x
რუსთავში შვილმა მამა სცემა
image

რუსთავში შვილმა მამა სცემა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ბრალდებული დააკავეს. საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა.

"დაახლოებით 03:45 საათზე, ქ. რუსთავში, ვ------------ემ მამას, ზ-------------ეს მუშტი დაარტყა ქვედა ტუჩზე, ასევ ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა ხელისა და ყელის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ზ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი" - წერია განაჩენში.

საქმე მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა განიხილა.


ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. საბოლოოდ, მოსამართლემ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯა 1 წლის და 6 თვის ვადით. საქმის განხილვის პროცესში 2019 წლის 9 დეკემბრიდან, 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ბრალდებული დაპატიმრებული იყო.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:გეორგ დვალი
გეორგ დვალი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0