სისხლის სამართალი რუსთავში შვილმა მამა სცემა 2020, 13 თებერვალი, 16:38
რუსთავში შვილმა მამა სცემა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და ბრალდებული დააკავეს. საქმე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა.
"დაახლოებით 03:45 საათზე, ქ. რუსთავში, ვ------------ემ მამას, ზ-------------ეს მუშტი დაარტყა ქვედა ტუჩზე, ასევ ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა ხელისა და ყელის არეში. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით ზ-------------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი" - წერია განაჩენში.
საქმე მოსამართლე ქეთინო ლუაშვილმა განიხილა.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. საბოლოოდ, მოსამართლემ მას პირობითი სასჯელი მიუსაჯა 1 წლის და 6 თვის ვადით. საქმის განხილვის პროცესში 2019 წლის 9 დეკემბრიდან, 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით, ბრალდებული დაპატიმრებული იყო. 158 შეფასება არ არის
|