x
მეტი
  • 20.09.2020
  • სტატია:103413
  • ვიდეო:347726
  • სურათი:467674
ახალციხეში,მამაკაცმა,რომელმაც ცოლზე იძალადა, თავი ჩამოიხრჩო

image

ახალციხის, რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო, მისი გვამი დღეს დილით, 11 თებერვალს, აღმოაჩინეს.



მანამდე 10 თებერვალს ახალგაზრდა მამაკაცმა, საკუთარი მეუღლის 32 წლის ლ.ზ, მიმართ ფიზიკურად იძალადა, რომელიც სახლში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა:


"მეზობელს გასაღები უნდა დაეტოვებინა, სამუშაოდ მიდიოდა და რომ შევიდა ცოცხალ–მკვდარი იწვა ლოგინზეო. ამ ამბავს ორი მცირეწლოვანიც შეესწრო...ამ ბოლოს ჭკვიანად იყო ეგ ბიჭი. ეს არაა პირველი შემთხვევა. ყველას ოჯახშია ჩხუბი და რაღაც, მაგრამ ესეთ დონემდე არ ვიცი რაა. მე რაც ვიცი უკვე მეორედ, თუ მესამედ გააკეთა მსგავსი რამ. მანამდეც მინახავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში, მაშინ თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ამ ყველაფერს შვილების გამო იტანს“, -განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუს დროს დაზარალებულის დედამ.



ლ.ზ. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.


მამაკაცი ცოლის მიმართ განხორციელებული ძალადობრის შემდეგ მიიმალა, შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


დღეს დილით კი მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს:"ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეა პოლიცია ეძებდა", - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.



2
214
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
13 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

12 თებერვალი, 6:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2