ქალი 15 წლის ჩინელ გოგონას მოხუცის სახით პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს 2020, 22 მარტი, 13:05 გასული წლის დეკემბერში ვწერდით 15 წლის ჩინელ გოგონაზე მოხუცის სახით, იშვიათი გენეტიკური დაავადება-პროგერია, რომელიც ნაადრევ დაბერებას იწვევს, გოგონას დაავადება დედისგან ერგო მემკვიდრეობით.15 წლის გოგონა იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა, რადგან მუდმივად დაცინვას და დამცირებას განიცდიდა. გოგონამ წერილი მიწერა ცნობილ ფილანტრობს გო მინის "მეც მინდა ნორმალური ცხოვრება, ქუჩაში მშვიდად გასეირნება, რომ გამვლელები არ მიყურებდნენ, სკოლაში დაბრუნება მსურს ისე, რომ თანაკლასელები არ ხითხითებდნენ ჩემს უკან". ფილანტროპმა გო მინგიუმ აქტიური კამპანია წამოიწყო გოგონას დასახმარებლად, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რამდენიმე პლასტიკურ ოპერაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი იუანი(45 ათასი აშშ$) დასჭირდება. აი შედეგიც დადგა.გასული თვის ბოლოს პლასტიკურმა ქირურგებმა ოპერაცია გაუკეთეს 15 წლის სიაო ფენს, რომელიც 7, 5 საათი გრძელდებოდა. გოგონას გამოწერა Sunline პლასტიკური ქირურგიის ცენტრიდან ნამდვილ შოუდ იქცა. კეთილმა ხალხმა გოგონას შეუგროვეს 190000 იუანი, რომელმაც ოპერაციის ხარჯები დაფარა, რომელშიც 10 ქირურგმა, სამმა ანესტეზილოგმა და ხუთმა მედდამ მიიღო მონაწილეობა, მოაცილეს ზედმეტი კანი, შეუცვალეს ცხვირის, წარბების და ტუჩების ფორმა. თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა ში ლინგზიმ განაცხადა, რომ 500000 იუანის ღირებულების ოპერაცია შესრულდა უფასოდ, ხოლო შეგროვილი თანხა მოხმარდება პაციენტის რეაბილიტაციას. ფილანტროპი გო მინგიუ იყო მთავარი ორგანიზატორი ამ სასიკეთო საქმეში, სწორედ ის დაუკავშირდა ქალაქ შენიანის Sunline პლასტიკური ქირურგიის კლინიკას და მოახდინა თანხების მობილიზაცია. 371 3-ს მოსწონს
|