x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134666
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508870
"ვესაუბრე ჩემს მეგობარს, რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს" - ნახეთ, რა ინფორმაციას ასაჯაროებს ია ფარულავა

image


მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში იმ ბიზნესმენის ვინაობა გაასაჯააროვა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ფარულავას ინფორმაციით, ის "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი და ამჟამად, სასტუმრო "ვინოტელის" მეპატრონე ბენო ქაშაკაშვილია, რომელსაც ვირუსი მეგობრისგან გადაედო. როგორც ირკვევა, კახეთში, ქაშაკაშვილის ინიციატივით რომანოვების ორმოცთან დაკავშირებით ვახშამი გაიმართა. სწორედ ამ დროს დაინფიცირდა ბიზნესმენი საკუთარ მეუღლესთან ერთად: "ამ წუთას ვესაუბრე ჩემს მეგობარს სასტუმრო ვინოტელის მეპატრონეს ბენო ქაშაყაშვილს, რომელიც არ მალავს რომ აქვს ვირუსი და ამიტომაც ვწერ მის სახელს მისივე ნებართვით. თავს გრძნობს კარგად აქვს დაბალი სიცხე და აქეთ გვამხნევებს ყველას" - დაწერა ტელეწამყვანმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე. როგორც თავად მსახიობი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული საღამო ერთ-ერთმა არხმა არასწორად გააშუქა და მას არც 400 კაცი ესწრებოდა და არც რუსეთიდან ჩამოსული სტუმრები:

"1. არ იყო 400 კაციანი ორმოცი, როგორც ასეთი, იყო ვახშამი ახლობლების ალბათ 20 ადამიანიც არ იქნებოდა.
2. არც არავინ ჩამოსულა რუსეთიდან...
3. გარდაცვლილ რომანოვს მე კარგად ვიცნოდი ძალიან უყვარდა საქართველო და აქ ჰყავდა ბევრი მეგობარი....საოცარი ადამიანი იყო....ბენომ შეკრიბა მისი მეგობრები და აღნიშნეს ვახშამით მისი 40 .....უბრალო ოჯახური შეკრება შეიძლება დარქმეოდა ამ ვახშამს
4. არავითარი დელეგაცია არ წასულა კახეთში ექსკურსიაზე
5. ბენოს და მის მეუღლეს ვირუსი გადაედო ქართველი ადამიანისგან, რომელიც გადის მკურნალობას" - დაწერა ია ფარულავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, "კოვიდ-19" -ის ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43 - მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, საკარანტინო სივრცეში - 1 575, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 275 ადამიანი რჩება.




0
484
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
484