x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინულმა ტელეარხმა რუსი მომღერლების კონცერტი გაუშვა ეთერში,რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
image

უკრაინულმა ტელეარხმა «ინტერ»-მა აჩვენა კონცერტი რუსი მომღერლების მონაწილეობით, მათ შორის ისეთების გამოსვლებიც, რომლებიც კიევმა "შავ სიაში" შეიყვანა.


განაწყენებულმა მაყურებლებმა აღშფოთება "ფეისბუქზე" გამოხატეს.


”ორი სამყარო ... რუსული კონცერტი «ინტერ»-ზე, ვინც მხარს უჭერს უკრაინელების მკვლელობას და ტერიტორიების ოკუპაციას. სიტყვები არ მყოფნის...8 მარტს რუსმა ოკუპანტებმა ტანკასინააღმდეგო ჭურვებით დაცხრილეს ერთ-ერთი ქვეგანაყოფის სატვირთო ავტომობილი, ერთი სამხედრო დაიღუპა"- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ანატოლი შტეფანი.


image

”სამწუხაროა, რომ ნახევარი ქვეყანა არის გაქანებული «ინტერი»-ი, ” - წერს ერთ-ერთი მათგანი.



"სიტყვები არ მყოფნის ... მტკივა ... ქვეყანაში, სადაც ომის დაწყებიდან მეშვიდე წელს, ესენი განაგრძობენ ასეთი კონცერტების გადაცემას." - წერს სხვა.



Обозреватель-ის ინფორმაციით, "ინტერ"-მა აჩვენა რუსი ოლიგარქის, მიხეილ გუცერიევის საიუბილეო კონცერტი. მასზე თავიანთი სიმღერები შეასრულეს ფილიპ კირკოროვმა, ნიკოლაი ბასკოვმა, გრიგორი ლეპსმა, ვალერიამ, დიმა ბილანმა, ანი ლორაკმა, სტას მიხაილოვმა, ჯგუფმა «Земляне»"-მ, მიხეილ შუფუტინსკიმ, დენის კლიაერმა, ჟასმინმა და სხვებმა. ამათგან ბევრ მუსიკოსს ეკრძალება უკრაინაში შესვლა.



23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ინტერ" -მა აჩვენა ორი ფილმი საბჭოთა მედესანტეების შესახებ, ქვეყნის ეროვნული ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობის ეროვნული საბჭოს აკრძალვის მიუხედავად.

0
139
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0