში. ეს არის ახალი ცხოვრების დაწყება, ცვლილებები. სატურნი პირველ სახლში გვაძლევს განქორწინებასაც და დაქორწინებასაც. მოგინდებათ წესრიგის დამყარება ურთიერთობაში. თქვენ უნდა გაიზაროთ, მეტად აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. შეიძლება კარდინალურად შეიცვალოთ სტილი (შავი ფერი გააქტიურდეს იმიჯში), მცირე ზომის აქსესუარებზე გადახვიდეთ. სხვათა შორის, კარგია წონის დაკლება. შეიძლება შეიცვალოთ რეჟიმი. ზოგიერთი მიიღებს ახალ თანამდებობას, ვალდებულებას, ახალ ადგილას გადავა საცხოვრებლად. სატურნის განსაკუთრებულ გავლენას იგრძნობთ, თუ 29 წლის ხართ (პლუს-მინუს ერთი წელი), მიხვდებით, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ საკუთარ თავზე, გაიზარდოთ, გაგიჩნდებათ გეგმა და გეცოდინებათ, როგორ მოიქცეთ. კარგი შანსი გეძლევათ და გამოიყენეთ. სატურნი თქვენს ნიშანს გადის 29 წელში ერთხელ, იუპიტერი - 12 წელში ერთხელ, ორივე ერთად კი გაძლევენ მოქმედების, წარმატების, გაფართოების შესაძლებლობას. ეს შეიძლება იყოს შვილის გაჩენაც, ბიზნესის დაწყება, ემიგრაცია. მთავარია, იცოდეთ რა გსურთ და იყოთ პასუხისმგებლობით აღსავსე, შრომისმოყვარე, კანონმორჩილი, თანმიმდევრული.


თევზები - თქვენთვის მერწყული არის მეთორმეტე სახლი.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩაიკეტება საზღვრები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, დაწესდება მკაცრი საზღვრები თქვენსა და სხვებს შორის), რადგან მეთორმეტე სახლი არის იზოლაცია. ზოგიერთი შეიძლება კონტრაქტით (სწავლის, მუშაობის) უცხო ქვეყანაში გაემგზავროს, ემიგრაციაშიც. ან შეიძლება შეიზღუდოს უცხოელებთან კავშირი. მეთორმეტე სახლი არის ჩვენი ქვეცნობიერი, საკუთარი თავის შეცნობას უნდა დაუთმოთ მეტი დრო. ზოგიერთი ეზოტერიკით - რუნები, ჰიპნოზი, ნუმეროლოგია, ტაროლოგია, ასტროლოგია - დაინტერესდება. დააკვირდით აგრეთვე სიზმრებს. გაფრთხილდით, არ დაარღვიოთ კანონი, რადგან სატურნი მეთორმეტე სახლში ციხესაც გულისხმობს და პატიმრობა შეიძლება 3 წელი გაგრძელდეს. ან შეიძლება ისეთ პირობებში მოგიწიოთ ცხოვრება, რომ თავი ციხეში გეგონოთ. ზოგიერთმა შეიძლება ღამის ცვლაში დაიწყოს მუშაობა ან სადღაც შორს, სადაც ცივა, რთულ სამუშაოზე. შესაძლოა, 3 წლის განმავლობაში დაგეგმოთ გეგმიური მკურნალობა ან მოგიწიოთ ვიღაცის მონახულება საავადმყოფოში, მოხუცებულთა თავშესაფარში. ზოგიერთმა შეიძლება რელიგია შეიცვალოს ან სამონასტრო ცხოვრებაში ჩაერთოს.

სიმშვიდეს, ბედნიერებას, კეთილდღეობას და მომდევნო სამი წლის სარფიანად და ჯანმრთელად გატარებას გისურვებთ!


ასევე ნახეთ:


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდნენ კორონავირუსს - ვის აქვს დაინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი


2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს


"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
2620
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2620
  
21 მარტი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1