x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კოაბიტაცია და მისი შედეგი ძველ რომში

კოაბიტაცია ფრანგული სიტყვაა (cohabitation) და ქართულად «თანაცხოვრებას» ნიშნავს. ჩვენ ამ პოლიტიკური ტერმინის შესახებ, რამდენიმე წლის წინ გავიგეთ... მაგრამ, ვიდრე ის საერთოდ გაჩნდებოდა, ბევრად უფრო ადრე, პოლიტიკური «თანაცხოვრების» ფაქტს, უკვე ჰქონდა ადგილი კაცობრიობის ისტორიაში.


ძვ. წ. აღრ. 60 წ. რომის რესპუბლიკას სათავეში ტრიუმვირატი ჩაუდგა და მას 3 წარმატებული პოლიტიკოსი და სამხედრო პირი – იულიუს კეისარი, მარკუს კრასუსი და გნეუს პომპეუს მაგნუსი მართავდა. მაგრამ, პართიის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, ძვ. წ. აღრ. 53 წ. კრასუსი დაიღუპა და ტრიუმვირატი დაიშალა.


image


ამის შემდეგ, იმპერიაში მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ვისაც ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველობაზე შეეძლო პრეტენზია ჰქონოდა. ეს იყო კეისარი, რომელიც იმ დროს, გალიაში იმყოფებოდა და რომში დარჩენილი პომპეუსი. ეს უკანასკნელი, კარგ დროს, კარგ ადგილზე აღმოჩნდა და ყველა სენატორს შეურიგდა და დაუახლოვდა, ვისთანაც ოდესმე უთანხმოება ჰქონია... სენატი კი, ამის შემდეგ სწორედ მას თვლიდა დიქტატორის თანამდებობისთვის შესაფერის ფიგურად. ძვ. წ. აღრ. 52 წ. პომპეუსი რამდენიმე თვე კონსულიც კი იყო, რაც მას განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდა. თუმცა, ამავდროულად, ის ანგარიშვალდებული იყო სენატის წინაშე. სენატმა, პომპეუსთან შეთანხმებით, კეისარს მოთხოვნა გაუგზავნა, რომ მას გალიის მმართველის თანამდებობა დაეტოვებინა, ლეგიონი დაეშალა და რომში კერძო პირის სტატუსით დაბრუნებულიყო.

დაპირისპირებამ ორ გენერალს შორის, მთელი ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მოიცვა და რეგიონი სამოქალაქო ომში (ძვ. წ. აღრ. 49—45 წწ.) ჩაითრია. კეისარსა და პომპეუსს შორის გადამწყვეტი ბრძლა, ფარსალოსთან, თესალიაში (საბერძნეთი), ძვ. წ. აღრ. 48 წ. ზაფხულში გაიმართა. კეისარმა თავისი ლეგიონით მდ. რუბიკონი გადალახა და ქალაქი აიღი. ხოლო, პომპეუსი ეგვიპტეში აგაიქცა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა კეისარის მომხრეებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის და ყველაფერი ძვ. წ. აღრ. 45 წ. ესპანეთში, მუნდასთან ბრძოლის შემდეგ დასრულდა.


image


სენატმა კეისარ დიქტატორის სტატუსი მიანიჭა და ის რომის ერთპიროვნული მმართველი გახდა. მაგრამ, რესპუბლიკელმა სენატორებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა და ქვეყნის მართვა მათთან ერთად გააგრძელა, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს (შეთქმულებაში, 900 კაციანი სენატიდან, 60 ადამიანი მონაწილეობდა). იმის გამო, რომ ცალ–ცალკე არავის უნდოდა მკვლელი გამხდარიყო, მათ მოილაპარაკეს, რომ ყოველი მათგანი, თუნდაც, ერთ დარტყმას მიაყენებდა კეისარს... ძვ. წ. აღრ. 44 წლის 15 მარტს, კეისარი პირდაპირ პომპეუსის ბიუსტთან მოკლეს.

ითვლება, რომ შეთქმულების სულისჩამდგმელი და მთავარი ორგანიზატორი 2 ადამიანი (ორივე რესპუბლიკური პარტიიდან) – მარკუს ბრუტუსი და გაიუს ლონგინუსი იყო. ანტიკური წყაროების მიხედვით, კეისარი თავდამსხმელებს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ როგესაც გაშიშვლებული ხანჯკით ბრუტუსი დაინახა, «შეენც, შვილო ჩემო?» (Καὶ σὺ, τέκνον) – ბერძნულად წარმოთქვა, თავზე ტოგა გადაიფარა და გაირინდა... ის 23 დარტყმის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრუტუსი, სამოქალაქო ომის დროს, პომპეუსის მხარეს იბრძვოდა, ხოლო ამ უკანასკნელის დამარცხების შემდეგ, კეისრის მხარეს გადავიდა. პერსპექტიული ახალგაზრდა, ჯერ გალიის მმართველი გახდა, ხოლო შემდეგ, რომის პრეტორი იყო. ძვ. წ. აღრ. 41 წელს, ის კონსული უნდა გამხდარიყო... და როგორც ამბობდნენ, კეისარს მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა (ზიგიერთი წყაროს მიხედვით, ის ბრუტუსის მამა იყო).

კეისრის მკვლელობის შემდეგ, მის მომხრეებს (კესარიანელებს) და რესპუბლიკელებს შორის, იმპერიის ზოგიერთ პროვინციაში, დაპირისპირება დაიწყო. ხოლო, იმავე წლის შემოდგომაზე, II ტრიუმვირატი შეიქმნა და სამოქალაქო ომი, უკვე მასსა და რესპუბლიკელებს შორის გაჩაღდა, რომელიც 2 წელს გრძელდებიდა და ტრიუმვირატის გამარჯვებით დამთავრდა. ხოლო, დამარცხებულმა ბრუტუსმა თავი მოიკლა.

imageimageimageimageimageimageimage







2
207
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
207
  
19 თებერვალი, 3:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

17 თებერვალი, 3:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2