x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა უნდა გავაკეთოთ გაციების პირველივე ნიშნების დროს

ღიტინის შეგრძნება ყელის არეში, თავის გაბრუება, გონების დაბინდვა, სხეულის მტვრევა – ეს შეიძლება გაციების პირველი ნიშნები იყოს. საშუალოდ წელიწადში, ზრდასრული ადამიანი, გაციებით 3-ჯერ ხდება ავად. ავადმყოფობა კი, დაახლოებით 9 დღე გრძელდება. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია გაციება «მისი ვადის ამოწურვამდე» შევაჩეროთ და თავი უკეთესად ვიგრძნოთ. ამისთვის საჭიროა:


დიდი რაოდენობით სითხის მიღება


image
დიდი რაოდენობით სითხის მიღება ამცირებს სურდოს და ყელის ტკივილის სიმპტომებს, ათავისუფლებს გაჭედილ ცხვირს და იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსი ორგანიზმში დაგროვდეს, ძალიან მცირეა.
აუცილებელია, დღეში სულ მცირე, 8 ჭიქა სითხის მიღება: წყალი, ჩაი ლიმონით, ახლად გამოწურული წვენი, ბულიონი. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე და პიტნის ჩაი, რომელიც ორგანიზმის დაცვის ფუნქციას აძლიერებს.
არ შეიძლება კოფეინის და ალკოჰოლის შემცველი სასმელების და ასევე, გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიღება.

ძილი


უძილობა და ავადმყოფობა მჭიდრო ურთიერთკავშირშია. თუ არასაკმარისად ისვენებთ, ორგანიზმი სტრესს განიცდის და ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს. ამიტომ, გაციების შემთხვევაში, აუცილებელია სახლში დარჩენა და დასვენება, რადგან ძილის დროს იმუნური სისტემის გააქტიურება და ორგანიზმის აღდგენა ხდება. გაგრძელება >>>


გამოვლება


ყელის ტკივილის ან სხვა უსიამოვნო შეგრძნების დროს, 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით ¼ ან ½ ჩაის კოვზი სადილის მარილი (სუფრის არა) და გამოივლეთ ყელში თბილივე.
მარილი ყელის ქსოვილებიდან ზედმეტ სითხეს იწოვს, ამცირებს ანთებას, ასუფთავებს ლორწოს ვირუსების და ბაქტერიებისგან. მარილის გარდა, გამოსავლებად შეიძლება გვირილას ან სალბის ნაყენების ან ფურაცილინის ხსნარის გამოვლებაც.


გამორეცხვები


მარილის ხსნარის გამოყენებით, სურდოს პირველივე ნიშნების დროს, მისი გამოვლენის შემცირება შეიძლება. ამისთვის საჭიროა ცხვირის ღრუს გამორეცხვა. მარილის ხსნარი აფთიაქში იყიდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ის ხელმისაწვდომი არ არის, მისი მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება: ჭიქაში ჩაყარეთ ¼ ჩ. კ. მარილი და ¼ ჩ. კ. სოდა და დაასხით გაფილტრული ან გადადუღებული თბილი წყალი.
ხსნარის შეყვანა ცხვირის ღრუში დასაზეთი შპრიცით (ნემსის ნაცვლად წაგრძელებული, მილისებური თავი აქვს) ხდება. თუმცა, მისი ჩანაცვლება ჩვეულებრივი შპრიცითაც შეიძლება.
თუ ამ პროცედურის ჩატარება არ გინდათ, შეგიძლიათ ის ცხელი შხაპით ჩაანაცვლოთ, რადგან ზედა სასუნთქ გზებს ცხელი შხაპიც კარგად ასუფთავებს.


ჰაერის დატენიანება


image
მშრალი ჰაერი ხელს უწყობს სურდოს ვირუსების შეჩერებას და გამრავლებას. ხოლო, ჰაერის დატენიანების და ორთქლის აბაზანის მიღების შემთხვევაში, სურდოსგან თავის დათწევა შეიძლება.


