x
image
_K_
Mediator image
რომელი ცხოველი დაინახეთ პირველად? - ამ ტესტით საკუთარ თავზე სიახლეს შეიტყობთ
imageზოგჯერ რასაც ვხედავთ, ის არ არის, რასაც სხვები ხედავენ. თუ როგორ აღვიქვამთ ობიექტებს, ბევრი რამის თქმა შეუძლია იმაზე, თუ ვინ ვართ, რას ვეძებთ და რა გვჭირდება ცხოვრებაში. არსებობს სხვადასხვანაირი ტესტი, რაც ხსნის იმის მნიშვნელობას, თუ რას რატომ ვხედავთ.


დღევანდელ ტესტში გთავაზობთ სურათს, რომელზეც ორი ცხოველია გამოსახულია. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ ტვინი მხოლოდ ერთ მათგანს აღიქვამს. გედის თავი ციყვის კუდშია ჩახატული, ციყვის თავი კი - გედის ფრთაში. ორივე მათგანი განსხვავებული ტიპის ადამიანს, ხასიათსა და სამყაროსადმი ხედვას გამოხატავს. ზოგჯერ თავადაც კი არ ვიცით საკუთარი თვისებების შესახებ. ამის აღმოჩენაში იქნებ ეს ტესტი დაგეხმაროთ?! მოდი, ვნახოთ.






თუ გედი დაინახეთ

თუ გედი დაინახეთ, ეს ნიშნავს, რომ რეალისტი ხართ. თქვენი სამყაროსეული ხედვა ლოგიკაზე და ანალიტიკაზე დამყარებული, მაგია და ემოციები თქვენი სტილი არ არის. ყველაფერს პირდაპირ აღიქვამთ და არ ცდილობთ ჩაეძიოთ, რა იმალება მათ უკან. საკმაოდ პრაგმატული და ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით. ყველაფერს აკეთებთ, რის საშუალებასაც თქვენი ინტელექტი გაძლევთ, თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ საკუთარ გრძნობებზე ფიქრიც.

image






თუ ციყვი დაინახეთ


თუ პირველად ციყვი დაინახეთ, პერფექციონისტი ადამიანების რიგს მიეკუთვნებით. ფრთხილი ხართ და არაფერი გამოგეპარებათ, რაც თქვენ ირგვლივ ხდება. ყველანაირად ცდილობთ, ოცნებები აიხდინოთ. მოგწონთ მიზნების მიღწევა და ყოველდღიურად ცდილობთ საკუთარი პიროვნების განვითარებას. მოწადინებული ხართ, შეცდომები არ დაუშვათ, თუმცა, თუ დაუშვებთ, მათგან სწავლობთ და ცდილობთ, მომავალში იგივე აღარ განმეორდეს.

image

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები კომენტარებში❤️
p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც თქვენზე ბევრ რამეს იტყვის

image


2. აირჩიეთ ადამიანი, რომელიც მოგწონთ და გეტყვით, როგორი ხართ

image


3. გვითხარით, როგორი ფორმის წარბები გაქვთ და გამოვიცნობთ თქვენს ხასიათს

image


4. აირჩიეთ სახე და გაიგეთ საინტერესო რამ თქვენ შესახებ

image


5. რა დაინახეთ პირველად? - გაიგეთ, რას ფიქრობს თქვენი ქვეცნობიერი სიყვარულზე

image

0
501
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0