საზოგადოება 5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ 2020, 23 მარტი, 17:40 თვითიზოლაციაში ყოფნა ბევრისთვის რთული და მოსაწყენია, მაგრამ ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა და შესაძლებელია „სახლური დღეები“ ისეთი საქმისთვის გამოვიყენოთ, რომელთათვისაც ადრე დრო არ გვქონდა. თუკი ახლა წიგნების კითხვა გაიფიქრეთ, ამ სტატიის კითხვა ნამდვილად უნდა გააგრძელოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბევრი ობიექტი, მათ შორის წიგნის მაღაზიებიც დაიკეტა და ონლაინმუშაობაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სასურველი წიგნი შეუკვეთოთ ან ელექტრონულად წაიკითხოთ, მაგრამ თუკი ერთი დღით დაცდაც არ გსურთ და არც თვალების გადაღლის პერსპექტივა გხიბლავთ, მაშინ უბრალოდ მოუსმინეთ მათ. ამის საშუალებას აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge გაძლევთ, სადაც გამოცდილი მსახიობების მიერ გახმოვანებულ 200-მდე წიგნს ნახავთ. გთავაზობთ 5 აუდიოწიგნს, რომელთა მოსმენაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად მრავალფეროვანს, თვითიზოლაციას კი უფრო ასატანსა და სასიამოვნოს გახდის: თუკი ამ წიგნის გაცნობა ბევრჯერ გადაგიდევთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახშიდაიბადა. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად.თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან. შაფაქის რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი! რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი... როგორც ყოველთვის, ჯ.რ.რ. ტოლკინი ამ წიგნშიც შეუდარებლად ხსნის კვანძს. კვანძის გახსნას კი ბერენისა და ლუთიენის თავგანწირვა და გმირობა მოსდევს. მათ სამყაროს უბოროტეს ქმნილებას - მელკორს, მორგოთს, შავ მტერს - სილმარილი უნდა მოჰპარონ... საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე – თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? „როგორ ვიცხოვროთ – ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა – შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ.“ 17 2-ს მოსწონს
|