ხალხური საშუალებები


ქათმის სუპი


ქათმის სუპს ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია და მას ცხვირის შესივების ჩაცხრობა და სურდოს სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. ამ და სხვა სასარგებლო პროდუქტების მიღება, საჭიროა სურდოს პირველი სიმპტომებისთანავე.


ლიმონი


ლიმონის წვენი დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, ხოლო ლიმონმჟავა სურდოს სიმპტომებს არბილებს და ნახველის შემცირებას უწყობს ხელს. სურდოს საუკეთესო წამალი ლიმონიანი ჩაია, ხოლო მისი ეფექტურობა ერთიორად იზრდება ჩაიში თაფლის დამატების შემთხვევაში. მაგრამ, ჩაი მართლა სასარგებლო რომ იყოს, ლიმონის წვენის და თაფლის დამატება მასში, მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც კარგად შეგრილდება, რადგან 40° მაღალ ტემპერატურაზე თაფლი და ლიმონი სასარგებლო თვისებებს კარგავს.


image


კოჭა


კოჭა (ჯანჯაფილი) ნატურალური ოფლმდენი საშუალებაა. გარდა ამისა, ის აძლიერებს იმუნიტეტს და ასუფთავებს ორგანიზმს.
ჯანჯაფილის ნაყენის მოსამზადებლად, ფესვის სულ პატარა ნაწილი უნდა გახეხოთ, მოათავსოთ ჭიქაში და დაასხათ ადუღებული წყალი. ჯანჯაფილის ფესვი მწარეა და გემოს გასანეიტრალებლად, შეგიძლიათ ნაყენს თაფლი დაამატო.



ნიორი


ნიორი ალიცინს შეიცავს, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს და გაციების სიმპტომებს ამსუბუქებს. ნიორი – ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანტიბიოტიკია. ის ძალიან ადვილად უმკლავდება დაავადებებს და უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ახლად გამოწურულ წვენს გრიპის ვირუსის განადგურებაც კი შეუძლია! გაგრძელება >>>


თაფლი


როგორც ცნობილია, თაფლს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. გარდა ამისა, ის არბილებს ყელს, აცხრობს გაღიზიანებას და აძლიერებს იმუნიტეტს.


მურაბა

მურაბა, ნებისმიერი სახის, ძალიან სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის – ნატურალური კენკრის, შაქრის და წყლის ნაზავი В ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, PP და Е ვიტამინს შეიცავს. თერმული დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოცხალ ხილში და კენკრაში არსებული ბეტა-კაროტინი და ასკორბინის მჟავა არ ინახება, სამაგიეროდ ინახება სხვა ვიტამინები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი კენკრის ან ხილის არის და არა ჯემისებური. გაგრძელება >>>


მედიკამენტები


გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლენის დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკებს მიღება, რადგან ეს წამლები ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება და არა ვირუსების დასამარცხებლად.
მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფობის მართვა შეუძლებელი გახდა და მდგომარეობა უფრო დამძიმდა (მაღალი სიცხე, ქავილი, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი და სხვა საგანგაშო სიმპტომები), საჭიროა ექიმის გამოძახება, რადგან ეს შეიძლება გაციება კი არ, გრიპი იყოს, – რაც უფრო სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს, ვიდრე ზემოთ ხსენებული რეკომენდაციები.

imageP. S. გაციების და გრიპისგან ყოველთვის დაცულები რომ ვიყოთ, ცივი სეზონის დაწყებასთან ერთად, იმუნური სისტემის გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის კი, ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომი, – რამდენიმე სახეობის ჩირის, ნიგვზის და თაფლის ნაზავია. გაგრძელება >>>

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს
* როგორ მოვხარშოთ ხორცის (თევზის) სასარგებლო ბულიონი. ყველაფერი ბულიონების შესახებ

* ჯანჯაფილის ყვავილობა, ფესვის შერჩევის და მოხმარების წესები




0
1011
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1011
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0