x
image
- შარლოტა -
მათთვის, ვისაც ანიმე უყვარს - シルエット
image
რომელი წლიდან იწყებს ანიმე კულტურა არსებობას და საიდან მოდის ის?

ანიმე კულტურა - ეს კულტურა 1940იანი წლებიდან, იაპონიიდან იღებს სათავეს. დღეს კი დიდი პოპულარულობით სარგებლობს მსოფლიოში
მეტიც, რამდენიმე მათგანმა ჰოლივუდის ქარცეცხლშიც ამოყო თავი.

image
დღეს იშვიათად თუ შეხვდები ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია თუნდაც ინტერესესის დონეზე ანიმეებთან. თუკი ასეთი ადამიანები არსებობენ ალბათ გაუჩნდებათ კითხვები: რატომ სარგებლობენ ასეთი პოპულარობით ანიმე პერსონაჟები? ან რა აქვთ მათ ისეთი, რის გამოც დიდ სიყვარულს იმსახურებენ.


ანიმეებს გამორჩეული და სპეციფიკური სიუჟეტები ახასიათებს, რაც ხშირად მისტიკასთან არის დაკავშირებული.
საინტერესო სიუჟეტები ადამიანში ინტერესს იწვევს, რასაც ხელს უწყობს განსხვავებული გარეგნობის პერსონაჟების არსებობაც.

image

'' ყველას თავისი კინო აქვს '' - ისევე, როგორც ანიმე.
გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, რომელმაც ანიმე შემაყვარა.


1. ჩემი მეზობელი ტოტორო (1998)


ჰაიაკო მიაძაკის სათავგადასავლო ჟანრის ანიმე:
მოქმედება მიმდინარეობს 50იან წლებში იაპონიაში, რომლის მთავარ გმირები არიან დები: საწუკი და მეი, რომლებიც ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ.
და რაც მთავარია შეხვდებიან ტოტოროს, რომელიც მათი ერთგული მეგობარი ხდება.

image

2. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (2001)

ოსკაროსანი ანიმე და ჰაიაკო მიაძაკის კიდევ ერთი შედევრი
ანიმე ეხება 10 წლის გოგონას ტიხიროს, რომელიც ცდილობს დაეხმაროს მშობლებს, და გადარჩეს მოჩვენებების სამყაროში.

image
3. ციცინათელების სასაფლაო (1988)

ობოლი და-ძმის ისტორია, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ტოკიოს დაბომბვის შემდეგ ბავშვებს უწევთ სიძნელეებთან ბრძოლა.

image

4. დავიწყებული ხმების დამჭერნი (2011)

ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე ასუნაზე, რომელიც დროს ატარებს იდუმალი ხმების მოსმენაში, რომელსაც კრისტალი გადმოსცემს.

image


5. მინდა შენი პანკრეასი ვჭამო ( 2018)

დრამა, მელოდრამა - რომელიც გვიყვება საკურაზე გოგონაზე, რომელიც პანკრეასით არის დაავადებული და სურს დარჩენილი ცხოვრება ახლად შეძენილ მეგობართან გაატაროს.

image

6. შარლოტა (2015)

ტოშიო სინოჰარას პოპულარული ნამუშევარი შარლოტა, რომელიც გვიყვება ნაო ტომორზე, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდება იუ ოტოსაკას ცხოვრებაში
მათი შეხვედრის შემდეგ განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანების ხვედრი გამომჟღავნდება.

image

7. პრინცესა მონონოკე (1997)

ჰაიაკო მიაძაკის მიერ შექმნილი ანიმე სათავგადასავლო ჟანრში.
ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ, წყევლის მოსახსნელად. მამაცი მეომრის ისტორია რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

image

8. შენი აპრილის ტყუილი (2014)

ისტორია გოგონაზე სახელად არიმა კოსეიზე, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და მას გენიოსად თვლიან. მრავალგზის გამარჯვებული არიმა დედის სიკვდილის შემდეგ ინსტრუმენტს აღარ ეკარება.

image


9. ქარი მატულობს (2013)

ბიჭი სახელად ძირო ოცნებობს ფრენაზე, და ლამაზ თვითფრინავზე, რომელსაც შეუძლია გაუსწროს ქარს. ის პილოტი ვერ გახდება თუმცა ამაზე ოცნებას მაინც არ თმობს, და მიზანსაც აღწევს.

image

10. გოგონა, რომელმაც დრო დაამარცხა (2006)

მამორუჰუ ჰოსოდას ანიმე და გოგონა, რომელიც ხვდება, რომ მხოლოდ დროის ძალაუფლებაა არაა საკმარისი ცხოვრების შესაცვლელა
დ და ამისთვის გაცილებით მეტია საჭირო.

image
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ანიმეებისა, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

image

0
109
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0