x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
დავით კაკულიას, თორნიკე კვერენჩხილაძესა და დავით ცაგარელს რუსთავი2-ზე საავტორო გადაცემები ექნებათ
image


ჯერ კიდევ ახალი მენეჯმენტის მიერ რუსთავი2-ის განახლებული ეთერის დაწყებისას დაანონსდა, რომ არხი პოსტსკრიპტუმისა და ღამის კურიერის აღდგენას აპირებდა. როგორც ჩანს სამაუწყებლო კომპანია მაყურებლისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და უახლოეს დღეებში ეთერში დაპირებულ და კარგად მონატრებულ გადაცემებს ჩაუშვებს.


უკვე ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოდან რუსთავი 2-ზე საკვირაო გადაცემა P.s ბრუნდება, მისი წამყვანი დავით კაკულია იქნება. გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირაში საკვირაო ანალიტიკური გადაცემა რუსთავი2-ის სამაუწყებლო ბადეში ჩაეშვება. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ჟურნალისტურ წრეებში უკვე ბევრს საუბრობენ.


ასევე, მარტის დასაწყიში არხზე ბრუნდება კიდევ ერთი ცნობილი და საყვარელი გადაცემა "ღამის კურიერი", რომელიც პოპულარობის ზენიტში იყო, როცა მისი წამყვანები გიორგი სანაია და ეკა ბერიძე იყვნენ. ღამის კურიერი სანაიას მკვლელობის შემდეგ დაიხურა, თუმცა მოგვიანებით, ეკა ხოფერიამ აღადგინა.



„ღამის კურიერის“ გარდა უახლოეს მომავალში ეთერში გავა კიდევ ერთი პოლიტიკური "თოქ-შოუ" რომლის, წამყვანებად დავით ცაგარელი და თორნიკე კვერენჩხილაძე განიხილებიან. ორივე მათგანი ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ წამყვანი იყო. დავით ცაგარელი უკვე რამდენიმე თვეა „იმედიდან“ რუსთავი2-ის საინფორმაციო გუნდში გადავიდა და „კურიერის“ რეპორტიორებს შეუერთდა. თორნიკე კვერენჩხილაძე კი „იმედიდან“ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურში გადასვეს, თუმცა ბოლო ხანს არც ამ არხის ეთერში ჩანდა. როგორც ირკვევა, ისიც რუსთავი2-ზე გამოჩნდება.


აღნიშნულ ინფორმაციას, არხი ამ ეტაპზე არც უარყოფს და არც ადასტურებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი გადაცემების ანონსები არხის ტელე ეთერში ჯერ არ ტრიალებს, თუმცა ბოლო თვეებში საგანგებო მაუწყებლობის დროს დავით კაკულიას ანალიტიკური გადაცემების სპეციალური გამოშვების წაყვანის მცდელობა უკვე ჰქონდა..

1
349
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
349
  
2020, 12 თებერვალი, 17:09
რუსთავი2 აღარასოდეს აღარ იქნება იმ სიმაღლეზე რომელზეც იყო, ჩაიარა მაგათმა მატარებელმა, რომელი გადაცემაც და რომელი წამყვანიც გინდა იყოს დაბრუნებული
0 1 1