x
მეტი
  • 01.06.2020
  • სტატია:100965
  • ვიდეო:346190
  • სურათი:464461
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
image

ჩრდილოეთ კორეამ სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აღმოსავლეთ სანაპიროზე, რამაც გამოიწვია მეზობელი ქვეყნების შეშფოთება რეგიონალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავიურსს ებრძვის.


ჩრ.კორეამ ჭურვები ორშაბათს გაისროლა სწრაფი თანმიმდევრობით სონდოკის ზონიდან, იფრინა 200 კილომეტრი, 50 კილომეტის სიმაღლეზე და ჩავარდა ოკეანეში იაპონიის ნახევარკუნძულის ზონაში.


სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია "ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას კორეის ნახევარკუნძულზე", ამასთანავე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ რაკეტების გაშვებას "სერიოზული საერთაშორისო პრობლემა" უწოდა.



სავარაუდოდ ეს იყო მცირე სიშორის რაკეტები KN-25, რომლის გასროლაც ერთი სასტარტო მოწყობილობიდან ხდება, აღსანიშნავია, რომ გასულ ორშაბათსაც ჩრ.კორეამ გაუშვა ორი ბალიტიკური რაკეტა აღმოსავლეთ სანაპიროდან.


ინციდენტის შედეგად დაირღვა სამთვიანი დუმილი და ეს გახდა კიმ ჩენ ინის პირველი პროვოკაცია, მას შემდეგ, როდესაც გასული წლის 31 დეკემბერს განაცხადა, რომ მას აღარ სურს ნებაყოფლობით გაყინოს იარაღის ძირითადი სახეობები და თან დაიმუქრა, რომ 2020 წელს ბირთვულ მოლარაკებებში "სხვა გზას" აირჩევს, თუ დონალდ ტრამპი მისთვის მისაღებ წინადადებებს არ შესთავაზებს.

image

პროვოკაცია შესაძლოა იმიტომაც ხდება, რომ კიმი აწყდება კორონავირუსისგან დაცვის შიდა პრობლემებს, რომელმაც შესაძლოა მთლიანად ჩამოშალოს მოძველებული და ფინანსურად მყიფე სამედიცინო სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩრ. კორეაში კორონავირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქირებულია, ქვეყანა მოქცეულია იმ ქვეყნებს შორის(ჩინეთი და სამხრეთ კორეა), სადაც ყველაზე ფართოდაა გავრცელებული Covid-19-ი, ქვეყანამ ინფექციის პრევენციის მიზნით მთლიანად შეწყვიტა ვაჭრობა და ტურიზმი სხვა ქვეყნებთან.


0
259
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0