x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
პაშა ბანკი საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმის გენერალური პარტნიორია

image


პაშა ბანკის გენერალური პარტნიორობით და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 5 მარტს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
ფორუმის ძირითად მიზანს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება წარმოადგენდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში, ქართულ-აზერბაიჯანული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა ენერგეტიკის, ნავთობის და გაზის, საფინანსო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, კვების, ინდუსტრიული წარმოებისა და მშენებლობის, იურიდიული მომსახურების, საკონსულტაციო, აუდიტორული, ტურიზმის, სამედიცინო და სხვა სექტორებიდან.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, ქართველ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, აღნიშნული ფორუმის ჩატარებას ყოველწლიურად გეგმავს და 2021 წელს იგი ბაქოში გაიმართება.
პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0