x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსი უნიკალურია
კორონავირუსი


“კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთელი მსოფლიო შეუსწავლელ და უცნობ ტერიტორიაზე აღმოჩნდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.


მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსგავს ვირუსს არ წასწყდომია საკუთარი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. გარკვეული მნიშვნელობით კორონავირუსი უნიკალურიც კი არის, თუმცა მისი გავრცელების შეჩერება WHO-ს შეფის თქმით ჯერ კიდევ შესაძლებელია.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსს მსოფლიო დაუყოვნებლივ უნდა დაუპირისპირდეს, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობს.



მისი სიტყვებით, ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ ებრძოლოს კორონავირუსს. რადგან ეს უნიკალური ვირუსია, მასთან ბრძოლის ხერხებიც უნიკალური უნდა იყოს.


კორონავირუსი


ცნობილია, რომ ამჟამად კორონავირუსის გავრცელება დიდწილად შეჩერებულია. მისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე გადააჭარბა 3 ათასს, თუმცა ეპიდაფეთქების საფრთხემ შედარებით იკლო. სასიკვდილო შემთხვევათა უდიდესი ნაწილი დაფიქსირდა პროვინცია ჰუბეიში, სადაც მდებარეობს ქალაქი უჰანი. ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა ირანში. იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 30-გადააჭარბა. ზოგადად, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები უკვე 10 ქვეყანაშია დაფიქსირებული.


ამჟამად მსოფლიოში Covid-19-ით დაავადებულთა რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა, ხოლო გარდაცვალების მაჩვენებელი 2, 5-დან 5 %-მდე მერყეობს.

0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0