x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ჩემპიონი'' ვარსკვლავები სწრაფ განქორწინებაში

image


სტატისტიკის მიხედვით, წყვილები ჩვეულებრივ ერთმანეთს ეყრებიან საშუალოდ 8 წლის შემდეგ, თუმცა სელეფრითებს თავიანთი სტატისტიკა აქვთ და ხშირად მათი ქორწინების ვადა მხოლოდ თვეებით ან საერთოდ დღეებით შემოიფარგლება.

1. პამელა ანდერსონი და ჯონ პიტერსი- 12 დღე

image წყვილს 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა, რაც საბოლოოდ ქორწინებით დამთავრდა, თუმცა განშორების შემდეგ პიტერსი ისევ თავის ძველ საცოლეს დაუბრუნდა და თავს ბებერი სულელი უწონა იმის გამო, რომ ანდერსონს დაუკავშირდა.

2.პამელა ანდერსონი და კიდ როკი- 4 თვე

image

4 თვიანი ქორწინების შემდეგ წყვილმა ცალ-ცალკე და თითქმის ერთდროულად შეიტანა განცხადება განქორწინების შესახებ, თუმცა მამაკაცმა ანდერსონს “აჯობა'' და 1 საათით ადრე შეიტანა განცხადება.

3. ნიკოლას კეიჯი და ლიზა მარი პრესლი- 3.5 თვე

image

მსახიობის ქორწინება ლეგენდარული ელვის პრესილის შვილთან 100 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, თუმცა კეიჯის თქმით ეს ქორწინება თავიდანვე შეცდომა იყო.

4.ნიკოლას კეიჯი და ერიკა კოიკე- 4 დღე

image

წყვილი თითქმის 1 წელი ხვდებოდა ერთმანეთს, შემდეგ კი ლას ვეგასში იქორწინეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ასე რომ, განქორწინება არავის გაუკვირდა.

5. კოლინ ფარელი და ამელია უორნერი- 4 თვე

image ამჟამად ჯეიმი დორნანის მეუღლე ამელია უორნერი და მსახიობი კოლინ ფარელი ტაიტიზე, სანაპიროზე დაქორწინდნენ, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ მათი კავშირი დიდხანს არ გასტანდა.

5.დრიუ ბერიმორი და ჯერემი ტომასი - 2 თვე

image

წყვილი ერთმანეთს 1.5 თვე ხვდებოდა, შემდეგ კი ნაჩქარევად იქორწინეს. ქორწილის შემდეგ მსახიობი გადაღებებზე გაემგზავრა და იქიდან დაბრუნებულმა ქმარს გამოუცხადა რომ განქორწინება სურდა.

6. ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალეკსანდრი- 55 საათი

image

ცნობილმა პოპ პრინცესამ 2004 წელს იქორწინა თავის ბავშვობის მეგობარზე ლას ვეგასში, თუმცა ამ კავშირმა მხოლოდ 55 საათი გაძლო.

7. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრისი- 72 დღე

image წყვილი ერთმანეთს ნახევარი წელი ხვდებოდა, შემდეგ კი 2011 წელს იქორწინეს, ქორწილი რეალით შოუში ჟურნალისტების თანმხლებით მოეწყო. ბევრი თვლის რომ ქორწილი უბრალოდ რეალითი შოუს რეიტინგისთვის სჭირდებოდათ და მხოლოდ პიარი იყო, და შეიძლება მართლებიც იყვნენ. წყვილმა ქორწილით 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

8. ჯენიფერ ლოპესი და კრის ჯადი

image ჯადი პროფესიით მოცეკვავეა და ლოპესიც სწორედ მისი კლიპის Love Don't Cost a Thing ის გადაღებებზე გაიცნო, განქორწინება კი მათი წყვილის მიმართ ზედმეტმა ყურადღებაბ განაპირობა.

9. რენე ზელვეგერი და კენი ჩესნი- 4 თვე

image

წყვილი 2005 წელს დაქორწინდა კარიბის სანაპიროზე, თუმცა უთანხმოებების გამო მათი კავშირი მხოლოდ 4 თვე გაგრძელდა.

10. მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი- 8 თვე

imageამ წყვილის ურთიერთობა უფრო ჩახლართულია, ისინი 10 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან შორდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც იქორწინეს 2018 წელს, 8 თვის შემდეგ კი დაშორდნენ. ინსაიდერების თქმით ლიამმა განქორწინების შესახებ პრესიდან გაიგო და მისთვის მოულოდნენლი იყო.

11. კარმენ ელექტრა და დენის როდმანი- 9 დღე

image ცნობილი მოდელი და მსახიობი და კალათბურთელი დენის როდმანი 1998 წელს დაქორწინდნენ ლას ვეგასში. მათი თქმით იმ დროს ორივე ნასვამი იყო, ამიტომ 9 დღის შემდეგ მოითხოვეს ქორწინების ანულირება.

12. ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ესპოზიტო- 4 თვე

imageწყვილი 2006 წელს დაქორწინდა საფრანგეთში. წლების შემდეგ ესპოზიტომ საკუთარი ავტობიოგრაფია გამოუშვა, სადაც კუპერს აღწერს როგორც ჭკვიან, მხიარულ თავდაჯერებულ და ქედმაღალ მანიპულატორად. ქალის თქმით განქორწინება მისი ინიციატივა იყო.

13. ემინემი და კიმ სკოტი- 3 თვე

image წყვილი ერთმანეთზე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი შეხვედრის დროს ემინემი 17 წლის იყო, სკოტი კი მხოლოდ 15 ის. 6 წლის შემდეგ მათ ქალიშვილიც შეეძინათ, ჰეილი. 1999 წელს იქორწინეს, შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. რეპერი განშორების შემდეგ სიმღერებს უშვებდა, სადაც კიმს ღალატში ადანაშაულებდა და აღწერდა მათ რთულ ურთიერთობებს. ამის შემდეგ კიმი დეპრესიაში ჩავარდა და თავის მოკვლაც სცადა, ვენები გადაიჭრა. თუმცა გადარჩა და ამჯერად ნარკოტიკებს მიეძალა, ციხეშიც კი იყო 1 თვით. ამ ქორწინების შემდეგ ემინემი ირწმუნებოდა რომ აღარასოდეს იქორწინებდა, თუმცა 2006 წელს ისევ იქორწინა კიმზე, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისევ დაშორდა. ქალმა ამჯერად განშორება შედარებით მსუბუქად გადაიტანა, თუმცა ამას დაემატა ისიც, რომ მისი ტყუპისცალი და გარდაიცვალაა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან, ამიტომ გოგონამ მეორედ სცადა თავის მოკვლა და ისევ გადარჩა. 2017 წელს ემინემმა გამოუშვა სიმღერა Bad Husband, სადაც ბოდიშს უხდის ყოფილ ცოს და აღიარებს, რომ ის კარგი მამაა, მაგრამ ცუდი ქმარი.

14. ედი მერფი და ტრეისი ედმონსი- 14 დღე

image წყვილი 2008 წელს დაქორწინდა.

0
301
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0