x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს 3 მარტს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის
დედის დღე, ჩემს და ალბათ ბევრი თქვენგანის მეხსიერებას ბავშვობიდან ახსოვს. დღე, რომელიც გაზაფხულის დადგომის მესამე დღეს, 3 მარტს აღინიშნება და გაღვიძებული ბუნებით, ყოჩივარდების, იებისა და ენძელების თაიგულით სიმბოლურად ვულოცავთ ამქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს - დედას. დედისადმი მადლიერების გამოხატვის მოტივით ამ ტრადიციის არსებობა, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება საქართველოში, საფუძველს უდებს ოჯახებსა და კაცებს ამ ღირებული და ღირსეული პიროვნების– "დედის ხსოვნას". უნდა გვახსოვდეს ვინ არის დედა, რომელმაც უანგაროდ გააკეთა ბევრი რამ ჩვენთვის და პატივისცემას თუნდაც ამ სახით ნამდვილად იმსახურებს, რადგან როგორც მზე აგზავნის მზის სხივებს დედამიწაზე გასათბობად, ისე ათბობს თითოეულ შვილს დედის სიყვარული.



image




რატომ აღინიშნება დედის დღე 3 მარტს?




რატომ აღვნიშნავთ დედის დღეს მაინცდამაინც 3 მარტს და არა სხვა ნებისმიერ დღეს? დედის დღე პირველად, 1991 წლის 3 მარტს აღნიშნულა საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ იქნა დაკანონებული და ტრადიცია დღემდე ძალაშია, რომელსაც უკვე 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე ანაცვლებს.





არსებული ინფორმაციების თანახმად, დედის დღეს, რუსეთში აღნიშნავენ ნოემბრის თვის ბოლო კვირადღეს, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში კი მაისის თვის მეორე კვირადღეს.


image



P.S. ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს, მუდამ გეხაროთ თქვენი შვილებისა და დედების ჯანმრთელობით.



0
192
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0