ფსიქოლოგია
"თქვენი ყველაზე ცხადი მოგონებებიც კი მცდარია" - 25 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც არ გსმენიათ
2020, 20 მარტი, 18:00
ადამიანები გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს, როცა რაღაცას აკეთებენ. ეს მათ პოზიტიურ განწყობას ჩუქნით.
არსებობს მხოლოდ 6 ემოცია, რომელიც საზოგადოდ გამოიხატება: ბედნიერება, ბრაზი, სევდა, შიში, ზიზღი და გაკვირვება.
შოკოლადი თქვენს ორგანიზმში ზუსტად იმ ნვთიერებებს გამოიმუშავებს, რომლებიც გამომუშავდება მაშინ, როცა შეყვარებული ხართ.
ადამიანები გაცილებით გულწრფელები არიან მაშინ, როცა დაღლილები არიან.
20 წამიანი ჩახუტებისას ორგანიზმში გამომუშავდება საკმარისი ნივთიერებები იმისთვის, რომ ამ ადამიანს ენდო.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტელეფონის დაკარგვა დაახლოებით ისეთივე პანიკას იწვევს, როგორც სიკვდილის საფრთხე.
სხვა ენაზე გაცილებით ლოგიკურად ფიქრობ.
არცერთ ბრმა ადამიანს ჰქონია შიზოფრენია.
თანამედროვე თინეიჯერებს დაახლოებით ისეთივე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, როგორიც 50-იან წლებში ფსიქიატრიულის პაციენტს ჰქონდა.
ტვინი უარყოფას აღიქვამს ტკივილად.
თქვენი გონება "სხვაგან ქრის" დროის დაახლოებით 30%-ის განმავლობაში.
თქვენი ყველაზე ცხადი მოგონებებიც კი მცდარია.
პროგრესის ილუზიაც კი მოტივაციას გვაძლევს.
ინტერნეტზე დამოკიდებულება შესაძლოა ფსიქიკური დარღვევების სიას მიემატოს.
შენ არ შეგიძლია ერთად რამდენიმე საქმის კეთება.
სანამ შენ რამეს გააცნობიერებდე, ქვეცნობიერმა ყველაფერი იცის.
იმ ადამიანების რიცხვი, რომელთანაც შესაძლოა ახლო ურთიერთობა გვქონდეს 150-ზე მეტი შეუძლებელია იყოს.
როცა წარსულს იხსენებ, იხსენებ მომენტს, როდესაც ეს მოვლენა უკანასკნელად გაიხსენე.
მოგონებები დროთა განმავლობაში მახინჯდება და გვრჩება საკუთარი თუ სხვისი აღქმებით დამახინჯებული რაღაც ფრაგმენტი.
დიდი მასის მქონე საგნებს და ადამიანებს უკეთესად ვიმახსოვრებთ.
ყველაზე ხშირად მჩაგვრელებად დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები გვევლინებიან.
საუბრის 80 პროცენტი წუწუნია.
ადამიანები, რომლებიც საქველმოქმედო აქტივობებში არიან ჩართული და ხშირად მიდიან მოხალისედ, გაცილებით უფრო კმაყოფილები არიან საკუთარი ცხოვრებით.
ტვინი როდესაც იღლება, გაცილებით უფრო კრეატიული ხდება.
ურთიერთობები გაცილებით უკეთესად აისახება ჯანმრთელობაზე, ვიდრე ვარჯიში.
ასევე ნახეთ:
ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24
შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები