x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კორონავირუსის გავრცელების სავარაუდო მიზეზი უკვე ცნობილია

image


ხანგრძლივი კვლევის შედეგად, ჩინელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლოკაცია, რომლის ფარგლებშიც კორონავირუსის აქტივიზირება მოხდა, შეიძლება ქ. უხანის კვლევითი ლაბორატორია იყოს და არა ბაზარი, როგორც აქამდე ამბობდნენ.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის პირველწყარო ისევ ღამურები არიან. «ვირუსის აფეთქება, სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ღამურების დაავადებების შესწავლა ხდებოდა და შეიძლება, სწორედ ეს ყოფილიყო ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი ფაქტი» – აცხადებენ ჩინელი ვირუსოლოგები.

მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში, ასევე ეჭვქვეშ არის დაყენებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი ადამიანებს ღამურებისგან ბაზარში გადაედოთ.


P. S. დღემდე ვირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ, უხანის თევზის ბაზარი სახელდებოდა, რომელშიც ღამურები და სხვა, საკვებად აკრძალული ცხოველების, მათ შორის, ძალლების და კატების, შეძენა შეიძლება.

imageimageimageimageimageimageimage






1
1284
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1284
  
25 თებერვალი, 0:03
ხელოვნურია ლაბორატორიიდან აბა რა
0 1 1