x
როგორ შევცვალოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევები

image

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩვევები დასწავლილ იქნა და ხშირად ხორციელდება ავტომატურად, გაცნობიერების გარეშე. ამ ჩვევების ჩამოყალიბება იწყება ბავშვობაში, მაგ: კბილების გახეხვა, ჯანსაღი კვება. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცუდი ჩვევებიც, რომელთა შეცვლაც ჯანმრთელობის ფსიქოლოგების მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ერთ-ერთია საგანმანათლებლო მიდგომა- ადამიანები ეცდებიან მავნე ჩვევების შეცვლას თუ ექნებათ სწორი ინფორმაცია, ამისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიწოდებულ იქნას რაც შეიძლება თვალსაჩინო სახით, ინფორმაციას უნდა აწვდიდეს აუდიტორიისთვის ნაცნობი პიროვნება, მესიჯები უნდა იყოს მოკლე, ნათელი და პირდაპირი, თუ აუდიტორია მზად არის ჩვევის შესაცვლელად ხაზი უნდა გაესვას მხოლოდ დადებით მომენტებს, ხოლო თუ აუდიტორია ვერ იღებს გადაწყვეტილებას აუცილებელია ორივე მხარის-არგუმენტების და კონტრარგუმენტების გაშუქება.

ერთ-ერთი მეთოდია შიშზე აპელაცია- თუ ადამიანს შეეშინდება, რომ გარკვეული ჩვევა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს, ის უფრო მზად იქნება ამ ჩვევის შესაცვლელად. თუმცა კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ის რაც შიშს იწვევს, პირიქით შეიძლება ხელი შეუშალოს ქცევის შეცვლას. შიშმა შეიძლება ადამიანს გაუჩინოს ქცევის შეცვლის სურვილი, მაგრამ ამისათვის კომბინირებული უნდა იყოს რეკომენდაციასთან და ინფორმაციასთან ჯანმრთელობის ხელშემწყობი ქცევის ეფექტურობაზე.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რწმენის მოდელი- ეს თეორია ცდილობს ახსნას რატომ მიმართავენ ადამიანები ჯანმრთელობის ხელშემწყობ ქცევებს. რომელიმე ქცევის განხორციელება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: რამდენად აღიქვამს ადამიანი საფრთხეს და რამდენად სჯერა, რომ რომელიმე ქცევა ნამდვილად ხელს შეუწყობს საფრთხის შემცირებას. აღქმულ საფეთხეზე სამი ფაქტორი ახდენს გავლენას. 1) ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ღირებულებები( რამდენად მნიშვნელოვანია ვიყო ჩანმრთელი). 2) სპეციფიკური რწმენები მოწყვლადობის შესახებ(არის თუ არა გენეტიკური ფაქტორი). 3) რწმენები დაავადების შედეგების შესახებ( რამდენად საშიშია სიცოცხლისათვის მოცემული დაავადება). მაგ: ადამიანები გადავლიან ჯანსაღ კვებაზე, თუ მათთვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. როგორ შევამციროთ აღქმული საფრთხე? - რწმენა, რომ კონკრეტული ქცევა საფრთხის შემცირებას გამოიწვევს ორი ქვეკომპონენტისგან შედგება: 1) რამდენად სჯერა, რომ მოცემული ქცევა ეფექტური იქნება და 2) რამდენად აღემატება სარგებელი ამ ქცევის განხორციელების ხარჯს. მაგალითად, მამაკაცი, რომელიც გულის ინფარქტის საფრთხეს გრძნობს და კვების რაციონის შეცვლას აფასებს არასაკმარის გარანტს, არ შეცვლის კვების რაციონს, რადგან მისგან მიღებული სიამოვნება აღემატება აღქმულ სარგებელს.

ქცევის შეცვლის ტრანსთეორიული მოდელი- ცუდი ქცევის შეცვლა ყოველთვის ადვილად მიღწევად შედეგს არ წარმოადგენს, ამისათვის ადამიანები რამდენიმე საფეხურს გადიან. პროჩასკამ გამოყო ხუთი საფეხური.

1) განზრახვის წინა საფეხური- ადამიანს არანაირი სურვილი არ აქვს შეცვალოს ქცევა, ის პრობლემის არსებობასაც ვერ აცნობიერებს. ზოგჯერ მიმართავენ მკურნალობას, მაგრამ ეს ხშირად იძულებითია და შედეგს არ იძლევა. 2) განზრახვა- ადამიანები უკვე აცნობიერებენ პრობლემის არსებობას, მაგრამ ჯერ არ არიან მზად პრობლემასთან გასამკლავებლად, ისინი ხშირად აგრძელებენ მავნე ჩვევებისთვის პოზიტიური შეფასების ძიებას. 3) მომზადება- ადამიანს უკვე გადაწყვეტილი აქვს მავნე ქცევის შეცვლა, მაგრამ ჯერ არ დაუწყია მოქმედება. მან ამ საფეხურზე შეიძლებ ნაწილობრივ შეცვალოს თავისი ქცევა. მაგალითად, ნაკლებ სიგარეტს ეწეოდეს დღის მანძილზე. 4) მოქმედება- ამ საფეხურზე ხდება უშუალოდ ქცევის შეცვლა. ხდება ცხოვრების სტილის შეცვლა და მავნე ქცევის შეწყვეტა. 5) შენარჩუნება- ადამიანები მუშაობენ მიღებული შედეგების შესანარჩუნებლად. თუ ადამიანი 6 ან მეტი თვის მანძილზეა თავისუფალი მავნე ქცევისგან, ითვლება, რომ ის შენარჩუნების საფეხურზეა.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0