x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რამდენად მნიშვნელოვანია სექსი ურთიერთობის დროს?
ურთიერთობა


საქართველოში ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანია, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებების გამო სექსისგან თავს იკავებენ. ბევრი კი ქორწინებამდე უარს ამბობს ურთიერთობაში ყოფნის დროს სექსზე, თუმცა, მეცნიერების მტკიცებით ეს მდგომარეობა მრავალი საფრთხის შემცველია. მამაკაცს ასეთ დროს იოლად შეიძლება დაემართოს ერექციული დისფუნქცია, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიური საფუძველი. შედეგად ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი მამაკაცი ქალთან უუნარო ხდება. მეორე შედეგი კი მასტურბაციით მეტისმეტი გატაცება შეიძლება გახდეს. ასეთ დროს ორგანიზმი მთლიანად “გადაეწყობა” ხელოვნურად ორგაზმის მიღწევაზე და უარს ამბობს სექსის მეშვეობით მიღებულ ორგაზმზე. შედეგად მას შემდეგ, რაც წყვილი თანაცხოვრებას იწყებს, მამაკაცს ჭირდება მეტისმეტად დიდი დრო, რათა პარტნიორთან სიახლოვის სრულიად ახალ რეალობას შეეგუოს, ეს კი იშვიათად არის ატმის ყვავილებით მოფენილი გზა. ხშირად ეს გზა ცრემლებზე, კონფლიქტებსა და ურთიერთბრალდებებზე გადის და ეჭვის წყარო ხდება მამაკაცური შესაძლებლობების და სექსუალური ორიენტაციის მიმართ.


მაგრამ ამგვარ მამაკაცურ პრობლემებს და ქალებსა და მამაკაცებს შორის მსგავს გაუცხოებას ჩანს, პრობლემად ვერ აღიქვამს საქართველოს ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც საკუთარი მრევლის წევრ ქალებს და მამაკაცებს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში უფრო მეტიც, პირდაპირ მოუწოდა კიდეც, რომ “მეტისმეტად ნუ გაუშინაურდებოდნენ ერთმანეთს”.


რასაკვირველია, მსგავსი ქადაგებები ანტიმეცნიერულია და მოიცავს დაჟინებულ სურვილს, რომ სექსის არმქონე, სასოწარკვეთილმა და პანიკაში მყოფმა ადამიანებმა რაც შეიძლება მეტი სანთელი შეიძინონ, მეტი ფული შეწირონ ეკლესიას და ეკლესიამაც მეტი მატერიალური შემოსავალი მიიღოს. ეს ყველაფერი იცის ილია მეორემ. ის კარგი ბიზნესმენია. მას ესმის, რომ შეშინებული და სასოწარკვეთილი ადამიანი რელიგიას აქტიურად ეწაფება და განსაკუთრებით ბევრ ფულს უტოვებს ეკლესიას. სწორედ ამიტომ ილია მეორე ოსტატურად მანიპულირებს საყოველთაოდ გავრცელებული შიშებით და დეპრესიით (რაც სექსის არმქონე ადამიანებს ყველაზე ხშირად ემართებათ) და წარმატებით ახდენს აღნიშნული კაპიტალის კონვერტაციას ოქროსა და დოლარებში. ის ჰგავს მოცეკვავე კლოუნს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით გადაღებული საშინელებათა ფილმიდან “ის”, რომელიც შიშებით იკვებება.



ურთიერთობა


განვითარებულ საზოგადოებებში ეს ასე არ ხდება. იქ ბევრი ადამიანი ერთმანეთის გაცნობას სექსით იწყებს, რაც სრულიად ლოგიკურია. თუ ადამიანს საწოლში ვერ ეწყობი, ნაკლებად დაგაინტერესებს მასთან კანტსა და ნიცშეზე საუბარი. რასაკვირველია, პარტნიორი სრულიად ჩლუნგი არ უნდა იყოს და შენზე არ უნდა ძალადობდეს, მაგრამ დანარჩენს ალბათ ყველაფერს შეეგუები, თუ თქვენი სექსუალური თანაცხოვრება ჰარმონიულია.




0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0