x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ექიმი ინფექციონისტი ყვება, თუ როგორ მკურნალობს საკუთარ თავს ინფექციის დროს
image



გერმანელი ინტერნისტების პროფესიონალური ასოციაციის ზოგადმა პრაქტიკოსმა და ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა თომას ლიეშერმა აღწერა ინფექციის პირველი ნიშნები და დაასახელა, თუ რას აკეთებს ინფექციის სიმპტომების შემსუბუქების მიზნით.



დაავადების პირველი სიმპტომები: ყელის ტკივილი, ზოგჯერ ცხვირის შეშუპება და სისუსტე მთელ სხეულში.


გრიპის დაავადებასაც შეიძლება ახლდეს ასეთი სიმპტომები, თუმცა, ინფექციური დაავადებისას ტემპერატურა თავიდანვე იზრდება.




თუ დილით თავს უსიამოვნოდ გრძნობთ, აუცილებლად უნდა დარჩეთ სახლში, გვირჩევს პროფესორი. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ, მისი კოლეგების ჯანმრთელობისთვისაც, რადგან, ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება.



”მკურნალობის მთავარი წესია წოლითი რეჟიმია, მობილური ტელეფონიც უნდა გადადოთ გვერდზე." - ამბობს თომას ლიეშერი. - თქვენ ასევე უნდა დალიოთ დიდი რაოდენობით ცხელი წყალი. სითხე ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების დატენიანებას და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელებას. ავადმყოფობის დროს ყოველდღიური ნორმაა მინიმუმ 1.5 ლიტრი. შეგიძლიათ დალიოთ მცენარეული ჩაი, მაგალითად გვირილა ან სალბი.



ცხვირის შეშუპების დროს, ექიმი გირჩევთ წვეთებს მარილის წყლით ან დექსპანთენოლის დამატებით, რათა ლორწოვანი გარსი კარგად აღდგეს. ყელის ტკივილის დროს უკეთესია შეარჩიოთ აბები შაქრის გარეშე.



ინფექციის დროს ვიტამინების დამატება არასავალდებულოა, ვიტამინი C-ს გამოყენებაც კი არ შეცვლის დაავადების მიმდინარეობას.



თუ ტემპერატურა ოდნავ ამაღლებულია, თომას ლიეშერი გირჩევთ ცივი პირსახოცის პროცედურას.


ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს თქვენი კეთილდღეობის გაუმჯობესებას, თუმცა, ისინი არ არის საკმარისი სრულყოფილი მკურნალობისთვის, რომელიც მხოლოდ ექიმს შეუძლია დანიშნოს. გაითვალისწინეთ, რომ მასალა არის საინფორმაციო მიზნებისთვის. რეკომენდებულია, სპეციალისტის კონსულტაცია.

0
249
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0