სისხლის სამართალი ბათუმში სამარშრუტო ტაქსიდან ტელეფონები მოიპარეს 2020, 12 თებერვალი, 19:13
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა მოქალაქეს, რომელმაც სამარშრუტო ტაქსიდან 2 ტელეფონი მოიპარა.
"2019 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. ბათუმში, სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას, ი.ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ.პ-ს კუთვნილ “HUAWEIS”-ის ფირმის “P9 LITE”-ის მოდელის მობილურ ტელეფონს. მეორე დღეს, 27 თებერვალს კი, შუადღის საათებში, ქ. ბათუმში, ნონეშვილის ქუჩიდან თბილისის მოედნისკენ N36 სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობისას, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დ----- ვ--- –----ის კუთვნილ „აიფონ 6“-ის მოდელის მობილურ ტელეფონს" - აცხადებდა პროკურორი სასამართლო პროცესზე. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მას 4 წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. 74 1-ს მოსწონს
|