x
image
დავითი ჩუთლაშვილი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის იკეტება
ირაკლი ჩიქოვანი


მიმდინარე წლის 18 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


ირაკლი ჩიქოვანის განცხდებით, ქვეყანაში თავისუფლად დაბრუნებას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ნებისმიერ საგანგებო სიტუაციაში გააჩნიათ სამშობლოში დაბრუნების გარანტირებული უფლება.


„მინდა გაგაცნოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებული იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც ეხება ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციას. პირველ რიგში, მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, ანუ ხვალ ღამე 18 მარტის 00:00 საათზე იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ბატონი ზურაბ აბაშიძე მისი მრჩეველი, ესაუბრა რუსეთის წარმომადგენელებს და რუსეთთან მიმართებაში ეს შეზღუდვა უკვე დღეიდან ძალაშია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებს, რომელსაც ექნებათ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ავიახაზები და მიმართულებებზე გეტყვით დამატებით საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არიან ჩვენი მოქალაქეების უშუალო ოჯახის წევრები, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში“, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.


დღევანდელი მონაცემებით საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 33 შემთხვევა, საიდანაც ერთი პაციენტის გამოჯანმრთელებით დასრულდა.


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0