x
image
- შარლოტა -
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “მეგობრები”

image
სერიალი მეგობრები დევიდ ქრეინისა და მართა კაუფმანის ქმნილებაა, რომლის გაშვებაც ტელეარხმა NBC-მ 1994 წელს დაიწყო.

მეგობრებია ის სერიალი რომელმაც მყარი ადგილი დაიმკვიდრა როგორც 90-იანების, ასევე ახალი ათასწლეულის თაობის გულებში. 20-30 წუთიანი სერიებისგან შემდგარი 10 სეზონი ბევრისთვის მართლაც განუყრელი მეგობარია. image
მხიარულ თუნდაც ცუდ განწყობაზე ეს შესანიშნავი სერიალი თქვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდება, იმ წუთიდან როცა მის ყურებას გადაწყვეტთ.

image
მაშ, 10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს '' მეგობრები ''

image
1. მხიარულების და პოზიტიური განწყობის გარანტი

ცუდ გუნებაზე ხარ? ამ სერიალის ნახვა განსაკუთრებით რეკომენდებულია.
ერთი დიდი მხიარულება, გონებამახვილი ხუმრობები, ყველაფერი უზომოდ პოზიტიურია, შეუძლებელია ყოველ ეპიზოდზე ხმამაღლა არ იცინოთ თუნდაც მთლიანად მრავალჯერ გქონდეთ ნანახი..

image
2. შეიცნობ 90-იანურ მოდას და ცხოვრების წესს

მეგობრების ცქერა, დროში მოგზაურობას წააგავს, მასში დაბრუნებას.
ეს ის პერიოდია როცა ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ იყო მოწოდების სიმაღლეზე
საინტერესოა ის უბრალო საგნები როგორ გამოიყურებოდა მაშინ, რაც შეეხება პერსონაჟებს? ისინი ყველა დროს საუკეთესოდ ერგებიან.
ხაზგასასმელია პერსონაჟების სტილი, საინტერესო მათთვის ვინც 90-იანურ მოდას დღესაც სიამოვნებით მიჰყვება.

image
3. საოცრად დამაჯერებელი პერსონაჟები

მონიკა გელერი, ჩენდელ ბინგი, ფიბი ბუფე, ჯოუი ტრიბიანი, როს გელერი, რეიჩელ გრინი შესანიშნავი მეგობრები, ადამიანები განსხვავებული ხასიათებით მანერებით და ინტერესებით. თუმცა ყოველთვის ავსებენ ერთმანეთს.
მაყურებელი ყველა პერსონაჟში პოულობს საკუთარ თავს, ამოიცნობს მის ხასიათს მასში ან თუნდაც ინტერესებსაც.

image
ავიღოთ ჩენდლერ ბინგი, მის მარტოსულობაში და უცნაურობაში ბევრი საერთოს ნახავს საკუთარ თავთან, ასევე ახლობელია მონიკასა და რეიჩელის ყოველდღიური ღელვა იპოვონ სასურველი სამსახური და მეორე ნახევარი.
ფიბი ბუფეს მარტოობა და მძიმე წარსული, როსის გაუთავებელი განქორწინებები და ოჯახური პრობლემები, და ბოლოს ჯოუი, ჯოუი ტრიბიანი ადამიანი ყოველთვის მცდელობაში გააკეთოს ის რაც უყვარს.

image
4. ყოველთვის რეალური და არადამღლელი მომენტები

სუსტი სეზონი ან ეპიზოდი? ეს არ არის მეგობრების ხელწერა, მისი თითეული ეპიზოდი არასდროს მოგაწყენთ, ვერც ისეთ სეზონს გამოარჩევთ რომელიც ნაკლებად მოგეწონათ და შეგაყვარათ თავი. საოცრად რეალისტური დიალოგები, სცენები.. რომლებიც რეალურ ცხოვრებასთან ძაალიან ახლოსაა
ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს ეს სცენა თქვენს გვერდით ხდება.

image



5. ფიბი ბუფე

ლიზა კუდროუს შესანიშნავი შესრულება, ფიბი ბუფე მეგობრების ფანებს განსაკუთრებით უყვართ.
სასაცილო, დაბნეული, გულწფელი და ყოველთვის პირდაპირი
გულუბრყვილომ გულკეთილი, ეს ფიბია
რომლის გაცნობითვის ღირს ნახოთ მეგობრები.

image
6. ჩენდლერ ბინგი და ჯოი ტრიბიანი

ამ ორი ყმაწვილის დუეტის გარეშე წარმოუდგენელია სერიალი იყოს სავსე
და ასეთი იდეალური, ჩენდლერი უფრო ზრდასრული მამაკაცია ჯოუი კი ფიბის მამრობითი ვარიანტი, მათი მეგობრობა და არცთუისე ცხადი გრძნობები ნამდვილად სერიალის განუყრელი მშვენებაა.

image
7. როსი და რეიჩელი

ეს წყვილი არამარტო სერიალის არამედ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წყვილია ტელესერიალებში. ფანები განსაკუთრებით გულშემატკივრობენ ჭკუისკოლოპ პალეონტოლოგ როსს გელერს რომელსაც ჩუმად უყვარს მოდის ინდუსტრიაში გარკვეული რეიჩელ გრინი, და მათი ურთიერთობის ბედნიერ დასასრულზე ოცნებობს. ეს წყვილი ნერვებს უშლის ერთმანეთს, და თითქმის არასდროს აღიარებენ რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

image

8. მუდამ გვახსენებს რა მნიშვნელოვანია მეგობრები!

იმ შემთხვევაში თუ მეგობრებთან ყოველდღიურად დროს ვერ ატარებთ, ეს სერიალი აუცილებლად გაგახსენებთ მათ, გაგახსენებთ იმას რომ მეგობარი უდიდესი ფასეულობაა, და შენაძენი რომელიც უპირობოდ გიყვართ და საპასუხოდაც იგივეს იღებთ.
სიყვარულში იმედგაცრუება, ოჯახური პრობლემები, ცხოვრებისეული სტრესი
მეგობრები შეგახსენებენ ვის უნდა მიმართოთ ასეთ შემთხვევებში.

image
9. საუკეთესო საშუალება გაატარო უქმეები პოზიტიურად

სასიამოვნოდ დაკარგული დრო გაფლანგული არ არისო - არსებობს მზგავსი გამონათქვამი, ეს ფრაზა საუკეთესოდ შეესაბამება ამ სერიალს.
არასდროს იგრძნობთ იმას რომ შეიძლება დროს კარგავთ, დადებითი ემოციები და ურყევი მეგობრობა სწორედ ისაა რისი ნახვაც ყველას გვჭირდება.

image
10. ახლა რას ვუყურო?

გარწმუნებთ სერიალის დამთავრებისთანავე საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას
ახლა რას ვუყურო, საყვარელ სერიალთან განშორება რთულია, ის იმდენად შენი ხდება, თუმცა დაუღალავად გარკვეული დროის შემდეგ ისევ თავიდან იწყებ მონატრებული ეპიზოდების ყურებას.

imageimage
რაც მთავარია ცხოვრების ყველა ეტაპზე მეგობრების მეგობარი იქნები ;)

image



0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:- შარლოტა -
- შარლოტა -
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0