x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
წამშალეთ ვინც ამ კაცზე აუგს ბედავთ! - მანჩო გიორგობიანი

image

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


"ამირან გამყრელიძეს თვალი არ მოუხუჭავს, არ დაუსვენია, საზოგადოების დამშვიდებასაც და ზომების მიღებასაც ასწრებდა!.. ევროპელ ექიმებზე ადრე იჭერდა ყველაფერში თადარიგს, ამდენი ხანია ვირუსს ქალაქში არ გამოუღწევია, არადა ევროპის დიდ ქალაქებში ყველგან გაფანტულია უკვე და ასობით - დაავადებული ჰყავთ ყველგან, თუ ათასობით არა!.. ამირან გამყრელიძეს, როგორც ჩვენს ნუგეშს და იმედს, ასე შევყურებთ და ყველა ვემადლიერებით, ვაქებთ და ვადიდებთ სწორედ რომ დამსახურებისამებრ!!!.. საერთაშორისო ორგანიზაციებმაც განსაკუთრებით აღნიშნეს ჩვენი ამირანის და მთელი გუნდის პროფესიონალიზმი!..
აი, მტერი თუ არ ხარ, როგორ უნდა გაგიხარდეს და ენა მოგირტიალდეს ამირან გამყრელიძეზე, ან მის შვილზე . .. ნიკას გადაედო ერთი დუპლეტის გამო, რომელმაც ოჯახთან ერთად, იტალიიდან ჩამოიტანა კორონა-ვირუსი და თან თათბირი ჩაატარა, სადაც გადასდო ამ ადამიანს. ნეტა მეტი ექიმი არ იყოს ინფიცირებული!.. ნიკოლოზ გამყრელიძე არ ყოფილა საზღვარგარეთ (არ აჰყვეთ ბოროტ ჭორებს!)!!!
(თან ის ნამოგზაურები იდიოტიც მეცოდება, მძიმედ ყოფილა) ღმერთო, ყველას უშველე !)
რა შუაშია ამირან გამყრელიძე, ან ნიკოლოზ გამყრელიძე, უნდა დასიზმრებოდათ, რომ კორონავირუსიანი გვერდით მიუჯდებოდა?! რა ხელების დაბანა და პირბადე უშველიდა, თათბირს თუ ერთად ატარებდნენ?!. ან ასეც რომ არ იყოს, ამირან გამყრელიძეზე ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს? და რაო? ამერიკაში "ყველაგან ამაზე ილაპარაკებდნენ და მოაშორებდნენო"" ვაი, თქვნს პატრონს, რა ცუდად იცნობთ ამერიკას და ამერიკელ ხალხს.. ზუსტად რომ ძეგლს დაუდგამდნენ ამირან გამყრელიძესაც და მის შვილსაც, რომლებიც იმდენს ზრუნავენ ხალხზე, საკუთარი ოჯახის წევრები აღარ ახსოვთ და საკუთარ უსაფრთხოებაზე ყველაზე ნაკლებად რომ ფიქრობენ!.. და ვისაც ამ ადამიანებზე ენა ცუდად უტრიალდება, ის მორალისგან და ზნეობისგან ძალიან შორს დგას, .. და ყველაფრის ღირსია...
ჩემი დიდი სიყვარული ამირან გარყრელიძეს ნიკას გამოჯანმრთელება და ვფიქრობ, ხალხიც დამეთანხმება, უმაღლესი ჯილდოები ეკუთვნით გამყრელიძე-იმნაძის გუნდს!.. გმადლობთ
ასევე, თენგიზ ცერცვაძეს, მარინა ეზუგბაიას, მარინა ენდელაძეს, რეზო ჟღენტს ყველას, ყველას, ვისაც არ გიცნობთ სახელებით და გვარებით, თქვენც გმადლობთ თქვენი დაჯილდოვებისას ხომ გავიგებთ ერთად მოვერევით კორონას )))


p.s. ლალის მივბაძავ და ვინც აპირებთ ამირან გამყრელიძის და მისი გუნდის კრიტიკასაც კი, წინასწარ წამშალეთ, თორემ არ ვარ პასუხისმგებელი, ისე გავცოფდები!


Lali Moroshkina- ლალი მოროშკინა

ამირან გამყრელიძეს ერთი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა,
მეორე ახლა ვირუსს ებრძვის!
წამშალეთ ვინც ამ კაცზე აუგს ბედავთ!
გაანთავისუფლეთ ჩემი ფრენდ ლისტი!"

image


0
154
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0