x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რუსეთს პუტინის ორეულები მართავენ

image


პრეზიდენტის ორეული – მსოფლიო პოლიტიკაში, «ახალი ხილი» არ არის და მსგავსი შემთხვევები ადრეც არაერთი ყოფილა. მაგ., ბიზანტიაში, მმართველის ორეულების არსებობა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შუა საუკუნეებში ორეულები ჰუავდათ იაპონიის იმპერატორებსაც და შორს რომ არ წავიდეთ, ცნობილია, რომ ორეული ჰყავდა პეტრე I და სტალინს.

ორეულების პრაქტიკა დღესაც არსებობს, მაგრამ, არა ქვეყნის მართვის, არამედ, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით (თუ ტერაქტის საფრთხე არსებობს, პრეზიდენტის ავტომობილში ორეული ჯდება, ხოლო პრეზიდენტი დანიშნულების ადგილზე სხვა მანქანით მიდის). თუმცა, რუსეთი, ამ მხრივ, უფრო შორს წავიდა და ორეულების გამოყენება ქვეყნის მართვაში დაიწყო. ერთი პერიოდი, რფ-ში ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ორეულით იყო ჩანაცვლებული გარდაცვლილი ბ. ელცინი.image ხოლო ახლა, თვლიან, რომ რუსეთს ვ. პუტინის ორეულები მართავენ. შეიძლება, რომ ეს სიმართლე იყოს? «მტკიცებულება, სახეზეა» – ამბობენ პრეზიდენტის «კლონების» არსებობის ვერსიის მომხრეები და ბოლო დროს, პუტინის გარეგნობაში არაბუნებრივ და უცნაურ ცვლილებებზე მიუთითებენ.

ექსპერტები და უბრალოდ, ცნობისმოყვარე მოქალაქეები, მასალად ანალიზისთვის, პრეზიდენტის უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გადაღებულ ფოტოებს იყენებენ და ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მათზე პუტინს თავის ქალის განსხვავებული მოყვანილობა აქვს; განსხვავდება ყვრიმალების, ყურის და წარბის ხაზის ფორმები; ამასთან, ნაოჭები ხან ჩნდება, ხან ქრება და რაც საგულისხმოა, განსხვავებული კონფიგურაცია აქვთ; განსხვავდება თვალის ჭრილი და სახის გამომეტყველება.


image


ფოტო-მტკიცებულებების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამყარებს პუტინის ორეულების არსებობის ვერსიას. მაგ., პუტინი სრულყოფილად ფლობდა გერმანულ ენას, ხოლო რამდენიმე წლის წინ, მერკელთან შეხვედრის დროს, საკმაოდ არაფორმალურ გარემოში, რუსეთის პრეზიდენტს თარჯიმნის დახმარება დასჭირდა (იხ. ვიდეო).

ეჭვი, რომ პუტინი მისი ორეულით, უდრო, სწორედ, მისი ორეულებით ჩაანაცვლეს, რუსი ჟურნალისტის ოლეგ კაშინის აღმოჩენას მოჰყვა. დაკვირვებულმა ჟურნალისტმა შენიშნა, რომ პრეზიდენტი ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდა: კრემლში ის საზოგადოებრივი პალატის წევრებს ხვდებოდა და იმავდროულად, ის ალტაის მხარეში იმყოფებოდა. ინფორმაცია, უდაოდ სანდო იყო, რადგან კრემლიდან შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლირება მიმდინარეობდა, ხოლო მთიანი ალტაის აეროპორტში, რუსეთის პრეზიდენტი იქ მყოფმა ადამიანებმა ნამდვილად ნახეს. «ჟურნალისტური ბომბი» 2015 წ. 26 ივნისს აფეთქდა, და მათაც კი, ვისაც არ სჯეროდა რომ რუსეთს პრეზიდენტის ორეულები მართავენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები გაუჩნდათ. გარდა ამისა, ორეულების არსებობის ვერსიას ისიც ამყარებს, რომ პრეზიდენტი ცოლს გაეყარა, რადგან, როგორც ამბობენ, მის მეუღლეს ორეულთან ცხოვრების არანაირი სურვილი არა ჰქონდა. თვალთახედვის არიდან გაქრნენ პუტინის ქალიშვილებიც...

და აქ ისმის კითხვა: არსებობს კი – რეალური პუტინი, თუ მან უკვე დატოვა ეს ქვეყანა? ინტერნეტში კი, დიდი ხნის წინ გაჩნდა პუტინის ორეულების კლასიფიკაციის ცხრილი, რომელშიც როგორც ნამდვილი პუტინის, ისე მისი 6 ორეულის ფოტოა მოცემული: imageimage

imageორეული №1 კოდური სახელი – «მოლაპარაკე». გამოირჩევა მჭერმეტყველებით. არის სუფლიორზე მოცემული ტექსტის გახმოვანების დიდოსტატია. სწორედ ის მონაწილეობს ჟურნალისტებთან ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრებში.

ორეული №2 – «უდმურტი». მარცხიან ასლად ითვლება და «არენაზე» უკიდურეს შემთხვევაში გამოჰყავთ, მხოლოდ მაშინ, როდესაც «მოლაპარაკეს» შემოქმედებითი შესვენება ესაჭიროება.

ორეული №3 – «კუჩმა». «უდმურტზე» იშვიათად ჩნდება, აქვს მეტისმეტად განიერი ნიკაპი და არეული სიარული მანერა. 2015 წ. დააფიქსირეს ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს.

ორეული №4 – «დიპლომატი». იყენებენ ბრიფინგებზე და მიღებებზე. ის სხვებთან შედარებით, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

ორეული №5 – «საბანკეტო». «გადის ხალხში», ხელს ართმევს ყველას და მსურველებთან ფოტოებს იღებს.

ორეული №6 – «ჩალურჯება». სახელი სახეზე არსებული სისხლნაჟღენთის გამო შეარქვეს. მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, მაგრამ წუნდებაში მოხვდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.imageრუსულ მასმედიაში არაერთხელ «გაჟონა» ინფორმაციამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ პლასტიკური ოპერაციის ჩატარების შესახებ. მაგრამ, «კლონების» ვერსიის მომხრეები, აღნიშნულ ფაქტს სერიოზულად არ განიხილავენ, რადგან პრეზიდენტის გარეგნობა ქაოტურად იცვლება. «ორი დღის წინ ნაოჭები ჰქონდა, მეორე დღეს გაუქრა, დღეს ისევ გაუჩნდა – ეს როგორ უნდა ხდებოდეს? თუ ბოტოქსი გაუკეთეს, მისი გაწოვა ხანგრძლივი პროცესია... ამას, ერთ დღეში წამოზრდილი წარბები და 1-2 საათში რუჯის გადასვლა და სხვა ფაქტებიც ემატება» – საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად, არგუმენტები მოჰყავთ ორეულების არსებიბის მომხრეები.

ზემოთ თქმული თუ სიმართლეა... ვინ არის ქვეყნის «საჭესთან»? თუ არსებობენ ორეულები, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე ჩნდებიან და ყველას გარკვეული ფუნქცია-მოვალეობა აკისრია, მაშინ, პუტინის სახელით, ვინ მართავს ქვეყანას? imageimage

imageimageimage
imageimageimageimage



0
1213
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0